reportiori.ge - გაუგებრობა იაპონიაში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:34
სპორტი
გაუგებრობა იაპონიაში
30 ნოემბერი, 2013. 12:24

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში შეკრებაზე მყოფი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა ცუკუბას უნივერსიტეტის საცხოვრებელში შიდაგანაწესი დაარღვიეს, რის გამოც, გუნდი, საქართველოში ვადაზე ადრე დააბრუნეს. როგორც მასპინძლებმა ბრძანეს, ქართველები მუსიკას ძალიან ხმამაღლა უსმენდნენ და ველოსიპედით დასაშვებზე ჩქარა გადაადგილდებოდნენ; ამას გარდა ერთმა მათგანმა სასტუმროში ცეცხლმაქრი საშუალება უნებლიედ აამუშავა. ეს მიზეზები ბევრს (მათ შორის მეც) ალბათ სასაცილოდ მოეჩვენება, თუმცა იაპონელებს რას გაუგებ, მათთვის სავარაუდოდ ეს დიდი დანაშაულია;

ამავე დროს ტოკიოში მიმდინარეობს ძიგარო კანოს მემორიალი, რომელსაც „დიდი სლემის" სტატუსი აქვს. 60 კგ-ში ლუხუმ ჩხვიმიანი ცდიდა ძალებს, პირველი ბრძოლა მოიგო კიდეც, მაგრამ მერე გამოცდილ კორეელ ვონ ჩინ კიმთან დამარცხდა. 66 კგ-ში ჩვენებს მონაწილე არ ჰყოლიათ. 81 კგ წონით კატეგორიაში უშანგი მარგიანი მერვედფინალში ამერიკელ ტრევის სტივენსთან დამარცხდა; ეს ის სტივენსია ლონდონის ოლიმპიადაზე ავთანდილ ჭრიკიშვილს რომ აჯობა. ავთანდილმა თავისი და მეგობრის ჯავრი დამამშვიდებლის ფინალში იყარა. ულამაზესი გდებით დააიპონა ამერიკელი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ძიგარო კანოს მემორიალი 1 დეკემბერს დასრულდება. ქართველთაგან კიდევ იჭიდავებენ: ვარლამ ლიპარტელიანი, ალექსანდრე მსხალაძე, ლევან მატიაშვილი და გიორგი ზაქარიაძე.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016