reportiori.ge - აზერბაიჯანი ევროკავშირს ასოცირების ნაცვლად, პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას სთავაზობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 08:48
მსოფლიო
აზერბაიჯანი ევროკავშირს ასოცირების ნაცვლად, პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას სთავაზობს
ავტორი: ანა შანიძე
26 ნოემბერი, 2013. 13:25

აზერბაიჯანი ევროკავშირს ასოცირების ნაცვლად, პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას სთავაზობს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნოვრუზ მამედოვმა განაცხადა.  მანვე დასძინა, რომ რუსეთის მხრიდან ზეწოლა არ განხორციელებულა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.


ჩვენ უკვე შევატყობინეთ ევროკავშირს, რომ ვერ შევძლებთ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას. გვსურს, მოვამზადოთ დოკუმენტი, რომელიც უფრო ადევატურად პასუხობს ჩვენი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის დონეს", - აღნიშნა მამედოვმა.


მისი თქმით, ოფიციალურმა ბაქომ ევროკავშირს შესთავაზა, მიღწეული თანამშრომლობის დონის გათვალისწინებით, ხელი მოეწეროს პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას.

 

„სპეციალისტებმა, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავებულები ჩვენი ურთიერთობებით ევროკავშირთან, იციან, რომ აზერბაიჯანმა ეს პოზიცია ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გამოთქვა, ანუ ეს სიახლე არ არის ჩვენსა და ევროკავშირის ურთიერთობებს შორის", - განაცხადა მამედოვმა ტელეკომპანია ANS-თან ინტერვიუში. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016