რეგიონები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმის აგრარულ ბაზარში ხორცისა და თევზის სექცია დახურა
ავტორი: თეო ტაბატაძე
20 დეკემბერი, 2013. 13:11
აჭარაში გამოვლენილი ჯილეხის შემთხვევების გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმის აგრარულ ბაზარში არაგეგმური ინსპექტირება ჩაატარა. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ ხორცისა და თევზის სექციაში არ ჰქონდათ დახლ-მაცივრები, რის გამოც დარღვეული იყო ტემპერატურული რეჟიმი, არ ტარდებოდა ხორცის ბაქტერიოლოგიური კვლევა, სექციისა და ინვენტარის რეცხვა-დეზინფექცია.
"სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ზედამხედველობის, მონიტორინგისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის" მე-8 მუხლის თანახმად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმის აგრარულ ბაზარში ხორცისა და თევზის სექცია დახურა და შპს "ბი ჯი თრეიდს" კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერა.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57