reportiori.ge - „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ გიორგი მარგველაშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 00:54
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
„საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ გიორგი მარგველაშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს
01 დეკემბერი, 2013. 16:21

„საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის" მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს


2013 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგად, ქვეყნის სათავეში მოვიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი, რაც ერთმნიშვნელოვნად უაღრესად დადებით მოვლენად შეფასდა. საქართველომ დაიწყო ჭეშმარიტად დემოკრატიულ რელსებზე გადასვლა. ერთის მხრივ, მას-მედია და მეორეს მხრივ, პოლიტიკური პროცესები  განთავისუფლდა ნაციონალური მოძრაობის ზეწოლისაგან, რის შედეგადაც, საქართველოში არსებული ძალოვანი სტრუქტურების ვეტერანებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში და გვერდში დაუდგეთ ხელისუფლებას ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტაში.


„ნაციონალური მოძრაობის" გაუაზრებელი მმართველობის შედეგად მივიღეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, დაკარგული ტერიტორიები, მათ შორის ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კოდორის, ქსნისა და და ლიახვის ხეობების დაკარგვა, რასაც მოჰყვა ასობით ქართველი მებრძოლის დაღუპვა და მრავალი ოჯახის იძულებით გადაადგილება.


1993 წლის სექტემბრის ბოლოს, როცა სოხუმში დამარცხებული ქართული ჯარი და მოსახლეობა კოდორის ხეობის გავლით იძულებით გადაადგილდებოდნენ, ემზარ კვიციანმა თავის მცირერიცხოვანი დაჯგუფებით მტერს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია, რის შედეგადაც, მტერმა ვერ შეძლო კოდორის ხეობის დაკავება. ამის შემდგომ, ემზარ კვიციანმა ჩამოაყალიბა ბატალიონი „მონადირე", რომელიც შედგებოდა ადგილობრივი პატრიოტებისაგან. ბატალიონ „მონადირის" წევრებმა ხატის წინ დაიფიცეს, რომ სიცოცხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებდნენ ხეობის დასაცავად.


ემზარ კვიციანის მეთაურობის პერიოდში მოგერიებულ იქნა სეპარატისტების მრავალი შემოტევა. მათ შორის, შესანიშნავად ჩატარებულ უსისხლო სამხედრო ოპერაციას იხსენებს იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი, თამაზ დუმბაძე და გენერალ-მაიორი კობა კობალაძე.


2002 წლის ზაფხულში, გუდაუთის საჰაერო სადესანტო ბრიგადის სპეცდანიშნულების ასეულმა ვერტმფრენების საშუალებით მოახდინა დესანტის გადმოსხმა. სოფელ აჟარის მიმდებარე ტერიტორიაზე აღნიშნული რაიონის დაკავება გაფართოება. შემდგომი ამოცანით სამშვიდობო ძალებისათვის არეალის გაფართოვება  ხეობის ხარჯზე. მათი მიზანი იყო კოდორის ხეობის სრული ოკუპაცია. თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, მე - თამაზ დუმბაძე, კობა კობალაძე და ემზარ კვიციანი, ჩავფრინდით ხეობაში და შევხვდით სადესანტო ასეულის მეთაურს, რომლის ბრძანებითაც მიმდინარეობდა სანგრების გათხრა. მოხდა აღნიშნული ასეულის დესანტირების რაიონის ბლოკირება და არ მიეცათ გაფართოვების საშუალება მეორე დღეს.„- ნათქვამია „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის" მიმართვაში. 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016