reportiori.ge - თეთნულდის სათხილამურო ტრასების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 20 თებერვალი, 2025. 23:24
რეგიონები
თეთნულდის სათხილამურო ტრასების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
21 დეკემბერი, 2013. 14:38

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში თეთნულდის სათხილამურო ტრასებისა და მთის ინფრასტრუქტურის განვითარების მშენებლობის ორგანიზაციის ერთიანი კომპლექსური პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. 


პრეზენტაცია შპს "გეოგრაფიკმა" წარმოადგინა, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ აღნიშნულ ტრასებზე საბაგიროების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დაპროექტება დაუკვეთა. 


მათი ინფორმაციით, განხილვაში ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის, ფინანსთა, სპორტისა და ახალგაზრდობის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროების, ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, მესიტიის მუნიციპალიტეტის პირველი პირები, კომპანიების - Pomagalski-სა და "გეოგრაფიკის" წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები მონაწილებდნენ. 



განვიხილეთ თეთნულდის სათხილამურო სისტემის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებული პროექტი, რომელიც, სამონტაჟო სამუშოების დაწყებამდე, ტენდერის გამოცხადების წინაპირობას წარმოადგენს. განვიხილეთ სხვა ტექნიკური საკითხები, რაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ადრე გაზაფხულზე საბაგიროების მონტაჟი დავიწყოთ. მოწყობილობები, რასაც ჩვენ ველოდებოდით საფრანგეთიდან, თითქმის სრულად ჩამოსულია და მესტიაშია დასაწყობებული. შესაბამისად, ახლა უკვე სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება დაიწყება. იმის გამო, რომ ამ ტიპის სამუშოების გამოცდილება აქ შედარებით მწირია, ჩვენ კი არ გვინდა, რაიმე სახის შეცდომა დავუშვათ, მოვისმენთ მაქსიმალურად ყველა იმ მხარის მოსაზრებას, რომელსაც პროექტთან შეხება აქვს", - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ. 


უწყების ინფორმაციით, კვლევა, რომელიც კომპანია "გეოგრაფიკმა" ჩაატარა, ექვსთვიან პერიოდს მოიცავდა. მასში ჩართული იყო 11 ქართული და 5 უცხოური კომპანია, მათ შორის, ფრანგული და ავსტრიული კომპანიები. 

 

სამუშაოები ინტენსიური სავალე დაკვირვების, დაგეგმვისა და პროექტირების ფარგლებში განხორციელდა. ჩატარდა გარემოსდაცვითი, გეოტექტონიკური და გეოდინამიკური, ლანდშაფტური ჰიდროგეოლოგიური, ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრების მასშტაბური კვლევები, ასევე, თავად ტრასებისა და საბაგიროების გეგმარებითი კვლევა. აღნიშნული კვლევების საფუძველზე, სამუშაოები უკვე დეტალურად დააპროექტდა კომპანია Pomagalski-, რომლის საფუძველზეც მოხდება საბაგიროების მშენებლობა", - განაცხადა კომპანია "გეოგრაფიკის" დირექტორმა, გიორგი გოცირიძემ.



თეთნულდის სათხილამურო ტრასების მშენებლობის პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განსახორციელებლად 2013 წლის გაზაფხულზე გადაეცა. სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2014 წლის გაზაფხულზე ხელსაყრელი კლიმატური პირობების დადგომისთანავე იგეგმება. 


სამუშაოების ძირითადი ნაწილის დასრულება 2014 წლის ბოლოსთვის არის განსაზღვრული. 


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016