reportiori.ge - ბათუმში 48 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 20 თებერვალი, 2025. 23:23
რეგიონები
ბათუმში 48 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა
ავტორი: ანა ნოდია
20 დეკემბერი, 2013. 15:20

ბათუმში, აფხაზეთის ქუჩაზე 48 დევნილ ოჯახს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ ახალი ბინების გასაღებები გადასცა.


შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები დევნილთა სამინისტრომ ჩაუტარა და საცხოვებლად გადააკეთა. 


როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულ შენობაში საცხოვრებელი ფართის მისაღებად სულ 195 განაცხადი შევიდა, რომელთაგან საბოლოოდ 48 ოჯახი შეირჩა. შესახლებამდე ორი დღით ადრე ბინები ფარული კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. კენჭისყრის მიხედვით გამოვლინდა, თუ ვინ რომელ სართულზე მიიღებს საცხოვრებელ ფართს.  შენობაში სულ 48 ბინაა, აქედან 16 ერთ ოთახიანი და 32 ორ ოთახიანი.


„უპირველესად მინდა მივულოცო 48 ოჯახს, რომელმაც მიიღო თავისი მუდმივი საცხოვრებელი, ეს ჩვენი უკვე 30-ე ობიექტია, ჩვენ გადავცდით 1200-იან მიჯნას, ანუ უკვე 1200-ზე მეტ ოჯახს გადავეცით ბინა და წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ასეულ ოჯახს გადავცემთ ბინას", - განაცხადა მინისტრმა დავით დარახველიძემ.


ღონისძიებას ესწრებოდნენ დევნილთა მინისტრი დავით დარახველიძე, მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, სამინისტროს რეგიონალური სამმართველოს უფროსი ირაკლი ქოჩუა და ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016