reportiori.ge - ბიძინა ივანიშვილი : თამარ სანიკიძე ძალიან ჭკვიანი ყოფილა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 00:28
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი : თამარ სანიკიძე ძალიან ჭკვიანი ყოფილა
ავტორი:
26 ივლისი, 2013. 17:25

"თუ დავით ზურაბიშვილის რეაქცია მკვეთრი იყო, ესე იგი, მინისტრი თამარ სანიკიძე ძალიან ჭკვიანი ყოფილა," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილის, დავით ზურაბიშვილის გათავისუფლების საკითხის კომენტირებისას განაცხადა. 
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, დავით ზურაბიშვილს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა შუამდგომლობა გაუწიეს,  მინისტრის მოადგილედ რომ დარჩენილიყო, რასაც პრემიერი დაეთანხმა, თუმცა თამარ სანიკიძემ  დაარწმუნა, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ საკუთარი გუნდის ჩამოყალიბების საშუალება მისცემდა.
ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ უფროსს გუნდის დაკომპლექტების საშუალება უნდა ჰქონდეს. 
"მინისტრმა მიმანიშნა, რომ მას საშუალება უნდა ჰქონოდა,  თავად ჩამოეყალიბებინა თავისი გუნდი. ამის უფლება მას მივეცი და ეს არის ნორმალური", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, დავით ზურაბიშვილის ნებაა, დათანხმდება თუ არა მინისტრის მრჩევლის თანამდებობას. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, განვითარებულ მოვლენებს "რესპუბლიკურ პარტიასთან"  კავშირი არ აქვს. 
"ზურაბიშვილს ასეთი რეაქცია თუ  ჰქონდა, ჩემთვის ეს გაუგებარია. ე.ი. ამ ქალბატონმა აბსოლუტურად სწორი არჩევანი გააკეთა. მე  მხარს ვუჭერ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016