reportiori.ge - ვიქტორ იანუკოვიჩი: ვერავინ გადაგვახვევინებს იმ სწორი გზიდან, რომელსაც ევროპული უკრაინის ოცნებამდე მივყავართ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:09
მსოფლიო
ვიქტორ იანუკოვიჩი: ვერავინ გადაგვახვევინებს იმ სწორი გზიდან, რომელსაც ევროპული უკრაინის ოცნებამდე მივყავართ!
ავტორი: ანა შანიძე
26 ნოემბერი, 2013. 11:48

უკრაინის პირველი პირი ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში ის ვრცელ ინტერვიუს მისცემს ტელევიზიას, სადაც ყველა კითხვას  გასცემს პასუხს, - ამის შესახებ ვიქტორ იანუკოვიჩმა ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

დღეს კი მინდა ხაზი გავუსვა, რომ ევროპული სტანდარტების საზოგადოების მშენებლობას უკრაინისთვის ალტერნატივა არ აქვს. ჩემი პოლიტიკაც ამ მიმართულებით ყოველთვის იყო და დარჩება თანმიმდევრული. რეფორმები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ადასტურებს იმას, რომ ევროპული გზით მივდივართ. ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც ადამიანის უფლებები, კანონის წინაშე თანასწორობა, არჩევანის უფლება და სოციალური დაცვა მთავარი ფასეულობაა. ჩვენ ვერავინ მოგვპარავს თანაბარი შესაძლებლობების უკრაინის, ევროპული უკრაინის ოცნებას. ჩვენ ვერავინ ვერ გადაგვახვევინებს იმ სწორი გზიდან, რომელსაც ამ ოცნებამდე მივყავართ", - აცხადებს იანუკოვიჩი მიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ის არასდროს გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ქვეყანას ზიანს მიაყენებს.

უკრაინელი ხალხის ნება იყო და იქნება გადამწყვეტი ჩემს ყველა გადაწყვეტილებაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა სირთულეს გადავლახავთ, რადგან არ არსებობს არც ერთი წინაღობა, რომელსაც ვერ გადალახავს ბრძენი და ერთსულოვანი ერი", - აცხადებს იანუკოვიჩი


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016