reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი: ავთანდილ ბერიძის პასუხისმგებლობის საკითხს პოლიტ საბჭო უახლოეს დღეებში განიხილავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 13:06
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ავთანდილ ბერიძის პასუხისმგებლობის საკითხს პოლიტ საბჭო უახლოეს დღეებში განიხილავს
14 დეკემბერი, 2013. 19:40

პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის პასუხისმგებლობის საკითხს პარტიის პოლიტ საბჭო უახლოეს დღეებში განიხილავს

„ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ირაკლი ღარიბაშვილს და მე გვქონდა საუბარი. ირაკლი ღარიბაშვილი ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, აღშფოთებულია აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებით.
კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ როგორც ჩანს ავთნდილ ბერიძე ვერ აცნობიერებს იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც არჩევნების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებმა დააკისრეს კოალიცია „ქართულ ოცნებას" და იმ ხელმძღვანელ პირებს, რომელთა პირდაპირი მოვალეობაა ხალხზე და არა საკუთარ კომფორტზე ზრუნვა.

ჩვენ ვიზიარებთ საზოგადოების გულისწყრომას და ამავდროულად განვმარტავთ, რომ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენელი, უზრუნველყოფილ იქნას ნებისმიერი საშუალებით, რომელიც უფლებმოსილებისა და მოვალეობის ეფექტური შესრულებისთვის არის საჭირო. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს უნდა ხდებოდეს გონივრულ ფარგლებში და იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც გვაქვს ქვეყანაში. სამწუხაროდ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე ავთანდილ ბერიძე, რომელიც არის ამავე დროს "ქართული ოცნების" წევრი, როგორც ჩანს, ვერ ათვითცნობიერებს პასუხისმგებლობას საკუთარი პოლიტიკური ძალის და რაც მთავარია საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, რაც იწვევს საზოგადოებაში სამართლიან აღშფოთებას. ის თავად უნდა ხვდებოდეს ამას და თავს იკავებდეს სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე ძვირადღირებული ქონების შეძენისგან, რომელიც არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს მისი საზოგადოების მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულებისთვის. პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით ავთანდილ ბერიძის საკითხს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო უახლოს სხდომაზე განიხილავს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას", - აცხადებს ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016