reportiori.ge - კიევში აქციის მონაწილეები იანუკოვიჩის სასახლისკენ მიემართებიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:35
მსოფლიო
კიევში აქციის მონაწილეები იანუკოვიჩის სასახლისკენ მიემართებიან
ავტორი: ანა შანიძე
03 დეკემბერი, 2013. 16:56

რადაში აზაროვის უნდობლობის საკითხის ჩავარდნის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა მომიტინგეებს ბანკოვის ბულვარზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გადანაცვლებისაკენ მოუწოდეს. მომიტინგეები ახლა უკვე პრეზიდენტისგან ითხოვენ აზაროვის მთავრობის გადაყენებას. ოპოზიციის ლიდერთა განცხადებით, რეგიონების პარტიამ და კომუნისტებმა კიევის ქუჩებში სისხლისღვრა საკუთარ თავზე აიღეს და პასუხისმგებლობაც მათ ეკისრებათ. უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები პრეზიდენტის სასახლესთან, რომელთანაც მისასვლელი გზები, სპეცდანიშნულების რაზმებს გადაკეტილი აქვთ.


სწორედ, აღნიშნულ ქუჩაზე მოხდა სისხლიანი შეტაკება ერთი დღის წინ, რომლის დროსაც რამდენიმე ათეული მოქალაქე და ჟურნალისტი დაშავდა. ოპოზიცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბლოკირებას გეგმავს, თუმცა, თავად იანუკოვიჩი ჩინეთში იმყოფება. ის სამშობლოში ხვალ დაბრუნდება.


ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღამით ლვოვიდან დედაქალაქისკენ, საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მისაღებად, მომიტინგეების 133 ავტობუსის კოლონა გაემართება. ამის შესახებ ლვოვის ქალაქის საბჭოს პორტალი იტყობინება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016