reportiori.ge - თამაზ თამაზაშვილი: სამართლიანობის აღდგენა უკვე დაიწყო და ამ პროცესს დედამიწის ზურგზე ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:54
ინტერვიუ
თამაზ თამაზაშვილი: სამართლიანობის აღდგენა უკვე დაიწყო და ამ პროცესს დედამიწის ზურგზე ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს!
ავტორი:
31 დეკემბერი, 2013. 15:15

გენერალი თამაზ თამაზაშვილი, რომელიც სააკაშვილის, მერაბიშვილისა და ადეიშვილის ჯურღმულებს სასწაულებრივად გადაურჩა, ნაცისტ ხელისუფალთაგან 200 მილიონ ლარს ითხოვს!.. ამ თანხის თამაზაშვილი იმ ხალხის დახმარებას აპირებს, ვისაც დამნაშავე რეჟიმმა სახლები გაუყიდა, ოჯახები დაუნგრია, ჯანმრთელობა შეურყია და ბიზნესი გაუნადგურა! თამაზ თამაზაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაიწყო, რასაც დედამიწის ზურგზე ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს!

 

- ბატონო თამაზ, მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის გარშემო ერთი ვაი-უშველებელია ატეხილი. ამბობენ, რომ ის თქვენი კადრია და პირადად ლობირებდით მის გამთავარპროკურორებას. ფარცხალაძე მართლა ქურდი და ყაჩაღია თუ რა ხდება?

- არავითარი ჩემი კადრი ეგ არ არის, ფარცხალაძე არის თავისი საქმის პროფესიონალი და კაცი, რომელსაც შეუძლია პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება!

- აბა, „ნაცები" რომ ამბობენ, გერმანიაში იქურდა და იყაჩაღაო, ეს რა არის? თქვენ იცით, რა შეემთხვა ფარცხალაძეს გერმანიაში?

- ჩემი ინფორმაციით, ფარცხალაძე გერმანიაში მოჰყვა ე. წ. „აბლავაში" და ერთ-ერთმა პოლიციელმა კედელს შეანარცხა; ფარცხალაძემ იმ პოლიციელს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია, რისთვისაც განყოფილებაში წაიყვანეს და დაუწყეს „კაჩაობა"... ახლა პოლიციელს რომ ხელს გაარტყამ, რაღაცას აუცილებლად „გაგიჩალიჩებენ", ხომ? აქედან გამომდინარე, პოლიციელებმა ფარცხალაძეს დააყარეს ასეთი კითხვები - „ეს რატომ გაცვია, ის რატომ გაცვია, თმები რატომ გაქვს შეკრეჭილი ასე?" აბსოლუტურად ვერაფერი ვერ დაუმტკიცეს და გამოუშვეს!..

- ფარცხალაძე ციხეში არ არის ნაჯდომი?

- მე როგორც ვიცი, არა!.. 23 წლის იყო ეგ მაშინ... ციხეში როგორ იქნებოდა, როცა გერმანიაში დადიოდა და „ნაციონალებთან" მუშაობდა თანამდებობებზე?! სამმართველოს და დეპარტამენტის უფროსი იყო მიშას დროს, ღირსების ორდენი აქვს მიღებული და თუ ეს კაცი ყაჩაღი და ქურდი იყო, რატომ დანიშნეს ასეთ მაღალ თანამდებობაზე და რატომ მისცეს ღირსების ორდენი? ახლა რა ხდება, იცით? ამ მთავრობამ და ამ პროკურორმა - ფარცხალაძემ, დაიწყო სამართლიანობის აღდგენა, რასაც ხალხი ითხოვს და ამიტომაც არის, რომ „ნაციონალები" გველებივით წივიან!.. ახლა ესენი დაბალი ინტელექტის ხალხზე მუშაობენ, თორემ განა თვითონ „ნაციონალებმა" არ იცოდნენ, რომ ფარცხალაძეს გერმანიის პოლიციასთან ე. წ. „აბლავის" დროს ნამდვილად შეემთხვა ინციდენტი? გეუბნებით, სამართლიანობის აღდგენა უკვე დაიწყო და ამ პროცესს დედამიწის ზურგზე ვერაფინ და ვერაფერი შეაჩერებს!

- ბატონო თამაზ, ფარცხალაძეს მერაბიშვილიც ხელს ადებს - უკანონოდ გამიყვანეს საპატიმროდან და მთავარმა პროკურორმა მიბრძანა, სააკაშვილის ანგარიშები და ჟვანიას მკვლელობის დეტალები გათქვიო!..

- მერაბიშვილი არის ნაძირალა!.. აკი გამოდის და გაიძახის, რომ დავბრუნდე, ზუსტად იმავეს გავაკეთებ, რასაც ვაკეთებდიო! ანუ კაცი გვეუბნება, ისევ მოვკლავდი და ჩავხოცავდი მომიტინგეებს, დავხვრეტდი გირგვლიანს, რობაქიძეს, წაგართმევდით ბიზნესს, ნახევარ საქართველოს ციხეში შევყრიდი და პატიმრებს ცოცხებს გავუკეთებდიო! მე რა მიკვირს, იცით? სად არიან ის პოლიტიკოსები, სად არის ამ ნაძირლების მიერ გამწარებული და გაუბედურებული ხალხი და რატომ არ არის მათი რიგები საინფორმაციო საშუალებებთან, განსაკუთრებით ტელევიზიებთან, რათა გამოვიდნენ და საზოგადოებას მოუთხრონ იმ საშინელებების შესახებ, რასაც ეს ნაძირლები მათ უკეთებდნენ?

