reportiori.ge - ბიძინა ივანიშვილის პირველი ინტერვიუ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:27
ინტერვიუ
ბიძინა ივანიშვილის პირველი ინტერვიუ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ
ავტორი:
31 დეკემბერი, 2013. 15:17

ელენა ბერეზანსკაია, Forbes24.12.2013

მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა Forbes-თან საუბრისას, გაამხილა თუ როგორ ეხმარებოდა რეფორმების განხორციელებაში საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, და თუ როგორ ინანა საკუთარი საქციელი შემდეგ.

ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად ჭეშმარიტი ოლიგარქია. 2004 წელს, რუსეთიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, იგი მაშინვე ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად მოგვევლინა. Forbes-ის  გლობალური რეიტინგის ბოლო მონაცემების თანახმად, ივანიშვილის ქონება 5.3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ანუ დაახლოებით საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედ ნაწილს  (15,85 მილიარდი დოლარი 2012 წლის მონაცემებით) და იგი უმდიდრეს ადამიანებს შორის 229-ე ადგილზე იმყოფება.

მიუხედავად ამისა, 2011 წლის ოქტომბრამდე, ივანიშვილი პოლიტიკაში არასდროს ჩარეულა და მეტიც, მას სახეზეც თითქმის არავინ სცნობდა იმ დრომდე, სანამ ივანიშვილმა არ გადაწყვიტა ჩამოეყალიბებინა ოპოზიციურიპარტია. ერთიწლისშემდეგ, მისმა „ქართულმა ოცნებამ"  საპარლამენტოარჩევნებშიგამარჯვება მოიპოვა, ხოლო, მილიარდერიივანიშვილი პრემიერ-მინისტრიდა სახელმწიფოს პირველი პირიგახდა.  კიდევ ერთიწლისშემდეგ, 2013 წლისნოემბერში, ბიძინა ივანიშვილმა ხალხისთვის მიცემული დაპირება შეასრულა და პოლიტიკიდანსამუდამოდწავიდა, მთავრობა კი - თანამოაზრეთა გუნდს  ჩააბარა. როგორც თავად ამბობს, ორიწლისგანმავლობაშიმას უამრავი დაუჯერებელი ისტორია გადახდა, რომლის შესახებაც ბიძინა ივანიშვილი Forbes-თვის მიცემული ნტერვიუში პირველად საუბრობს.

„მე თვალს ვადევნებდი მხოლოდ იმას, რომ ჩემი ფულით იარაღი არ შეეძინათ"

- ჩვენს ბოლო შეხვედრაზე 2005 წელს, პარიზში, თქვენ ამბობდით, რომ პოლიტიკა არ გაინტერებედათ და თქვენ გამოუსვლელად იმყოფებოდით საკუთარ სახლში, მშობლიურ სოფელ ჭორვილაში. როგორ, როდის და რატომ შეიცვალა თქვენი დამოკიდებულება ასე კარდინალურად ამ საკითხთან მიმართებაში?

- იმ დროს, ოპოზიციავერანაირად ვერ მიკავშირდებოდა - მეძალიან ჩაკეტილად ვცხოვრობდი და თითქმის  არავის ვხვდებოდი.

- მიხეილ სააკაშვილსაც  კი?

- მიხეილ სააკაშვილს მეშევხვდი „ვარდებისრევოლუციის" პერიოდში, სანამ ის პრეზიდენტი გახდებოდა [2004 წლისიანვარში], მანამდე ცოტა ხნით ადრე.  მაშინ პარიზში ვცხოვრობდი და აღფრთოვანებული ვიყავი საქართველოში მომხდარი ცვლილებით, ისევე, როგორც სრულიად საქართველო. იმწამსვე გამოვფრინდი საქართველოში. გამოვფრინდი მოსკოვის გავლით - სადაც მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრები მქონდა დანიშნული. მეკითხებოდნენ, თუ რა მოხდა საქართველოში. ვცდილობდი ყველა დამერწმუნებინა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლებოდა და, რომ ახალ ადამიანებთან უპრიანი იქნებოდა მეგობრული ურთიერთობების დამყარება და ასე შემდეგ.

