reportiori.ge - ილია მეორე: ქართველებმა დროის ფასი არ იციან!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:14
რელიგია
ილია მეორე: ქართველებმა დროის ფასი არ იციან!
ავტორი: ანა შანიძე
24 ნოემბერი, 2013. 12:20

სრულიად საქართვლოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტერესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაში დროის რაციონლაურად გამოყენებაზე ისაუბრა. პატრიარქმის თქმით, ადმიანი დროს ვერ აფასებს. ილია მეორემ მრევლს ადრე დაძინება და ადრე ადგომა ურჩია. უწმინდესმა და უნეტარესმა ოჯახებს ერთად ლოცვისკენაც მოუწოდა. ილია მეორემ ქადაგებისას ერს შრომისკენ მოუწოდა.


"ყველა ადამიანს და ერს გააჩნია ისეთი თვისებები, რომელიც არ გააჩნია სხვა ადამიანს ან სხვა ერს. ჩვენი უარყოფითი თვისება არის, რომ არ ვაფასებთ დროს. დრო - ეს უძვირფასესი რამ არის, რაც უფალმა მოგვანიჭა და ჩვენ უნდა ვიცოდეთ დროის ფასი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უქმად განვლილი დრო დაკარგულია და შეიძლება ცოდვაც იყოს. წმიდა მამა ანტონი დიდი და სხვა წმიდა მამები უფალს ევედრებოდნენ, თუ როგორ ვიცხოვროთ, რა გავაკეთოთო, საერთოდ ვაკეთოთ რამე, თუ მარტო ვილოცოთო. მათ ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა - ილოცეთ და იშრომეთო და ამიტომ იყო, რომ წმიდა მამები შრომობდნენ, უდაბნოში მოღვაწეობდნენ და ამავე დროს კრეფდნენ ლერწამს, აკეთებდნენ კალათებს და ამით არსებობდნენ, რომ არ ჩათვლოდათ, რომ სხვის ხარჯზე ცხოვრობდნენ", - ბრძანა ილია მეორემ.
პატრიარქმა ასევე მრევლს შეახსენა, თუ როგორი განრიგი უნდა იყოს ოჯახებში.

"ჩვენი ცუდი თვისება არის ის, რომ დიდხანს ვწევართ. გვიან დგება ქართველი ადამიანი. ვნახოთ, თუნდაც ევროპაში, სხვა ქვეყნებში სამსახური 6 ან 7 საათზე იწყება. უნდა ადგე ექვსის ნახევარზე ან ხუთ საათზე, რომ სამსახურში მისვლა მოასწრო. ვინც ადრე დგება, მას უფალი მადლს აძლევს. ასევე, ვინც ადრე დგება, უნდა დაწვეს სულ გვიან, 10-11 საათზე", - აღნიშნა უწმინდესმა
მან ოჯახებს ასევე ერთად ლოცვისკენ მოუწოდა. "ძალიან კარგი თვისება და წესია, როცა ოჯახი ერთად ლოცულობს დილის ლოცვებს ან საღამოს ძილის წინ ლოცვებს ერთად კითხულობენ ან ერთი კითხულობს და სხვები უსმენენ. ეს კრავს და აძლიერებს ოჯახს. დიდ მადლს და სიხარულს ანიჭებს მათ. ერთმანეთი უყვართ და უხარიათ ერთმანეთთან შეხვედრა. ამიტომ ყველას გირჩევთ, რომ დაწვეთ ადრე, არა უგვიანეს 11.00 საათისა და ადგეთ 06:00 საათზე, როცა უნდა წაიკითხოთ დილის ლოცვა", - ბრძანა პატრიარქმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016