reportiori.ge - დავით ზურაბიშვილი: მრჩევლის სტატუსის მონიჭება დაცინვას ჰგავს! რა მრჩეველი, რის მრჩეველი?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 00:52
პოლიტიკა
დავით ზურაბიშვილი: მრჩევლის სტატუსის მონიჭება დაცინვას ჰგავს! რა მრჩეველი, რის მრჩეველი?!
ავტორი:
26 ივლისი, 2013. 14:18

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე, დავით ზურაბიშვილი ახალი მინისტრის გადაწყვეტილებას ეხმიანება. მისი განცხადებით, არ აპირებს მიიღოს ახალი განათლების მინისტრის შეთავაზება იმის თაობაზე, რომ მან მინისტრის მოადგილის თანამდებობის ნაცვლად, დაიკავოს მინისტრის მრჩევლის პოზიცია. დღევანდელი ფაქტის შემდეგ ზურაბიშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში მის საქმიანობას გამორიცხავს და აპირებს, ძირითადად, პარტიული საქმიანობით დაკავდეს. „იყო საუბრები მინისტრთან, განიხილებოდა ვარიანტები, მაგრამ აღნიშული გადაწყვეტილების შესახებ მედიით გავიგე. თურმე ჟურნალისტებისთვის უთქვამს ქალბატონ თამარს ეს ამბავი. ისე სჯობდა ჩემთვის ეთქვა ჯერ და შემდეგ ჟურნალისტებისთვის. რომ ვთქვა, რომ ძალიან აღფრთოვანებული ვარ ამ ამბით, მოგატყუებთ. ვთვლი, რომ ცუდად არ ვმუშაობდი და საკმაოდ კომპეტენტური ვარ იმ სფეროში, სადაც ვმუშაობდი. მრჩევლის სტატუსის მონიჭება დაცინვას ჰგავს. რა მრჩეველი, რის მრჩეველი?! შანსი არაა, რომ დავთანხმდე“,-აცხადებს დავით ზურაბიშვილი.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016