reportiori.ge - ხვალ წიგნის „ავთო ვარაზი“ პრეზენტაცია გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:44
კულტურა
ხვალ წიგნის „ავთო ვარაზი“ პრეზენტაცია გაიმართება
30 ნოემბერი, 2013. 19:31

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ხვალ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნის "ავთო ვარაზი" პრეზენტაცია გაიმართება, რომლის ავტორიც  მხატვრის მეუღლე ხელოვნებათმცოდნე მანანა ხვთისიაშვილია.


გამოცემა აერთიანებს მხატვრის ცხოვრებას და შემოქმედებას და ილუსტრირებულია ავთო ვარაზის ნახატებით. წიგნში ასევე თავმოყრილია ავთო ვარაზის გამონათქვამები, რომელსაც იგი სხვადასხვა პერიოდში ქაღალდის ნაგლეჯზე, სიგარეტის კოლოფებზე, ესკიზების არშიებზე იწერდა.


თბილისის სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, მოეწყობა ავთო ვარაზის რეტროსპექტიული გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება 70-მდე ნამუშევარი სამუზეუმო ფონდებიდან თუ კერძო კოლექციებიდან.


გამოფენის კურატორია ალექსანდრა (მაცაცო) გაბუნია. თანაკურატორები: ლანა ბაზლიძე, ვერიკო გოცირიძე, თათია თევდორაშვილი, მარიამ მიქაძე (სამხატვრო აკადემიის რესტავრაცია/ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები).


ავთო ვარაზი (1926-1977) XX საუკუნის მხატვარია; ის იყო პირველი, ვინც ქართულ მხატვრობაში კოლაჟის ტექნიკა გამოიყენა. მისი ტილოები გაბნეულია მსოფლიოს მუზეუმებში, ასევე დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ქუთაისის, ცაგერის, ამბროლაურის და სენაკის სახვითი ხელოვნების მუზეუმებში.


ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ავთო ვარაზის რეტროსპექტიული გამოფენა 1-ლ დეკემბერს დაიწყება და 25 დეკემბერამდე გასტანს.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016