reportiori.ge - გიორგი ბარათაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ბრუნდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:20
მედია
გიორგი ბარათაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ბრუნდება
20 დეკემბერი, 2013. 11:27

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა გიორგი ბარათაშვილის სარჩელი და იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე აღადგინა.

საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, ხატია არდაზიშვილის გადაწყვეტილება სასამართლოში დღეს გამოცხადდა.

სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ, მხარეებს 14-დღიან ვადაში ჩაბარდებათ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რის შემდეგაც გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევა.

შესაბამისად, გიორგი ბარათაშვილს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ მიეცემა.

რაც შეეხება სარჩელს, გიორგი ბარათაშვილმა სასამართლოს მიმართა - გაეუქმებინა 2013 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ბორდმა ბარათაშვილს უნდობლობა გამოუცხადა და თანამდებობიდან გადააყენა.

სარჩელში გიორგი ბარათაშვილი ასევე ითხოვდა 6 სექტემბრის შემდგომი პერიოდის სახელფასო ანაზღაურებას.

მისი ყველა სასარჩელო მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016