მსოფლიო
11-დღიანი შიმშილობის შემდეგ, იულია ტიმოშენკოს ჯანმრთელობა გაუარესდა
ავტორი: ალა გრიგალაშვილი
06 დეკემბერი, 2013. 11:34
უკრაინის ყოფილი პრემიერის შვილმა ევგენია კარიმ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ იულია ტიმოშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა 11-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ძალიან გაუარესდა.
როგორც კარიმ ჟურნალისტებს განუცხადა, შიმშილობა ერთადერთი რამაა, „რისი გაკეთებაც მას უკრაინელი ხალხისთვის შეუძლია".
„დღეს უკრაინა ძალიან რთულ ვითარებაშია. მთავრობა დანებებას არ აპირებს, ამიტომ ვალდებულები ვართ, ერთად ვიდგეთ. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ჩვენი პარტნიორი ქვეყნების გვერდში დგომა. უკრაინაში ყველა პოლიტპატიმარი და ის ადამიანი უნდა გაათავისუფლონ, რომლებიც ამ აქციების მსვლელობის დროს დააკავეს. ასევე უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელმაც მაიდანზე აქციის დარბევის ბრძანება გასცა", - განაცხადა ევგენია კარიმ.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40