reportiori.ge - ნოდარ ხადური წლის ბოლომდე 2.5-3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:27
ეკონომიკა
ნოდარ ხადური წლის ბოლომდე 2.5-3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს
03 დეკემბერი, 2013. 14:26

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მიიჩნევს, რომ ეკონომიკაში აშკარა გამოცოცხლება შეიმჩნევა. ამის შესახებ ნოდარ ხადურმა, დღეს, ეკონომიკური ზრდის დაგეგმილ პროგნოზზე სხვადასხვა პროცესების გავლენაზე საუბრისას განაცხადა.

 

პირველ რიგში, რაც ძალიან  მნიშვნელოვანია, არის ის, რომ  მაისიდან  არის  გამოცოცხლების ნიშნები  და  ოქტომბერსა  და  ნოემბერში  სერიოზული  გამოცოცხლებაა.  6%-იანი  ეკონომიკური  ზრდა  ვერ  იქნება  მიღწეული, მაგრამ წინასწარი მონაცმებით, ოქტომბერში დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 3.5%-ით გაიზარდა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნოემბერში დაახლოებით, 10-12%-ით არის გაზრდილი, უბრალოდ, ჯერ ნოემბრის  მონაცემები სრულად დათვლილი არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკაში გამოცოცხლება აშკარად შეიმჩნევა. ეს ქალაქშიც შესამჩნევია, მშენებლობები მომრავლდა",  - განაცხადა ნოდარ ხადურმა.


მინისტრი ასევე  მიიჩნევს, რომ როცა მთავრობამ 2013 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-ით განსაზღვრა, შეცდომა არ დაუშვია  და   სწორი პროგნოზი  იყო  გაკეთებული.


ბიუჯეტის  ძირითადი  პარამეტრები  საქართველოს  პარლამენტს ვანო მერაბიშვილის მთავრობამ  წარუდგინა, შესაბამისად, გაკეთებული მაკროეკონომიკური პროგნოზები იყო ის აპრიორი, რომელზეც ბიუჯეტი  დაიგეგმა. ჩვენ  ავდექით  და  ამ პრიორიტეტების ქვეშ ზოგიერთი ხარჯი, რომელიც არასწორად მივიჩნიეთ, ვალდებულებების შესასრულებლად გადავიტანთ და მიმდინარე წლის განმავლობაში პრაქტიკულად, ყველა ვალდებულება შევასრულეთ. ასე, რომ, მაკროეკონომიკურ პროგნოზში შეცდომა არ ყოფილა და ეს პროგნოზი ძალიან ბევრ ფაქტორზე იყო დამოკიდებული, მათ შორის პოლიტიკურზეც", - განაცხადა ხადურმა.

ნოდარ ხადური მიმდინარე წლის ბოლომდე 2.5-3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზიორებს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016