reportiori.ge - ნოდარ ხადური: შესაძლოა, უკრაინაში საქართველოდან ექსპორტი შემცირდეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 03:43
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: შესაძლოა, უკრაინაში საქართველოდან ექსპორტი შემცირდეს
03 დეკემბერი, 2013. 14:18

„შესაძლოა, უკრაინაში საქართველოდან ექსპორტი შემცირდეს", - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„მეგობარ და ერთ-ერთ სერიოზულ სავაჭრო ქვეყანაში მღელვარებამ შესაძლოა უკრაინაში ჩვენი ექსპორტის ოდნავ შემცირება გამოიწვიოს. თუმცა, საქართველოს ექსპორტი დივერსიფიცირებულია და სერიოზულ ზარალზე საუბარი არ შეიძლება", - განმარტა ნოდარ ხადურმა.


ფინანსთა მინისტრმა ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებიდან ხელმოწერამდე რუსეთის მხრიდან, ემბარგოს შესაძლებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველმა ბიზნესმენებმა იციან, რუსული ბაზარი ძალიან კარგი და დიდია, თუმცა რუსულ ბაზარზე შესვლა სხვა ბაზრებიდან გამოსვლის ხარჯზე არ მომხდარა.

 

„როდესაც რუსეთმა ემბარგო გამოუცხადა საქართველოს, მაშინ რუსეთი იყო საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი, დღეს რუსეთი აღარ არის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი საქართველოში. ექსპორტი დივერსიფიცირებული გვაქვს, მით უმეტეს, ჩვენ არ ვართ დამოკიდებული რუსულ ენერგომატარებლებზე, განსაკუთრებით გაზზე", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მინისტრის თქმით, ექსპორტი რუსეთის გარდა გაზრდილია უკრაინაში, თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016