reportiori.ge - არჩილ თალაკვაძე: ჯანმრთელობის საკითხებით ვაჭრობას არ დავუშვებთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 04:30
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: ჯანმრთელობის საკითხებით ვაჭრობას არ დავუშვებთ
ავტორი:
26 ივლისი, 2013. 19:11

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ადვოკატ, თინათინ ნაკაშიძის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც,  დაწესებულებებში პატიმრები შიმშილობენ  და მზადდება ბუნტი, რომლის მიზეზიც საპატიმროებში არსებული მძიმე ვითარებაა. ადვოკატის თქმით,  განსაკუთრებით მძიმეა სამედიცინო კუთხით არსებული პრობლემები.

 არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ სამედიცინო სამსახურმა დაუყოვნებლივ გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია და მოშიმშილეთაგან მხოლოდ ხუთ ადამიანს აღმოაჩნდა ჯანმრთელობის პრობლემები.

„ხუთივე პაციენტზე დახარჯულია სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალის დიდი დრო და 23 000 ლარზე მეტი. მივმართავ ყველა ადვოკატს,  სამედიცინო საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია არის გახსნილი და ნებისმიერს შეუძლია მოგვმართოს, და ერთად განვიხილოთ, თითოეული  შემთხვევა, რომელზეც შეკითხვები არსებობს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჯანმრთელობის საკითხებით ვაჭრობას არ დავუშვებთ და ცალკეული პირების მხრიდან დაუსაბუთებელი ბრალდებებით სასჯელაღსრულების ჯანდაცვის რეფორმა ვერ დაჩქარდება."-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ

თალაკვაძის ინფორმაციით, სისტემაში  ძალადობა აღიკვეთა,  კვების სტანდარტი შეიცვალა,  ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა და  C ჰეპატიტის პროგრამა იწყება. მისივე თქმით,  ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი მაღალი ტემპებით მუშაობს. რაც შეეხება კონკრეტულ ხუთ პაციენტს, ერთ-ერთ პაციენტს ჩატარებული აქვს ძვირადღირებული ოპერაციული მკურნალობა სამოქალაქო საავადმყოფოში, რასაც წინ  ძვირადღირებული გამოკვლევები უძღვოდა.მეორეს ქალაქის კლინიკურ საავადმყოფოში გაუკეთა ძვირფადღირებული ოპერაცია ხერხემალზე და ახლა ის  ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს, რადგან მიაჩნია რომ  ჩატარებული კომპიუტერელი ტომოგრაფიული და მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა გაყალბებულია. მესამე პაციენტი  მხრის არეში მოძრაობის შეზღუდვას უჩივის, ასევე  ჩატარებული აქვს ნევროპათოლოგის კონსულტაცია, რადიოლოგიური კვლევა და მკურნალობა. მეოთხე პაციენტი კი სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნული პაციენტები უყურადღებოდ არ დარჩენილან და მათზე დიდი რესურსია  დახარჯული. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016