reportiori.ge - „ფორბსის“ რეიტინგში საქართველომ 50-ე ადგილი დაიკავა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:24
ეკონომიკა
„ფორბსის“ რეიტინგში საქართველომ 50-ე ადგილი დაიკავა
06 დეკემბერი, 2013. 12:21

ჟურნალ ფორბსის" რეიტინგში - საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისათვის" საქართველომ 50-ე ადგილი დაიკავა.  რეიტინგი 145 ქვეყანას მოიცავს. მათ შორის რუსეთი 91-ე ადგილს, აზერბაიჯანი - 67-ე ადგილს, ხოლო სომხეთი - 64-ე ადგილს იკავებენ. რეიტინგის პირველ ათეულს ირლანდია, ახალი ზელანდია, ჰონგ-კონგი, დანია, შვედეთი, ფინეთი, სინგაპური, კანადა, ნორვეგია და ნიდერლანდები იკავებენ. 


როგორც გავლენიანი გამოცემა წერს, საქართველომ წარსულში პრობლემური ელექტროენერგიის დეფიციტი ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციითა და ენერგომატარებლების იმპორტის რუსეთიდან აზერბაიჯანზე გადატანით აღმოფხვრა.


საქართველოს ძირითადი ეკონომიკური საქმიანობა მოიცავს სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანას როგორიცაა ყურძენი, ციტრუსი და თხილი; მანგანეზის, სპილენძისა და ოქროს მოპოვებას; და ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების, მეტალის, დანადგარებისა და ქიმიკატების მცირე ინდუსტრიული სექტორის წარმოებას. ქვეყანა მისთვის საჭირო ბუნებრივი აირსა და საწვავის თითქმის მთლიანად იმპორტირებას ახორციელებს, თუმცა სერიოზული ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი გააჩნია, რის შედეგადაც ელექტროენერგიაზე მოთხოვნას თითქმის სრულად აკმაყოფილებს. საქართველომ წარსულში პრობლემური ელექტროენერგიის დეფიციტი ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციითა და ენერგომატარებლების იმპორტის რუსეთიდან აზერბაიჯანზე გადატანით აღმოფხვრა. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა საქართველოს სტრატეგიული დანიშნულების გაძლიერების სტრატეგიის ნაწილია, რომლის საშუალებითაც ევროპასა და აზიას შორის ამ ქვეყანას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება გაზის, საწვავისა და სხვა პროდუქტების ტრანზიტის თვალსაზრისით", - წერს ფორბსი".


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016