reportiori.ge - ბიძინა ივანიშვილმა თამარ სანიკიძეს "კერკეტი კაკალი" უწოდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 05:15
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილმა თამარ სანიკიძეს "კერკეტი კაკალი" უწოდა
ავტორი:
26 ივლისი, 2013. 18:16

განათლების ახალი მინისტრი ძველი კადრებიდან მხოლოდ ერთი მოადგილის და დეპარტამენტის ერთი ხელმძღვანელის დატოვებას აპირებს.
თამარ სანიკიძე დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის მოადგილედ გადაყვანას გეგმავს, ყოფილ მოადგილეებს კი აღარ დააბრუნებს. განათლების ახალ მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რომელი დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაიკავებს მოადგილის თანამდებობას, თუმცა აღნიშნა, რომ სამინისტროში ბევრი საქმე დაგროვდა, რომლის მოგვარებასაც მხოლოდ პროფესიონალები შეძლებენ. 
"ვფიქრობ, დანარჩენი მოადგილეები ჩემს გუნდში ამ ეტაპზე არ დარჩებიან", - განაცხადა სანიკიძემ. 
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების სურვილი ჰქონდა, თუმცა მენეჯერს "საკუთარ დანიშვნებს თავს არ მოახვევს". თამარ სანიკიძემ პრემიერს ამგვარი დამოკიდებულებისთვის მადლობა გადაუხადა. 
"პოლიტიკური გადაწყვეტილებები გასაგებია, თუმცა, ვფიქრობ, სამინისტროში ისეთი სპეციფიკის საქმეა დაგროვილი, მარტო, პროფესიონალების გარეშე თავს ალბათ ვერ გავართმევ", - აღნიშნა განათლების მინისტრმა.  
თამარ სანიკიძეს ამ სიტყვების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა "კერკეტი კაკალი" უწოდა, რადგან   ახალ მინისტრს  პრინციპული პოზიცია შენიშნა. 
"ყველა მინისტრს მივეცი მოადგილეების არჩევის საშუალება. მქონდა პოლიტიკური დატვირთვა, მაგრამ რადგან თქვენ ასეთი პრინციპული პოზიცია გაქვთ, თავს შევიკავებ", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016