reportiori.ge - „საქართველოს რესპუბლიკა": პარლამენტარი კანდიდ კვიციანი სახელმწიფოსგან 8,4 მლნ ლარით „დასაჩუქრდა“!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:50
მედია
„საქართველოს რესპუბლიკა": პარლამენტარი კანდიდ კვიციანი სახელმწიფოსგან 8,4 მლნ ლარით „დასაჩუქრდა“!
ავტორი:
19 დეკემბერი, 2013. 16:04

გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა" ზაზა ბილიხოძის სტატიას აქვეყნებს, სადაც აღწერილია ფაქტები, „თუ როგორ ირღვეოდა კანონი „ნაცების" პარპაშის დროს ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, რასაც რეაგირება არასოდეს მოჰყოლია". 


„2008 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი კანდიდ კვიციანი 2009 წლის დეკლარაციის მიხედვით, რამდენიმე კომპანიის მესაკუთრე და ფირმის წილების მფლობელი იყო. 2010 წელს შევსებულ დეკლარაციაში კვიციანს მფლობელობაში მხოლოდ შპს „ენგური -2006" აქვს მითითებული, ხოლო შემდგომ ესეც დამალა და 2011-2012 წლების ქონებრივ დეკლარაციაში უფრთო ანგელოზად გამოაცხადა თავი და არცერთ კომპანიასთან კავშირი აღარ დაუფიქსირებია. თუმცა, „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" მონიტორინგის ჯგუფის მიერ „საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში" მოპოვებული ინფორმაციიდან ჩანს, იგი სხვა კომპანიებთან ერთად, ინარჩუნებდა 50-პროცენტიან წილს „ენგური-2006"-2013 წლის ივლისამდე. ქონების დამალვა დეკლარაციის შევსების დროს სისხლის სამართლის დანაშაულია.

 

დეპუტატობის პერიოდში კვიციანმა „ენგური-2006"-ის მეშვეობით მარტო 2012 წელს გამარტივებული შესყიდვებით 31,8 მლნ ლარის მოგება მიიღო. ამას გარდა, პარლამენტარის ფირმამ 2011-2012 წ.წ. „საჯარო ტენდერში" გამარჯვებით დამატებით 18,6 მლნ ლარი მოიგო. 2010 წელს კვიციანის ერთ-ერთმა ფირმამ სვანეთში აეროპორტის მშენებლობისთვის გამართულ ტენდერში „გაიმარჯვა", რისთვისაც სახელმწიფოსგან 8,4 მლნ ლარით „დასაჩუქრდა", - წერს ავტორი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016