ბიძინა ივანიშვილმა დავით ზურაბიშვილის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.მისი თქმით, „რეპუბლიკური პარტიის" წევრები დაუკავშირდნენ ზურაბიშვილს შუამდგომლობის მოთხოვნით, რომ ზურაბიშვილს შეენარჩუნებინა მოადგილის პოსტი განათლების სამინისტროში. თუმცა როგორც ივანიშვილი აცხადებს, განათლების მინისტრის არგუმენტები იყო მყარი და მან წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოახერხა.
„ ახალ მინიტრს უნდა მიეცეს საშუალება, რომ თუ ნიშნავ უფროსს, მას საშუალება უნდა მისცე, რომ გუნდი თვითონ დააკომპლექტოს. მე მისი გამონათქვამის შემდგომ, ცოტა შევფერხდი და შევახსენე რომ იქნებ ვინმე აეყვანა, თუ პოლიტიკურად სურდა ერთ-ერთი მოადგილე და მან მთხოვა რომ მიმეცა საშუალება, და მე ჩემს ხასიათს ვერ ვუღალატე, მე მქონდა განხილვა და შესაძლებლობა იმისა რომ დამეტოვებინა ზურაბიშვილი, იყო ამის სურვილი."-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.