reportiori.ge - „საქართველოს რესპუბლიკა“: დავით ბეჟუაშვილი აქტივებს მარშალის კუნძულზე რეგისტრირებული ფირმით აკონტროლებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:27
მედია
„საქართველოს რესპუბლიკა“: დავით ბეჟუაშვილი აქტივებს მარშალის კუნძულზე რეგისტრირებული ფირმით აკონტროლებს!
ავტორი:
19 დეკემბერი, 2013. 15:12

გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა" ზაზა ბილიხოძის სტატიას აქვეყნებს, სადაც აღწერილია ფაქტები, „თუ როგორ ირღვეოდა კანონი „ნაცების" პარპაშის დროს ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, რასაც რეაგირება არასოდეს მოჰყოლია".  


„მუდმივი საშვის მქონე დავით ბეჟუაშვილი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრია 1999 წლიდან დღემდე, „ნაციონალების" პროპორციული სიით. ეს გარემოება მას სრულებითაც არ უშლის ხელს, საქართველოში აკონტროლოს აქტივები მარშალის კუნძულზე რეგისტრირებული CHEMEXIM INTERNATIONAL-ის მეშვეობით. საქართველოში დეპუტატის ძირითადი კომპანიაა „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი", რომელიც დაკავებულია ტყიბულში ნახშირის მოპოვებით და „საქნახშირის" ერთადერთი მესაკუთრეა. 2010 წლიდან მოყოლებული ტყიბულის მაღაროში რამდენიმე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 11 მაღაროელი, 4 კი მძიმედ დაშავდა. ბოლო აფეთქების შემდეგ, ვითომ გულმოსულმა სააკაშვილმა კრიტიკის ცეცხლში გაატარა მართლწესრიგის დამცველნი, რადგანაც მათ ვერ შეძლეს წინა აფეთქების ხეირიანად გამოძიება. მაშინ, ჯერ კიდევ პრეზიდენტის რანგში მყოფმა „მაღალმა" პროკურორებს ბრალი დასდო კომპანიის ხელმძღვანელობასთნ კორუფციულ გარიგებაში. სააკაშვილმა ეს ტრაგედიაც პიარად გამოიყენა და აღშფოთებულმა დაპირება მისცა ხალხს, რომ გამოძიებას პირად კონტროლზე აიყვანდა და დამნაშავეებს სასტიკად დასჯიდნენ. მაგრამ გავიდა ხანი და სააკაშვილს დანაპირები დაავიწყდა. გამოძიება კი მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ ბრალი დაღუპული მაღაროელების უშუალო ხელმძღვანელებს წაუყენეს. ბეჟუაშვილი კი „ნაციონალთა" სიაში გამსვლელ რიგებში ჩაწერეს და პარლამენტარიც გახადეს", - წერს ავტორი. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016