„მომავალ წელს საქართველო გაისტუმრებს უფრო მეტ ვალს, ვიდრე იღებს", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, ფინანსთა მინისტრთან არსებული მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„მომავალ წელს საქართველო გაისტუმრებს უფრო მეტ ვალს, ვიდრე იღებს. ჩვენ გვიწევს სერიოზული თანხების გაწევა ბოლო ორი წლის განმავლობაში 2013-2014 წლებში საქართველოს უწევს მილიარდ 600 მილიონი ლარის გადახდა. რაც შეეხება შიდა ბაზარზე 200 მილიონი ლარის აღებას, ჩვენ მას მოვახმართ ქართული ბიზნესის განვითარებას, ბიზნესის განვითარებისთვის ბანკების შესაძლებლობების ზრდას", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
როგორც ფინანსთა სამინისტრი აცხადებენ, ეკონომიკური სფეროს ექსპერტები "საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტს გაეცნენ, რომელიც პარლამენტში დასამტკიცებლად მთავრობამ შეიტანა. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ პროექტში უკვე ასახულია საპარლამენტო კომიტეტების მიერ გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები.