პოლიტიკა
ვიცე-პრემიერად გიორგი კვირიკაშვილი დაინიშნა
26 ივლისი, 2013. 11:25
მთავრობას ახალი ვიცე-პრემიერი ჰყავს. ამ თანამდებობას დღეიდან ეკონომიკის მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს. ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ვიცე- პრემიერის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილმა განათლების ყოფილი მინისტრი, გიორგი მარგველაშვილი შეცვალა. კვირიკაშვილის წარდგენას მთავრობის წევრები აპლოდისმენტებით შეხვდნენ. მათთვის, ისევე როგორც ახალი ვიცე-პრემიერისთვის, ეს გადაწყვეტილება სიურპრიზი იყო.
„თვითონ გიორგისთვისაც სიურპრიზი იყო. ამ დილით მოვახერხე ამ ინფორმაციის მისთვის გაცნობა",- აღნიშნა პრემიერმა.
კანცელარიაში მთავრობის სხდომა ამ წუთებშიც გრდძელდება.
14 თებერვალი, 2016. 20:30
14 თებერვალი, 2016. 16:44
14 თებერვალი, 2016. 12:15
14 თებერვალი, 2016. 11:23
14 თებერვალი, 2016. 00:59
13 თებერვალი, 2016. 14:54
13 თებერვალი, 2016. 14:18
13 თებერვალი, 2016. 13:39
13 თებერვალი, 2016. 11:55
12 თებერვალი, 2016. 23:45
12 თებერვალი, 2016. 22:43
12 თებერვალი, 2016. 21:46
12 თებერვალი, 2016. 18:27