reportiori.ge - „კვირის ქრონიკა“: პატრიარქის განცხადების მიზეზი ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერა იყო!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:39
მედია
„კვირის ქრონიკა“: პატრიარქის განცხადების მიზეზი ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერა იყო!
ავტორი:
10 დეკემბერი, 2013. 18:06

„4 დეკემბერს პატრიარქის მიერ გაკეთებული მკვეთრი განცხადების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერა იყო", - ამის შესახებ გაზეთ „კვირის ქრონიკაში" გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი. როგორც ავტორი წერს, თვითმმართველობის ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, შენიშვნები ირაკლი ღარიბაშვილსაც ჰქონდა.


„წინა დღეს ღარიბაშვილი საკუთარი ინიციატივით შეხვდა „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერებს და კანონპროექტიდან სწორედ იმ მეშვიდე კარის ამოღება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გააფრთხილა, რომ ამ სახით კანონპროექტის მიღებას არ შეეგუებოდა, კანონპროექტიდან იმ სახიფათო მუხლის ამოსაღებად მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებდა და ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა მათ -  „რესპუბლიკელებს" დაეკისრებოდათ. შეხვედრას კონკრეტული შედეგი არ გამოუღია. რესპუბლიკელები" პრემიერ-მინისტრს მხოლოდ საკითხის განხილვას დაპირდნენ", - აღნიშნულია სტატიაში.


სტატის ავტორის განმარტებით, ამ შეხვედრის შესახებ პატრიარქისთვის ცნობილი გახდა და 4 დეკემბერს გაკეთებული იმ მკვეთრი განცხადების მიზეზი, სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერა იყო.


„4 დეკემბერს  პატრიარქის მიერ გაკეთებული ამ მკვეთრი განცხადების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერა იყო და ამით „რესპუბლიკელებსა" და მათ მხარდამჭერ ულტრალიბერალებს მკვეთარად და გასაგებად მიანიშნა, რომ ამ საკითხში ღარიბაშვილს გვერდით უდგას. მის პოზიციას  ბოლომდე იზიარებს და თუ საქმე უფრო გამწვავდა, პატრიარქი არც მაშინ დაიხევს უკან", - ნათქვამია სტატიაში. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016