მე ვფიქრობდი, რომ მთავრობაში მოვიდა გუნდი, რომელიც ქვეყანას ევროპისკენ წაიყვანდა. ღამეებს ვათენებდი, გეგმებს ვაწყობდი თუ როგორ დავხმარებოდი მათ. სააკაშვილთან პირველივე ოფიციალური შეხვედრაზე, გამოვთქვი აზრი, რომ პირველ რიგში, აუცილებელი იყო სახელმწიფო მოხელეებისათვის ხელფასის გაზრდა. იმ პერიოდში მინისტრებისა და დეპუტატების ხელფასები შეადგენდა თვეში 10 აშშ. დოლარს. მე შევთავაზე ხელფასების მნიშვნელოვანი მომატება, რათა მათ უპრობლემოდ მოეხერხებინათ წამლებისა და პროდუქტების შეძენა. თუ მინისტრის ბავშვი შიმშილობს, ან არ შეუძლია სკოლაში სიარული, ამავდროულად - კი ის მილიონობით დოლარის ღირებულების კონტრაქტებს აწერს ხელს, კორუფციის შეჩერება ძალიან რთულია.

მევუთხარი, რომ მზადვიყავი გამეღო ამისთვისფული. შევთავაზე ფონდის ჩამოყალიბება, რათა ყველაფერი ოფიციალური გზით მომხდარიყო და, ღმერთმა დაგვიფაროს, ქრთამის სახე არ მიეღო. იგი აღფრთოვანებული დარჩა. ჩვენ გამოვიყენეთ სოროსის ფონდი, თუმცა, სოროსის წვლილი ამ ფონდში, საერთოდ თუ არსებობდა, ძალიან უმნიშვნელო იყო. თანხები, რომელიც მოხმარდა ხელფასების ზრდას, ჩემს მიერ იყო გაღებული. ამ ფონდის წყალობით, ორ წელიწად ნახევარზე მეტი დროის განმავლობაში, თანამდებობის პირები იღებდნენ მაღალ ხელფასებს. ამასთან, არავინ იცოდა და არც არავის აინტერესებდა ამ ფულის წარმოშვები წყარო.

კიდევ ერთი ფონდი დაარსდა არმიის დახმარების მიზნით. ფონდის სახსრებით შენდებოდა ყაზარმები, შეძენილ იქნა ფორმები ჯარისკაცებისთვის, რომლებიც მანამდე დახეული ბოტასებითა და საშინაო ფეხსაცმლით დადიოდნენ. ჯარისკაცებს საბნებიც კი არ ჰქონდათ, რომ დაეფარებინათ. მე ვადევნებდი თვალს მხოლოდ იმას, რომ ჩემი ფულით არ მომხდარიყო იარაღის შეძენა. იმ პერიოდში პოლიციასაც მე ვეხმარებოდი.

- ჯამში სულ რამდენი ფული დახარჯეთ ამ პირველ ეტაპზე?

- არმინდაზუსტი ციფრეფის დასახელება. საქართველოსთვის ეს ძალიან დიდი თანხაიყო.

„არ შეიძლებოდა მეგრძნობინებინა მისთვის, რომ მას ჩემი ვალი ჰქონდა

- სააკაშვილი მადლობელი დაგრჩათ?

- დიახ, რა თქმა უნდა, მადლობელი იყო. თუმცა, მე ყოველთვის ვეუბნებოდი: „მე ამას შენთვის არ ვაკეთებ". არ შეიძლებოდა მეგრძნობინებინა მისთვის, რომ მას ჩემი ვალი ჰქონდა. ვინაიდან, დროთა განმავლობაში, ადამიანს სიძულვილი უჩნდება თავისი მევალეს მიმართ. ჩემთვის ეს კაგად არის ცნობილი. თუმცა, მევაფრთხილებდი, რომ დავხმარებოდი მანამ, სანამ იგი სასარგებლო იქნებოდა ქვეყნისთვის. იმ შემთხვევაში, თუ იგი აღარ იქნებოდა სასარგებლო , მე მას გავემიჯნებოდი, ხოლო, თუ მტრად გადამეკიდებოდა - მის წინააღმდეგ გამოვიდოდი. ამის შესახებ ბევრჯერ მითქვამს მისთვის, ყოველთვის, პასუხად მის „მადლობაზე".

