reportiori.ge - საქართველო 140 მილიონ დოლარს მიიღებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 00:34
პოლიტიკა
საქართველო 140 მილიონ დოლარს მიიღებს
ავტორი:
25 ივლისი, 2013. 21:07

აშშ საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა აშშ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივ ცერემონიას უმასპინძლებს. ცერემონიაზე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორი, დანიელ იოჰანესი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ახალ, ხუთწლიან კომპაქტს მოაწერენ ხელს, რომლის თანახმადაც, საქართველო 140 მილიონ დოლარს მიიღებს. კომპაქტს  "ათასწლეულის გამოწვევა - საქართველო" უხელმძღვანელებს.
„ხელშეკრულების მიზანი, საშუალო და უმაღლეს, აგრეთვე პროფესიული განათლების სფეროებში ინვესტირების გზით საქართველოს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება სამეცნიერო, ტექნოლოგიური, საინჟინრო და მათემატიკური განათლების დონის ამაღლებას, მასწავლებელთა მომზადებასა და სკოლების რეაბილიტაციას, რაც ქართველი მოსწავლეების სწავლის პოტენციალის ზრდას  შეუწყობს ხელს."- აცხადებენ აშშ საელჩოში. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016