reportiori.ge - „ტვ 3“: რამდენიმე თვეა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან განვიცდით შანტაჟსა და მუქარას!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:36
მთავარი თემა
„ტვ 3“: რამდენიმე თვეა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან განვიცდით შანტაჟსა და მუქარას!
ავტორი:
25 დეკემბერი, 2013. 03:31

ტელეკომპანია „ტვ 3"  საგანგებო განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, ტელეკომპანიაზე ზეწოლა ხორციელდება.


„ბოლო დღეების განმავლობაში ტელეკომპანია „ტვ 3"-ს დისკრედიტაციას მიზანმიმართულად ცდილობენ რიგი პოლიტიკოსები, პირველი განცხადება ტელევიზის წინააღმდეგ გააკეთა დედაქალაქის მერმა გიგი უგულვამ, რომელმაც მისთვის მერობის უფლებამოსილების შეჩერებამდე განაცხადა, რომ ტელეკომპანიის დამფუძნებელი ლაშა ჩხენკელი იყო დაინტერესებული მის წინააღმდეგ ე.წ. მართული პროცესებით.
პირველი განცხადების შემდეგ, ტელეკომპანიამ და მისმა დაფუძნებლებმა არ ჩათვალეს საჭიროდ პასუხი გაეცათ დედაქალაქის მერის აბსურდული განცხადებისთვის, თუმცა მას შემდეგ რაც „ტვ 3"-ს წინააღმდეგ კამპანიამ „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მიიღო მართული ხასიათი, ტელევიზია თავს ვალდებულად თვლის განაცხადოს, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ტელევიზიის მიმართ უკვე რამდენიმე თვეა ადგილი აქვს შანტაჟსა და მუქარას, დაინტერესების შემთხვევაში, ტელეკომპანია „ტვ 3" გამოთქვამს მზადყოფნას სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს მიაწოდოს ამის დამადასტურებელი ფაქტები და მტკიცებულებები.
ტელეკომპანია „ტვ 3" სთხოვს არასამთავრობო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით, ხოლო  მედიასაშუალებებს - დაიცვან „ტვ 3"  „ნაციონალური მოძრაობის" პარტიული ზეწოლის მცდელობისგან",
- ნათქვამია განცხადებაში.

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016