reportiori.ge - ირაკლი შიხიაშვილი: ორი დღეა ამ სულელურ ბრალდებას ვისმენ, პასუხი კი არ მაქვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 00:52
პოლიტიკა
ირაკლი შიხიაშვილი: ორი დღეა ამ სულელურ ბრალდებას ვისმენ, პასუხი კი არ მაქვს
ავტორი:
26 ივლისი, 2013. 15:27

თბილისის საკრებულოში ბიუროს სხდომა დასრულდა, სადაც განხილვის მთავარი საკითხი ზაალ სამადაშვილის თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენება იყო. სხდომას ჯაბა სამუშია უძღვებოდა. შეკრებას უმცირესობის წარმომადგენლები არ დაესწრნენ. სხდომაზე იმყოფებოდა ირაკლი შიხიაშვილიც, რომელიც უმრავლესობის მხრიდან თავმჯდომარის მთავარი კანდიდატია, თუმცა მას მმართველი გუნდის ყველა წევრი მხარს არ უჭერს.

ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ შიხიაშვილმა კომენტარი გააკეთა. მან არ დაასტურა, რომ ის ზაალ სამადაშვილის შემცვლელის ერთადერთ კანდიდატურად  განიხილება. შიხიაშვილი გულიკო ზუმბაძის განცხადებებსაც გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ შიხიაშვილი შსს-ს შემოთავაზებული კანდიდატია. ამ ბრლდებას მან სისულელე უწოდა.

„ორი დღეა ამ სისულელეს ვისმენ, პასუხი ამ ბრალდებაზე არ მაქვს. სისულელეზე პასუხები არ არებობს," - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

ბიუროს სხდომამ დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგი განსაზღვრა. მთავარი საკითხი სხდომაზე ზაალ სამადაშვილის გადარჩევა იქნება.

რეგლამენტის მიხედვით, ახალი თავმჯდომარის არჩევას 24 ხმა სჭირდება. უმრავლესობაში 25 დეპუტატია. გულიკო ზუმბაძის პოზიცია კი ამ დრომდე უცვლელი რჩება. ის შიხიაშვილისთვის ხმის მიცემას არ აპირებს. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016