reportiori.ge - ციტრუსის რეალიზაციასთან დაკავშირებით, საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 20 თებერვალი, 2025. 23:24
რეგიონები
ციტრუსის რეალიზაციასთან დაკავშირებით, საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა
21 დეკემბერი, 2013. 15:01

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია და აჭარის მთავრობის მეთაური არჩილ ხაბაძე ციტრუსის მოსავლის აღებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომას დაესწრნენ. შტაბის წევრებმა ციტრუსის რეალიზაციასთან დაკავშირებით დეტალური ანგარიში წარადგინეს.


ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად ციტრუსის ექსპორტი განახლდა როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო გზით. დღეის მონაცემებით, 30 000 ტონამდე ციტრუსის ექსპორტი უკვე განხორციელდა. არსებული მონაცემებით, სახმელეთო გზებით (ლარსისა და წითელი ხიდის გავლით) ყოველდღიურ ექსპორტზე 1000 ტონამდე მანდარინი გადის, ქართული ციტრუსის მოთხოვნა გაიზარდა უკრაინისა და რუსეთის ბაზარზე.


შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ, შალვა ფიფია და არჩილ ხაბაძე გონიოს ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელ პავილიონში იმყოფებოდნენ, სადაც მანდარინის დახარისხებისა და საექსპორტოდ დაფასოების პროცესს დაესწრნენ. აღნიშნულ პავილიონში გონიოსა და მიმდებარე სოფლებიდან ციტრუსების მიღება აქტიურად მიმდინარეობს.


გონიოს ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი პუნქტიდან უკვე ექსპორტირებულია 600 ტონამდე მანდარინი. სეზონის დასრულებამდე აღნიშნული პავილიონიდან რუსეთის მიმართულებით 1000 ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016