reportiori.ge - კახა კალაძე: თემურ ქეცბაია საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელად უნდა დარჩეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:27
სპორტი
კახა კალაძე: თემურ ქეცბაია საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელად უნდა დარჩეს!
30 ნოემბერი, 2013. 15:19

თემურ ქეცბაია საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელად უნდა დარჩეს", - ამის შესახებ  ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახი კალაძემ განუცხადა. მინისტრი დარწმუნებულია, რომ მოლაპარაკების გზით საფეხბურთო ნაკრებში არსებული დაპირისპირება მოგვარდება. კალაძე აქვე დასძენს, რომ ამგვარი უთანხმოება ნაკრებში მას არ ახსოვს.


ზოგადად, მტკივნეულია ის თემა, რაც ფეხბურთში ხდება, მაგრამ დარეგულირდება. მე ვფიქრობ, ყველაფრის დაბალანსება შეიძლება. უბრალოდ, დასხდნენ, გაისაუბრონ და თუ ვინმეს რამე აქვს ერთმანეთისთვის სათქმელი, ჯობს, არა ტელევიზიის და ჟურნალისტების საშუალებით მოხდეს, არამედ, დაილაპარაკონ. ადრე ასეთი უთანხმოება არ ყოფილა. მე მრავალი წელი ნაკრების კაპიტანი ვიყავი და ასეთი რამ არ მახსოვს. როდესაც რამე ხდებოდა, მაშინვე ირკვეოდა ყველაფერი და დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში ყველაფერი დალაგდება. ქეცბაია უნდა დარჩეს, უნდა მივცეთ საშუალება, იმუშაოს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, აქამდე რა ქვეჯგუფში ვიყავით", - განაცხადა კალაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016