- ე. ი. ოთარ ფარცხალაძის მთავარი პროკურორის პოსტიდან გათავისუფლების საკითხი მთავრობაში არ განიხილება?

- რატომ უნდა განიხილონ ეს საკითხი? ახალგაზრდა კაცია, რომელმაც დაიწყო სამართლიანობის აღდგენა და რატომ უნდა გადაყენონ? დიახ, სააკაშვილით დაწყებული, ყველანი უნდა დაიჭირონ! ხალხს, ბანკებიდან სესხები ააღებინეს, სახლები გაუყიდეს, ცოლები გაუბახეს, შვილები ჩაუხოცეს, 500 ათასი კაცი პრობაციონერი ჰყავდათ და სააკაშვილი და მთელი მისი აფთრები ციხეში არ უნდა წავიდნენ? ჯერ მარტო ჩემს საქმეზე არ არიან ეგენი დასაჭერები? მე რომ მაგინებენ, მთელ ხალხს აგინებენ ესენი, ხოლო ხალხს რომ აგინებენ, მეც მაგინებენ, რადგან მეც ხალხის შვილი ვარ და ხალხის ნაწილი ვარ!.. აი, ახლა მე მოვითხოვ მთავარი პროკურორისაგან: ბატონო ოთარ, როცა მე ციხეში ვიჯექი სრულიად უკანონოდ, გამოვიდნენ მიხეილ სააკაშვილი, პროკურორი ზოდელავა, შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი ახალაია, მერაბიშვილი, კალმახელიძე და პირდაპირ განაცხადეს - თამაზაშვილმა გადმოიბირა ციხის თანამშრომლები, ფული გადაუხადა და ცოცხები „გააკეთებინა" პატიმრებისთვისო! დამკითხეთ მე და გაირკვეს, ბოლოს და ბოლოს, ვინ არის მართალი, მე თუ ნაძირლები!.. მაგათი გამოსვლის კადრები არსებობს.. იცით თქვენ, რისი გაკეთება უნდოდათ? უნდოდათ ჩემი ქალიშვილის - ნათია თამაზაშვილის დაჭერა, რომელიც იყო ჩემი ადვოკატი; საქმეს კერავდნენ, თითქოს ნათიამ შემომიტანა ციხის თანამშრომლების მოსასყიდად ფული. მერე დაიჭერდნენ ჩემს ვაჟს - ლექსო თამაზაშვილს და მერე გავიდოდნენ მაღლა და მაღლა!..

- ბატონ ირაკლისაც დაიჭერდნენ?

- რა თქმა უნდა, ირაკლის დაჭერას გეგმავდნენ და ბოლოს, ვინც მაგათ ნერვებს უშლიდათ და რის გამოც აღარ იყვნენ ჭკუაზე, იმასაც მიადგებოდნენ დასაჭერად. რა თქმა უნდა, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ!.. აი, ასეთი სქემა ჰქონდათ მაგათ, მაგრამ ამის შემდეგ მეორე დისკი გამოჩნდა, სადაც უკვე აშკარად ჩანს, რომ თვითონ ეგ ნაძირლები „უკეთებდნენ" პატიმრებს ცოცხებს. გაოცებული ვარ, დღემდე ჩემთან გამომძიებელი არ მოსულა!.. კაცო, პრეზიდენტმა, ამოდენა თანამდებობის პირებმა, ასეთი რამ განაცხადეს ჩემზე და ვინმეს არ უნდა დავეკითხე? მეორე - ჩემი ოჯახი რომ უსმენდა ამ სიბინძურენს, როგორ ფიქრობთ, ჩემი ოჯახი როგორ ჭკუაზე იქნებოდა? აქედან გამომდინარე, დაწყებული სააკაშვილით, ამ ბინძურ საქმეში მონაწილე ხალხი დაჰკითხონ! ამ ნაძირლებისგან, ვინც ზემოთ ჩამოვთვალე. იმის გამო, რომ მე და ჩემს ოჯახს თავიანთი ბინძური კამპანიითა და ჭორებით მოგვაყენეს უმძიმესი სულიერი დარტყმა, მორალური კომპენსაციის მიზნით 200 მილიონ ლარს მოვითხოვ. ამ აფთრებმა, რომლებმაც მთელი საქართველო და ხალხის ქონება მოიპარეს, მიითვისეს, შეჭამეს თუ შეთქვლიფეს, კეთილი ინებონ და ეს 200 მილიონი ლარი შეაგროვონ! ახლავე მოაქუჩონ ეგ ფული!..

ხოლო მე, თამაზ თამაზაშვილი, ქართველი ერის წინაშე პირობას ვდებ, რომ ამ 200 მილიონს მთლიანად დავურიგებ გაჭირვებულ ხალხს და ჩემთვის ერთ თეთრსაც კი არ დავიტოვებ!

