reportiori.ge - არჩილ ხაბაძე: მუნიციპალიტეტი ტექნიკას დაიქირავებს, რათა სწრაფად მოხდეს გზების გაწმენდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 20 თებერვალი, 2025. 23:13
რეგიონები
არჩილ ხაბაძე: მუნიციპალიტეტი ტექნიკას დაიქირავებს, რათა სწრაფად მოხდეს გზების გაწმენდა
14 დეკემბერი, 2013. 12:45

აჭარის მაღალმთიანეთში, გზების გასაწმენდად, დამატებითი ტექნიკა იქნება მობილიზებული, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ  საგანგებოდ გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


მთავრობის თავმჯდომარის თქმით, მუნიციპალიტეტის თემებამდე მისასვლელი შიდა სასოფლო გზების თოვლისგან გასაწმენდად მობილიზებული ტექნიკა საკმარისი არ არის.  აჭარის მთავრობა სარეზერვო ფონდიდან თანხებს გამოყოფს და გზების გასაწმენდად კერძო მფლობელებისგან დამატებით ტექნიკას დაიქირავებს.


"გამგებლებს მივეცი დავალება, რომ  მუნიციპალიტეტებმა  დაიქირაონ კერძო ტექნიკა და სწრაფად მოხდეს გზების გაწმენდა. სოფლების 50% გაწმენდილია. ამ დღეებში ძირითადი პრიორიტეტი იყო ავადმყოფების რაიონულ ცენტრებამდე გადაყვანა", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ დაადასტურა,რომ, ბოლო დღეების განმავლობაში საგანგებო სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე ათეული პაციენტი გადაიყვანეს საავადმყოფოებში. მინისტრის თქმით, დიდთოვლობის გამო მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთი სოფლიდან მშობიარე ქალის გადაყვანა საავადმყოფოში ვერ მოხერხდა. ნუგზარ სურმანიძემ განმარტა, რომ  სახლის პირობებში მშობიარობამ დამაკმაყოფილებლად ჩაიარა.


"საავადმყოფოებს აქველექტროენერგია და გათბობა. პრობლემაა სოფლებიდან საავადმყოფომდე მიღწევა. ერთ-ერთი გამოძახების დროს, დიდთოვლობის გამო სამაშველო ბრიგადამ და მედპერსონალმა ვერ მიუსწრო მშობიარობას. ქალბატონმა სახლის პირობებში იმშობიარა, ახალშობილის და დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - აღნიშნა ნუგზარ სურმანიძემ.


აჭარის მაღალმთიანეთს მეშვიდე დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, დაზიანებული გადამცემი ხაზების აღდგენასა და მაღალმთიანეთისთვის ელექტროენერგიის სრულად მიწოდებას დაახლოებით ოთხი დღე დასჭირდება. თოვლის საფარი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში ორ მეტრს აჭარბებს.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016