reportiori.ge - ილია მეორე: როცა ვუყურებთ ადამიანს და ვხედავთ ადამიანის ცოდვებს, არ უნდა განვიკითხოთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:32
რელიგია
ილია მეორე: როცა ვუყურებთ ადამიანს და ვხედავთ ადამიანის ცოდვებს, არ უნდა განვიკითხოთ
01 დეკემბერი, 2013. 16:26

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ადამინებს მოუწოდებს, რომ მათი მოყვასი არ განვიკითხოთ, რადგან  ადამიანის ბედი დამოკიდებულია ღმერთზე.  


"ავიღოთ მაგალითად ბედი ისეთი დიდი პიროვნებისა, როგორიც იყო ნეტარი ავგუსტინე. ის თავისუფალი პიროვნება იყო. არ კმაყოფილდებოდა მოპოვებული ცოდნით, სწავლობდა სხვადასხვა ფილოსოფიურ კონცეფციებს, მაგრამ არაფერი მას არ აკმაყოფილებდა. წაიკითხა სახარებაც, მაგრამ ესეც თითქოს უცხო იყო მისთვის. 16 წლისას უკვე არაკანონიერი შვილი ჰყავდა. დადამისი ევედრებოდა ღმერთს, რომ მისი შვილი მოექცია. ეს ის დრო იყო, როცა ცხოვრობდა დიდი მოღვაწე ამბროსი მედიოლანელი ეპისკოპოსი. ის სახელმწიფო მოღვაწე იყო - მინისტრი. მედიოლანი ეს დღევანდელი მილანია, სადაც ირჩევდნენ ეპისკოპოსს. ხალხი რამდენიმე ჯგუფად გაიყო და ეპისკოპოსი ვერ აირჩიეს. ამბროსი, როგორც ერის კაცი, იმპერატორის მიერ იყო გაგზავნილი და ეპისკოპოსის არჩევას ესწრებოდა. ეპისკოპოსი რომ ვერ აირჩიეს, ძუძუმწოვარმა ბავშვა დაიყვირა, "ამბროსია ეპისკოპოსიო." ერის ადამიანი გაოცდა, დატოვა კრება და იქიდან გაიქცა, მაგრამ ხალხმა აიძულა და ერთ კვირაში აკურთხეს დიაკონად, მღვდლად და ეპისკოპოსად. ნეტარი ავგუსტინეს დედა ამ პიროვნებასთან მივიდა. მას ამბროსი მედიოლანელმა ეპისკოპოსმა ჰკითხა, ლოცულობდა თუ არა ცრემლით. არ შეიძლება, დედის ცრემლი დაიკარგოს წინაშე ღვთისა. მართლაც, მოულოდნელად ნეტარმა ავგუსტინემ აიღო სახარება და დაიწყო კითხვა და ტირილი. დასტიროდა თავის თავს, თავის ცოდვებს. აი ასე გადმოვიდა მადლი სულისა წმინდისა ამ პიროვნებაზე და ის უდიდესი პიროვნება გახდა და ჰიპონიის ეპიკოპოსად აკურთხეს. აი როგორი რთული ბედია - ვინ იყო და ვინ გახდა. ამიტომ, როცა ვუყურებთ ადამიანს და ვხედავთ ადამიანის ცოდვე, არ უნდა განვიკითხოთ, იმიტომ, რომ არ ვიცით რას მოავლენს ღმერთი მასზე", - ბრძანა პატრიარქმა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016