სახელმწიფო ვერ აბრუნებს ამ ნაძირლების მიერ მიტაცებულ ფულს და იმ 200 მილიონის სახით გაძარცვული და გაუბედურებული ხალხის ნაწილს მე დავუბრუნებ ფულს!..

- ბატონო თამაზ, ბოკერიას წინააღმდეგ სულხან მოლაშვილმა გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადება, მაწამაო! ბოკერიას დაიჭერენ?

- მერამდენედ ვამბობ უკვე - საქართველოში დაიწყო სამართლიანობის აღდგენის პროცესი და ბოკერია იქნება თუ ვინც გინდა იყოს, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველას მოუწევს კითხვებზე პასუხების გაცემა. ეს აფთრები - ნადირაშვილი, მალაშხია, თარგამაძე, ბოკერია და დანარჩენები რომ გამოდიოდნენ და გაიძახოდნენ - თამაზაშვილი კრიმინალიაო, - ეს ემსახურებოდა ერთ რამეს - უნდოდათ, ხალხი დაეჯერებინათ ჩემს კრიმინალობაში. კახეთი მე გავწმინდე კრიმინალებისა და ნარკორეალიზატორებისგან, კრიმინალები, ქურდები და მათი მენტალიტეტი ჭირივით მეზარება და ჩემზე რა აქვთ სათქმელი მაგ ნაძირლებს? ქურდული მენტალიტეტით კი არა, ჩვენი შვილები და შვილიშვილები ქართული მენტალიტეტით უნდა გაიზარდონ, რათა ქვეყნის საზღვრები დაიცვან! ახლა ფარცხალაძეზე მოიგონეს, თამაზაშვილის ახლობელიაო!.. მე რა საქმე მაქვს კადრებთან? მიშა ღირსების ორდენს რომ აძლევდა და დეპარტამენტის თავმჯდომარედ ნიშნავდა, ოთარ ფარცხალაძე მაშინაც ჩემი ახლობელი იყო? ეს ბლუყუნა თარგამაძე რა უფლებით ახსენებს ჩემს გვარს? ამ არაკაცებმა, ამ გარეწრებმა ვისზე რა უნდა თქვან? დათო ხიზანაიძე, კოკაია, ვიღაც ბაღდასაროვი და გარეწარი ბაღათრიშვილი ციხე-ციხე დაეთრეოდნენ და პატიმრებს ეუბნებოდნენ - თქვით, რომ თამაზაშვილს ციხეში იარაღი და ფული შემოჰქონდა და ახლავე გაგიშვებთო! ერთ-ერთ ქალბატონთან, რომელსაც 21 წელი ჰქონდა მისჯილი, შევიდნენ და უთხრეს - ახლავე მოგიხსნით მაგ 21 წელს, ოღონდ თამაზაშვილს ხელი დაადეო! აი, ასე დაეთრეოდნენ ეგ გარეწრები და რას არ მიგონებდნენ, რა ტალახს არ მესროდნენ, რომ ჩემი ოჯახი, ჩემი შვილები და ჩემი შვილიშვილები ხალხისთვის შეეზიზღებინათ. აი, ამის შემდეგ გამოდის ეს ბლუყუნა თარგამაძე და კიდევ არ ისვენებს! მაგას და მაგისთანებს დიდი იმედი მაქვს, რომ სულ მალე „მოასვენებენ"!

- გივია თარგამაძეს დაიჭერენ?

- ვინც ნაძირალა და ნაგავია, ყველას დაიჭერენ! რა, არ უნდა დაიჭირონ დამნაშავეები? თარგამაძე არის ჩვეულებრივი კრიმინალი. ბელარუსში ეგ ნარკოტიკებზე დაიჭირეს. ჩემი ინფორმაციით, მაგას ძალიან ცუდი რაღაცები აქვს ჩადენილი და ამოუყარონ! ეგ უკვე ყველგან არის ძებნილი - რუსეთშიც, ბელარუსშიც და უკრაინაშიც. ვისზე ლაპარაკობს ეგ „ჩმორი" და ბლუყუნა? შე გარეწარო, მთელი წელი ახსენებდით ჩემს სახელს და მე ვერაფერი მიპოვეს, მაგრამ შენ გიპოვიან და ამოგიქექავენ ყველა იმ უბედურებას, რაც ჩაგიდენია, შე პედოფილო! ეგ არის საშინელი ადამიანი! ან გიორგი ბარამიძე რომ იხედება ვითომ გაოცებული თვალებით, ეგ არის უსინდისო და მოღალატე კაცი. ჟვანიასთან მეგობრობდა და ხმა არ ამოუღია. ხარშილაძე რომ აიყვანეს - ჟვანიას დაცვის უფროსი, მაგიტომ არიან დაფეთებულები ეგ „ჩმორები" და წივიან გველივით. მაგათ მალე მოეჭრებათ ის გველის თავი და დამთავრდება მაგათი წივილი! ისედაც მოჭრილი აქვთ თავი მთელ საზოგადოებაში!


ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016