reportiori.ge - ლონდონში ქართული კვირეული გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:58
კულტურა
ლონდონში ქართული კვირეული გაიმართება
26 ნოემბერი, 2013. 18:37

საქართველო წელს პირველად წარდგება ლონდონის საშობაო ბაზრობაზე. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 27 ნოემბრიდან - 2 დეკემბრამდე, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი ლონდონი ქართულ კვირეულს უმასპინძლებს.


კვირეულის ორგანიზატორია ანალიტიკური ონლაინ გაზეთი იბერია", ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა და ბრიტანეთში გამომავალი ქართული გაზეთი ბრიტანეთი".


27 ნოემბერს, 19:00 საათზე, ლანსდაუნ კლუბში ქართული კვირეული სამი ქართველი ფოტოჟურნალისტის გიორგი აბდალაძის, ირაკლი გედენიძის, ზურაბ ქურციკიძის გამოფენით საქართველო დღეს და მაშინ" გაიხსნება. გამოფენის მიზანია მხარი დაუჭიროს მედიის თავისუფლებას.


გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის მოვლენების ამსახველი ფოტომასალა. ბრიტანელ საზოგადოებას საშუალება ექნება გაეცნოს ქართველი ფოტოჟურნალისტების ნამუშევრებს. დოკუმენტურმა მასალამ  მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს უახლეს ისტორიაში.



29 ნოემბერს, 19:00 საათზე, ოქსფორდ-კემბრიჯის კლუბში დაგეგმილია ქართველი პოეტის, დავით მაღრაძის კრებულის "ჯაკომო პონტი" ინგლისურენოვანი თარგმანის პრეზენტაცია. კრებულის თარგმანი ვიქტორია ფილდმასა და ნატალია ბუკია-პეტერსს ეკუთვნის.


"ჯაკომო პონტი" თანამედროვე პოეზიის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, რომელიც ასახავს ჩვენი დროის ადამიანის ტკივილს, მისი სულის მოძრაობას და იკვლევს მის ადგილს სამყაროში. 


ქართული კვირეულის ფარგლებში, ქართული   ღვინის  პოპულარიზაციის მიზნით,  სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის   ეროვნული   სააგენტოს   ხელშეწყობით  მოეწყობა  სპეციალური ღონისძიება. 1-ლ დეკემბერს,  ღვინის   მუზეუმში  ,,ვინოპოლისი" გაიმართება  ქართული ღვინის დეგუსტაცია და რთველი 2013-ის მიმდინარეობის პროცესის ამსახველი ფოტოგამოფენა. გამოფენის სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ სხვადასხვა სახეობის ღვინო და გაეცნონ ქართული ღვინის უნიკალურ, უძველეს ტრადიციებსა და კულტურას. ქართული ღვინის კულტურისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, ქართული ღვინისა და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.


ლონდონის  ისტორიულ უბანს, სადაც ,,ვინოპოლისის" გარდა სხვა ღირსშესანიშნაობებიც  მდებარეობს, ყოველწლიურად 25 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს.  გამომდინარე აქედან, ,,ვინოპოლისში" გამართული გამოფენა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და  დაეხმარება მას დაიმკვიდროს ადგილი ბრიტანულ ბაზარზე.


საფრანგეთის, შვეიცარიის, იტალიისა და გერმანიის შემდეგ საქართველო პირველი ქვეყანაა პოსტ-საბჭოთა სივრციდან, რომელიც მონაწილეობას იღებს სეზეკის რაიონში, ჰიბერნია უორფზე გამართულ საშობაო ბაზრობაზე.


კვირეული ქართული საშობაო გამოფენა-ბაზრობით დასრულდება, რომელსაც ასევე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო წარმოადგენს, 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით. ხუთი დღის განმავლობაში, ჰიბერნია უორფზე, ღია ცის ქვეშ ბრიტანელ დამთვალიერებელს საშუალება ექნება იხილოს და გაეცნოს ქართული ხალხური რეწვის ნიმუშებს (ნაქარგობებს, ნაქსოვებს, თექის ნამუშევრებს, ტრადიციულ ლურჯ სუფრას, სამუზეუმო თემაზე შექმნილ მინაბაძებს) და ტრადიციულ ქართულ ხელოვნებას. ბაზრობაზე ასევე წარმოდგენილი იქნება კინოს, თეატრის მუსიკისა  და ქორეოგრაფიის მუზეუმის მიერ გამოცემული წიგნები, ქართული მოდერნიზმის ამსახველი ნაბეჭდი პროდუქცია და სუვენირები.


საშობაო ბაზრობას 28 ნოემბერს ანსამბლ რუსთავის" მომღერალთა გუნდის კონცერტი გახსნის. საშობაო გამოფენა-ბაზრობის მიზანია გაზარდოს საქართველოს ცნობადობა, როგორც ტურისტული თვალსაზრისით, ისე მეღვინეობის უძველესი რეგიონის კუთხით. გააცნოს ბრიტანელებსა და ლონდონის სტუმრებს მდიდარი ქართული კულტურა და  პოპულარიზაცია გაუწიოს ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ლონდონის ბაზარზე.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016