reportiori.ge - სასჯელაღსრულების #15-ე დაწესებულებაში ექვსმა მსჯავრდებულმა შიმშილობა დაიწყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:44
სამართალი
სასჯელაღსრულების #15-ე დაწესებულებაში ექვსმა მსჯავრდებულმა შიმშილობა დაიწყო
ავტორი:
25 ივლისი, 2013. 18:27

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხა სამინისტროს ინფორმაციით პატიმრებმა შიმშილობა მათი საქმეების გადახედვის მოთხოვნით დაიწყეს.

სამ მათგანს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა სურს, ორი მსჯავრდებული კი პირობით ვადამდე გათავისუფლებას ითხოვს.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ საქმეების გადახედვა სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის და მსჯავრდებულებმა ოფიციალურად უნდა მიმართონ შესაბამის უწყებებს.

რაც შეეხება იმ მსჯავრდებულებს, რომლებსაც პრეტენზიები პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიასთან აქვთ, გვსურს გაგაცნოთ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და კომისიის გადაწყვეტილებები: ვარტკეს ა. - მსჯავრდებულია ნარკოტიკების შეძენისა და საზღვარზე გადმოტანისათვის. სასამართლოს გადაწყვეტილებით 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამნისტიის შესახებ" კანონით, სასჯელი შეუმცირდა 11 წლით და 6 თვით. მსჯავრდებულს ჯერ კიდევ არ ამოუწურვია სასჯელის ის ნაწილი, რის საფუძველზეც ადგილობრივი საბჭო განიხილავს მის შუამდგომლობას. სასჯელის ის ნაწილი, რომელიც პირობით ვადამდე გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს, ვარტკეს ა-ს 2015 წელს ეწურება.

ჯამბულ ც. - მსჯავრდებულია ძარცვისთვის. (გაიტაცა სხვისი კუთვნილი ავტომანქანა) სასამართლო გადაწყვეტილებით მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ" კანონით, სასჯელის ვადა შეუმცირდა 1 წლით და 6 თვით. მიმდინარე წლის მარტში ადგილობრივმა საბჭომ განიხილა შუამდგომლობა მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. უარი ეთქვა ვადამდე გათავისუფლებაზე, რადგან ჩადენილი აქვს ძალადობრივი დანაშაული, წარსულში ნასამართლევია ძარცვისა და ქურდობისთვის", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016