reportiori.ge - მსოფლიოს ლიდერები ირანთან ბირთვული პროგრამის გარშემო მიღწეულ შეთანხმებას მიესალმნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 08:57
მსოფლიო
მსოფლიოს ლიდერები ირანთან ბირთვული პროგრამის გარშემო მიღწეულ შეთანხმებას მიესალმნენ
25 ნოემბერი, 2013. 12:03

მსოფლიოს სახელმწიფო ლიდერები თავშეკავებით მიესალმნენ ირანთან, მისი ბირთვული პროგრამის გარშემო მიღწეულ  შუალედურ შეთანხმებას.


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ შეთანხმებას მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი" უწოდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, გრძელ და რთულ გზაზე"  გარღვევად შეაფასა ჟენევაში გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ  წევრებსა და გერმანიას, ერთი მხრივ  და მეორე მხრივ  ირანს შორის მიღწეული შეთანხმება.


კვირას ირანის რელიგიურმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ჟენევაში შეთანხმების მიღწევა წარმოადგენს ირანის უფლების აღიარებას, შეინარჩუნოს ბირთვული პროგრამა და  ამასთან, არის მომავალი წინსვლის საფუძველი.


ირანის  პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ შეთანხმება ახალ ჰორიზონტებს"  ხსნის. ირანმა და  ექვსმა  წამყვანმა  სახელმწიფომ შუალელურ შეთანხმებას მიაღწიეს, პირველ საფეხურს, ირანის სადავო ბირთვული პროგრამის გარშემო დავის მოგვარებაში, კვირა დილით, ჟენევაში. შეთანხმებით, ირანი ვალდებულია, ბირთვული პროგრამის ზოგიერთი ელემენტი შეაჩეროს დასაწყისისთვის ექვსი თვით, საპასუხოდ კი მის მიმართ დაწესებული სანქციები შერბილდება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016