რევოლუციისდროს, ტელეკომპანია „რუსთავი 2" მთავარი ოპოზიციური ტელეარხი იყო. ხელს არ ვუშლიდი, თუმცა, ჩემს საკუთარ „მეცხრეარხს" რეზერვში ვიტოვებდი იმ შემთხვევისთვის, თუ დემოკრატიული მოძრაობა ჩაქრებოდა, ან „რუსთავი 2" რაღაც შეემთხვეოდა, ჩვენ ყოველთვის მზადყოფნაში ვიყავით, მაშინვე გავიღვიძებდით. როდესაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, მე ჩავთვალე, რომ საფრთხე აღარ არსებობდა და დავხურე „მეცხრეარხი". ეს მიმაჩნია ჩემს ყველაზე დიდ შეცდომად.

იმ პერიოდში, მე ჩაკეტილ ადამიანად ვრჩებოდი, ვხდეოდი მხოლოდ  სააკაშვილს, თუმცა, [ვანო] მერაბიშვილს [მაშინდელი პრემიერ-მინისტრი] არ შევხვედრილვარ. სააკაშვილს ყოველთვის სურდა ჩემთან სტუმრობა, მაგრამ მე არ მქონდა სურვილი. სახლი ჩემთვის წმინდათა წმინდაა. სულ რაღაც მიზეზს ვიგონებდი, მაგალითად ვეუბნებოდი, რომ შესაძლოა იგი პერსონალმა იცნოს და შემდეგ ყველასთვის ცნობილი გახდეს ჩვენი  შეხვედროს შესახებ.

ვინაიდან ჩაკეტილი ცხოვრება მქონდა და ტელევიზორს თითქმის არ ვუყურებდი, ყველაზე ბოლოს შევიტყვე, რომ დემოკრატიის ნაცვლად, მათ ავტოკრატია ააშენეს - ხისტი იერარქიული ვერტიკალი და მოახდინეს მთელი ბიზნესის აკუმულირება. 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაციის ძალადობრივ დარბევამდე, არაფერი მესმოდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ხალხი საშინლად იტანჯებოდა მათი მმართველობის გამო.

- თქვენარ გიცდიათ მოგეთხოვათ სააკაშვილისგან ახსნა-განმართებები?

- მკაცრად მოვკითხე. მან განაცხადა, რომ გადატრიალების საშიშროება არსებობდა და მოგვიანებით ამიხსნიდა ყველაფერს. იმავე საღამოს ისინი შეიჭრნენ „იმედში" (ოპოზიციური არხი, რომელიც გარდაცვლილ ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა. - Forbes). მე ვუყვიროდი მას, მოვითხოვდი დაუყოვნებლივ შეეჩერებინა პოლიცია. სააკაშვილი მაწყნარებდა, ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ ეს აუცილებელი იყო, ვინაიდან გადატრიალება მზადდებოდა. მეორე დილას მე თბილისში ჩამოვფრინდი.

- ვინამზადებდაგადატრიალებას ?

- რა თქმა უნდა არავინაც არ ამზადებდა, უბრალოდ ის მატყუებდა. მას უბრალოდ ოპოზიციური ტელეარხის არსებობა აღიზიანებდა. ამბობდა, რომ პატარკაციშვილი ამზადებდა მთავრობის გადატრიალებას. პატარკაციშვილი ნამდვილად ებრძოდა მას. შედეგად, სააკაშვილმა პოლიციის დახმარებით  წაართვა მას „იმედი". მე ჩამოვედი. ხელიც არ ჩამოვართვი, ვთხოვე, რომ დაუყოვნებლივ გადამდგარიყო თანამდებობიდან.

- თქვენ პირადად გქონდათ ურთიერთობა პატარკაციშვილთან ?

- მე არ მქონია მასთან ურთიერთობა. მას პოლიტიკა აინტერესებდა და არც მალავდა ამას. მან პარტნიორობა შემომთავაზა, მაგრამ ვუთხარი, რომ პრინციპში პოლიტიკა არ მაინტერესებდა და, ამიტომ, არავის პარტნიორობა არ მინდოდა. იგი დიდხანს ცდილობდა გადავერწმუნებინე. საბოლოოდ შევთანხმდით, რომ ბარიკადების მეორე მხარეს ის ვერ მიხილავდა. სიტყვა მივეცი.

- გაგაღიზიანათ იმ ფაქტმა, რომ სააკაშვილმა სიმართლე დაგიმალათ?

- უდაოდ. მე მსურდა თავისუფალი ქვეყანა ამეშენებინა, ადამინების თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება მსურდა, ნაცვლად კი სპეციალური დანიშნულების რაზმი ტელევიზიაში შეიჭრა და დაარბია, ჟურნალისტები იატაკზე დაყარა და სცემა, გამოყარა. ტელეარხმი გამოირთო, დაიხურა. 

