reportiori.ge - საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:46
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს
ავტორი:
02 დეკემბერი, 2013. 17:10


                                                                           მიმართვა

 

                  ბატონო პრეზიდენტო!


         ბატონო პრემიერ მინისტრო! 



         1993 წლის 27 სექტემბრის სოხუმის დაცემის  და აფხაზეთის ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე  საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კონტროლის დაკარგვის შემდგომ რუსეთის ხელისუფლების მთავარ ინტერესს წარმოადგენდა კოდორის ხეობის, როგორც სტრატეგიული დანიშნულების ტერიტორიის დაკავება, რითაც  საბოლოოდ მოხდებოდა მათი მხრიდან აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების სრული კონტროლი. 15 წლის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებული ძალები და აფხაზი სეპარატისტების სამხედრო შენაერთები ვერაფრით ახერხებდნენ ამ ტერიტორიის დაკავებას, რაშიც უდიდესი წვლილი ადგილობრივ მოსახლეობასა და თავდაცვის სამინისტროს ეგიდით შექმნილ ბატალიონს „მონადირე"-ს  მიუძღვით. ამ ბატალიონის ერთ-ერთი ჩამომყალიბელი და მეთაური, ხოლო შემდგომ კი პრეზიდენტის რწმუნებული კოდორის ხეობაში გახლდათ პოლკოვნიკი ემზარ კვიციანი, რომლის დამსახურებაც ხეობის შენარჩუნების საქმეში, საკუთარი სამხედრო გამოცდილების, ცოდნისა  და პიროვნული ღირსებიდან გამომდინარე, - ძალიან დიდია!

        ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ 2006 წელს ბატალიონი მონადირე"  გააუქმა და, ემზარ კვიციანს იარაღის ჩაბარება და ხეობის დატოვა მოსთხოვა, რასა ემზარ კვიციანის და კოდორის ხეობის ხელმძღვანელობის მხრიდან კატეგორიული უარი მოჰყვა, რის მიზეზადაც კოდორის ხეობის დაკარგვის საფრთხე დასახელდა. (ამ საფრთხის რეალობა შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმაც დაადასტურა). უარის მიღების შემდეგ ხელისუფლებამ ბატალიონი კანონგარეშედ გამოაცხადა, რასაც კვიციანის მხრიდან მკვეთრი განცხადებები მოჰყვა. კვიციანი და მისი ზოგიერთი თანამოაზრე გამოცხადნენ სამშობლოს მოღალატეებად და მათ წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩააატარეს, რასაც კოდორის ხეობის უკანონო ბანდფორმირებებისგან გაწმენდის ოპერაცია დაერქვა. ემზარ კვიციანმა საბრძოლო მოქმედებების კატეგორიული დაუშვებლობის მოტივის გამო დატოვა ხეობა და რუსეთის ფედერაციაში გაიხიზნა. რა მოჰყვა ამ მოვლენებს 2008 წლის აგვისტოს ომში, ყველასთვის კარგად არის ცნობილი. სამწუხაროდ, დღეს კოდორის ხეობა ქართული კონტროლის სივრციდან სრულადაა გასული! 

     ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ პრაქტიკულად მძევლად აიყვანა ემზარ კვიციანი და ნორა კვიციანი! იგი ადამიანის უფლებების დამცველი, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული იყო პოლიტიკური ძალადობის მსხვერპლად! (ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებით ნორა კვიციანმა, 2013 წლის დასაწყისში დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება). ემზარ კვიციანს ჩამოართვეს მისი კუთვნილი ბინა თბილისში და ქონება. პრაქტიკულად, უსახლკაროდ და უსახსროდ დატოვეს მისი მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის პოლიტიკური დევნილია.

     ბატონო პრემიერ-მინისტროსაქართველოს  გენერალთა კლუბი  ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერლებისა და უმაღლესი რანგის ოფიცრების სახელით მოგმართვთ თხოვნითაღმასრულებელმა ხელისუფლებამ მიიღოს გადაწყვეტილება, რათა  პოლკოვნიკ ემზარ კვიციანს  და მასთან ერთად  სამშობლოდან იძულებით გადახვეწილ ოფიცრებს მიეცეთ საშუალება ჩამოვიდნენ სამშობლოში! მათ აქვთ სურვილი  ითანამშრომლონ გამოძიებასთან კოდორის ხეობის ცნობილი მოვლენების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით და იცხოვრონ სამშობლოში საკუთარ ოჯახებთან ერთად.


პატივისცემით,

საქართველოს გენერალთა კლუბის სახელით,

კლუბის პრეზიდენტი

რეზერვის გენერალ-მაიორი                                                                  

კობა კობალაძე


წერილს თან ერთვის ხელმომწერთა სია


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016