reportiori.ge - ორიოდ სიტყვა დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძეს...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:38
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ორიოდ სიტყვა დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძეს...
07 დეკემბერი, 2013. 13:50

„რეპორტიორის" პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, ყოფილმა პარლამენტარმა და შეწყალების კომისიის თავმჯომარემ ელენე თევდორაძემ გულისტკივილით ბრძანა, რომ ამ თანამდებობიდან მისი განთავისუფლება ტელევიზიით გაიგო. მოკლედ რომ ვთქვათ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაისტუმრეს მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ. ანუ, სახეზეა უყურადღებობის, უპატივცემულობის კლასიკური მაგალითი.


ამ თემასთან დაკავშირებით მაინცდამაინც დიდი კორექტულობით არც ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები გამოირჩეოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თუ პარლამენტის წარმომადგენლები ერთმანეთს ეჯიბრებიან ცინიკური გამონათქვამებით. განსაკუთრებული ორიგინალურობით გამოირჩეოდა პარლამენტარი ზვიად კვაჭანტირაძე: „...არავის წყენა არ მინდა, მაგრამ თუ მიხეილ სააკაშვილისგან დაიღალა საზოგადოება, ვფიქრობ, ქალბატონი ელენე თევდორაძისგანაც დაიღალა". აი, ნამდვილი „ჯენტლმენის" განცხადება. პირდაპირი მოურიდებელი პოლიტიკურად ცალსახა პოზიციით:


ბატონო ზვიად! ვერ გამოგივიდათ ლამაზად ნათქვამი სიტყვა, ვერც ფორმით და ვერც შინაარსით. და თუ პირდაპირ გინდათ გითხრათ, არ გეკადრებათ კაცს დამსახურებული ქალბატონის მისამართით ასეთი „გასროლა".


შეწყალების კომისიაში განახლება რომ აუცილებელი იყო, უდავოა! ეგებ  ქალბატონი ელენეც „დაიღალა" უმადური შრომით და მისი დასვენების დროც მოვიდა, მაგრამ ამაგდარი მოღვაწის ამ ფრაზით გაცილება, არამცთუ სწორი არ არის, არამედ უკულტურობაა! პოლიტიკური კულტურა კი არ გვაქვს მხედველობაში, არამედ უბრალო, ყოფითი კულტურა.


მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლებში, პენიტენციალურ სისტემაში თუ ვინმე ზრუნავდა პატიმრებზე, ერთი მათგანი, ეგებ უპირველესიც, ელენე თევდორაძეც იყო. ჰკითხეთ ათასობით პატიმარს და მათი ოჯახის წევრებს და მერწმუნეთ, მასზე აუგის მთქმელს ძნელად თუ მოძებნით. ერთიცაა: სიმონ კილაძე ელენე თევდორაძეს საყვედურობს, თუ პატიმრების ბედი ადარდებდა, რატომ ჩემთან საკანში არ მოვიდაო...


ბატონო სიმონ! შეგახსენოთ იმდროინდელ პატიმართა რაოდენობა? დღეში ხუთი მათგანი რომ მოენახულებინა, თევდორაძეს ყველას გასაჭირის გასაზიარებლად 15 წელი დასჭირდებოდა.


ვიყოთ შემწყნარებელნი, ბატონებო! მცირეოდენ ღვაწლსაც კი ნურავის დავუკარგავთ! ნუ გვავიწყდება, რომ ქრისტიანები ვართ და სხვათა მოკითხვას თავი დავანებოთ! ჩვენი წილი ვაკეთოთ და ჩვენი გასაცემი სიკეთე გავცეთ... მერწმუნეთ, ასე აჯობებს...


ჯერ ერთი წელია ამ პარლამენტში ხართ და  ერთადერთი დასამახსოვრებელი რაც თქვით, საზოგადოება ელენე თევდორაძისგან დაიღალაო...

მადლიერება და უმადურობა!

სიკეთე და ბოროტება!

სიმართლე და სიცრუე!

შავი და თეთრი!


ნატავ ის მაწინასწარმეტყველა, თქვენ რომ პარლამენტს დატოვებთ (ან, დაგატოვებინებენ) და ვინმე იტყვის, „დავიღალეთ ამ ზვიად კვაჭანტირაძისგანო", რა გამომეტყველება გექნებათ სახეზე!

სიხარულის?

 თუ ტკივილის?


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016