დამშვიდობებისას, ხელი არ გავუწოდე. ვუთხარი: „თუ გადადგები, რამენაირად ვეცდები შენთან ურთიერთობა შევინარჩუნო. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენი მტერი გავხდები". მან ორი დღის შემდეგ დამირეკა და მითხრა, რომ გადადგებოდა იმ შემთხვევაში, თუ გავაგრძელებდი მის დახმარებასა და მისთვის რჩევების მიცემას. და მართლაც გადადგა.  2008 წლის იანვარში რიგგარეშე არჩევნები გაიმართა. სააკაშვილმა გამარჯვება მოიპოვა, თუმცა, ამ არჩევნების შემდეგ, ოპოზიცია ძალიან გააქტიურდა. დავიწყე გაანალიზება იმისა, თუ რა ხდებოდა. მივედი დასკვნამდე, რომ სააკაშვილი პატიოსანი გზით არჩევნებში ვერ გაიმარჯვებდა - როგორც მინიმუმ ხმების 10% დააკლდებოდა. ჩემგან განსხვავებით, ხალხმა დიდიხნის წინ გააცნობიერა თუ რას წაროადგენდა სააკაშვილი და დიდათ მას არ სწყალობდა. თანდათანობით, ჩემიგანწყობამის მიმართ სრულიად შეიცვალა, ვცდილობდი მასთან საუბარს თავი ამერიდებინა, ჩემი მეუღლე ტელეფონზე პასუხობდა, რომ შეუძლოდ ვიყავი. მივხვდი, რომ მხარს ვუჭერდი ადამიანს, რომელიც დემოკრატიის ნაცლად, დიქტატურას აშენებდა.

ჩემის აზრით, მათ მოახდინეს არჩევნების შედეგების გაყალბება. არჩევნებში უბრალო ბიჭი, არც თუ ისე ცნობილი, იმარჯვებდა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე, რომელმაც სააკაშვილს თბილისში მოუგო, თუმცა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხმების მხოლოდ 25.7 % დააგროვა. სააკაშვილმა ხმების 53% მიიღო. - Forbes). ბადრიც მეგობრობდა მასთან.

„მათ ეუბნებოდნენ - ან ყველაფერს ნებით გადმოგვცემ, ან წახვალ ციხეში, იჯდები იქ, და მერე გადმოგვცემო"

- რატომ არ მოსწონდა ხალხს სააკაშვილის რეჟიმი?

- ბიზნესი მთლიანად კონტროლდებოდა. ხელისუფლების სათავეში მყოფი ოთხი კაცი (პირადად სააკაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და თბილისის მერი გიორგიუგულავა. - Forbes ), მთელი ფული მათ ხელში ხვდებოდა. როგორც ამბობენ, შეფასების საფუძველზე, მათი შემოსავალი თვეში დაახლოებით $40-50 მილიონ აშშ. დოლარს შეადგენდა. ფანტასტიური შემოსავალია, განსაკუთრებით საქართველოსთვის.

კონტროლის ქვეშ მოექცა არა მხოლოდ თითეული ბიზნესმენი, არამედ თითოეული გამყიდველიც კი ბაზარზე, რომლის ნავაჭრი დღეში ათ დოლარს არ აღემატებოდა. მათ მიზანს წარმოადგენდა არა იმდენად ქონება, რამდენადაც ყველაფრის გაკონტროლება. თუმცა, ქონების მითვისებასაც არ ერიდებოდნენ. სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე, ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ საკუთარი ბიზნესი, შედარებით თავისუფლად და დამოუკიდებლად გრძნობდნენ თავს, ისინი არ საჭიროებდნენ მის $100-ან მოწყალებას. მათ ეუბნებოდნენ - ანყველაფერს ნებით გადმოგვცემ, ან წახვალ ციხეში, იჯდები იქ, და მერე გადმოგვცემო. ადამიანების ნახევარი ნებაყოფლობით თანხმდებოდა საკუთარი ქონების გადაცემაზე, ხოლო, ისინი ვინც წინააღმდეგობას უწევდა - იდევნებოდნენ. ზოგიერთმა მოახერხა საზღვარგარეთ გაქცევა, ზოგიერთმა ვერ მოახერხა.

