reportiori.ge - ბათუმის იუსტიციის სახლში კონფერენცია გაიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 05:06
პოლიტიკა
ბათუმის იუსტიციის სახლში კონფერენცია გაიმართა
ავტორი:
26 ივლისი, 2013. 17:55

ბათუმის იუსტიციის სახლში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ადვოკატთა ასოციაციისა და საფრანგეთის ადვოკატთა ეროვნული საბჭოს ერთობლივი ინიციატივით კონფერენცია გაიმართა. 
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ღონისძიების მთავარი მიზანი ადამიანის საკუთრების უფლების, პერსონალური მონაცემების დაცვისა და მოქალაქეთა სერვისების თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იყო. 
შეხვედრა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ჯანდიერმა და საფრანგეთის ადვოკატთა ეროვნული საბჭოს, ევროპისა და საერთაშორისო საქმეების კომისიის პრეზიდენტმა, ბერტრან დებოსკიმ გახსნეს.
კონფერენციაზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი, ზაზა ხატიაშვილი,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა თავაძე და ადვოკატთა ეროვნული საბჭოს წევრი, ვალ დუაზის ადვოკატი, ფლორანს ლეგრანი მოხსენებით წარდგნენ.  
"ეს ძალიან კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ქართველ და ფრანგ კოლეგებს შორის პირადი და საქმიანი ურთიერთობები დამყარდეს. საქართველოს აღებული აქვს განვითარების ევროპული კურსი და, ამავე დროს, საქართველო არის ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა. ამდენად, ადამიანის უფლებების სფეროში ისეთი დიდი გამოცდილების მქონე ქვეყნის ტრადიციების გაზიარება, როგორიც საფრანგეთია, ქართველი ადვოკატებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა დავით ჯანდიერმა. 
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, საფრანგეთის ადვოკატთა სკოლის გამოცდილების გაცნობა ქართველი ადვოკატებისათვის მნიშვნელოვანია. 
აღსანიშნავია, რომ ხვალ, 27 ივლისს, ადვოკატის როლის შესრულების საბაზისო პრინციპები, ადვოკატის სტატუსის მოსაპოვებლად არსებულ მოთხოვნებსა და საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან დაკავშირებული საკითხები განიხილება. კონფერენციაზე სიტყვით  იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე წარდგება. 
შეხვედრის შემდეგ განხილულ საკითხებზე დისკუსია გაიმართება. კონფერენციას საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ჯანდიერი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი ზაზა ხატიაშვილი და საფრანგეთის ადვოკატთა ეროვნული საბჭოს ევროპისა და საერთაშორისო საქმეების კომისიის პრეზიდენტი ბერტრან დებოსკი დახურავენ. 
კონფერენციას 35-მდე ადგილობრივი ადვოკატი დაესწრება. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016