reportiori.ge - სოფლის მეურნეობის მინისტრი ციტრუსის გადამუშავების პროცესს ადგილზე ეცნობა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 20 თებერვალი, 2025. 23:23
რეგიონები
სოფლის მეურნეობის მინისტრი ციტრუსის გადამუშავების პროცესს ადგილზე ეცნობა
14 დეკემბერი, 2013. 18:09

ციტრუსის მოსავლის აღებისა და გადამუშავების პროცესს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია ადგილზე ეცნობა.  გადამამუშავებელი საწარმოების მონახულება მან გურიის რეგიონიდან დაიწყო.


მინისტრმა შალვა ფიფიამ, მინისტრის მოადგილემ დავით ნატროშვილმა და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მდებარე ციტრუსისა და ხილის გადამამუშავებელისაამქრო დაათვალიერეს  და მანდარინის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნენ.


აღნიშნული საამქრო შპს ,,სუბტროპიკული ხილის კომპანიამ" სოფლის მეურნეობის სამინისტროს „შეღავათიანი აგრიკრედიტის პროექტის" საშუალებით შექმნა. კომპანიამ  პროექტის ფარგლებში 420 000 აშშ დოლარის კრედიტი აიღო და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი საწარმო  ააშენა. ამ ეტაპზე საწარმო დღიურად 50 ტონა მანდარინს გადაამუშავებს, თუმცა დაგეგმილია წარმოების 100 ტონამდე გაზრდა. საწარმო აღჭურვილია სამაცივრე დანადგარებით. ციტრუსისა და ხილის გადამამუშავებელ საამქროში 50 ადგილობრივია დასაქმებული.


„აღნიშნული საწარმო  თანამედროვე მანქანა-დანადგარებით არის აღჭურვილი. გარდა ამისა, საამქროში მანდარინის პარაფინირების პროცესი ევროსტანდარტების დაცვით ხორციელდება. აღნიშნული ტექნოლიგიით ნაყოფის დამუშავება, საშუალებას იძლევა საექსპორტოდ გამზადებული ციტრუსის   ვარგისიანობა უფრო დიდხანს - დაახლოებით 2 თვესშენარჩუნეს", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.


ციტრუსის სეზონიის განმავლობაში, ნატანების ხილისა და ციტრუსის საამქრო 1500 ტონა მანდარინის გადამუშავებას გეგმავს.


დღესვე, სოფლის მეურნეობის მინისტრმა  ქობულეთის ციტრუსის გადამამუშავებელ საწარმოც მოინახულა. ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობს და სავარაუდოდ, წელს  დაგეგმილზე 2-ჯერ მეტი მანდარინის გადამუშავებას შეძლებს. საწარმო ძირითადად არასტანდარტული მანდარინის გადამუშავებაზეა ორიენტირებული.  ქარხანაში 250 ადგილობრივია დასაქმებული.


დღესვე,  19:00 სთ-ზე შალვა ფიფია, აჭარის მთავრობის მეთაურთან არჩილ ხაბაძესთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ზაურ ფუტკარაძესთან ერთად  მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.  

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016