ყველაზე ამაზრზენი კი ის არის, რომ: მათ გააცნობიერეს, რომ ხალხი არც იმდენად მშიშარაა, რომ არ გაუწიოს წინააღმდეგობა. მათ სჭირდებოდათ ადამიანების დაშინება. ამიტომ, ისინი აპატიმრებდნენ ადამიანებს სრულიად უმიზეზოდ, მხოლოდ იმისათვის, რომ მეზობლებს დაენახათ. შესაძლოა ადამიანს სულაც არაფერი ჰქონოდა, მაგრამ მაინც მოდიოდნენ და დააპატიმრებდნენ მას.

- მაგრამ მან მაინც მოახერხა ამგვარი მეთოდით კორუფციის დაძლევა...

- ბუნებრივია, ქვედადა საშუალო ფენებში კორუფცია არ არსებობდა. მაგრამ კორუფციის წინააღმდეგ სუფთა ხელებით უნდა იბრძოლო და არა ისე, რომ ბრძოლის შედეგად, ყველაფერი შენს ხელში აღმოჩნდეს.

- როგორ ხორციელდება კონტროლი?

- მთავარ პროკურორს ჰყავდა ჯგუფი, რომელიც ახორციელებდა მონიტორინგს ყველა გადარიცხულ თანხაზე, რომელიც აღემატებოდა 5,000აშშ. დოლარს. აქედან გამომდინარე,  ხორციელდებოდა ნებისმიერი ფულადი ნაკადების კონრტოლირება და პროცესი ისე იყო ორგანიზებული, რომ ეს ფულადი ნაკადები მათკენ მიედინებოდა.

როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, მე ვთხოვე სოფლის მეურნეობის მინისტრს მოეწვია ამ დარგში მომუშავე ბიზნესმენები. მსურდა გავსაუბრებოდი მათ სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხების შესახებ და გამერკვია, თუ რა სახის დახმარების გაწევა იყო აუცილებელი. მან დამირეკა და მითხრა: „შოკირებული ვარ, ეს ბიზნესმენები კი არა მონები არიანო". დაშინებულები, ვედრების მზერით შემომყურებენ თვალებში. ისინი ელოდებოდნენ, რომ ჩვენც მოვთხოვდით რაიმეს.

- მათ ხარკის გადახდას აიძულებდნენ?

- არა მხოლოდ. აიძულებდნენ გადაეფორმებინათ საკუთარი ქონება. პროკურატურას მოუწევს გაერკვეს სახელმწიფოს სასარგებლოდ გაჩუქებული ქონების საკითხების მართებულობაში. 9800-ზე მეტი მსგავსი საქმეა. ეს მხოლოდ ნაწილია, რომელიც პროკურატურაში დევს.  მოდიოდა პოლიცია და ადამიანები ციხეში მოხვედრის შიშით გადასცემდნენ საკუთარ ქონებას სახელმწიფოს. ქონების ჩამორთმევის კიდევერთიგზა - პროცესუალური შეთანხმებები იყო.

ქონების ჩამორთმევის მეორე გზა მდგომარეობდა პროცესუალური შეთანხმებების გაფორმებაში. ადამიანებს აიძულებდნენ დანაშაულის აღიარებას, შემდეგ ისინი აფორმებდნენ შეთანხმებას პროკურატურასთან და ნებაყოფლობით თანხმდებოდნენ  გარკვეული გადასახადის გადახდაზე. ათიათასობით მსგავსი შემთხვევაა.

- რაგზით აიძულებდნენ ადამიანებს მსგავს ქმედებებზე?

- მაგალითს მოგიყვანთ. ერთ ბიზნესმენს ჰქონდა სახლი, რომლის გაყიდვას აპირებდა. სიკვდილის პირამდე სცემეს, თავი გაუტეხეს, სასწაულით გადარჩა. მისისახლის ადგილზე, სააკაშვილისთვის პრეზიდენტის სასახლე აშენდა. ეს ადამიანი მეშემდეგ დეპუტატად მოვიწვიე პარლამენტში. მის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო მოკვლევა მიმდინარეობს. მათი წესი ასეთია: თუ თქვენნებაყოფლობით დათმობთ ქონებას -ვიმეგობრებთ თქვენთან, თუ არ დათმობთ - ციხეში წახვალთ. ბიზნესმენებს ბოლომდე არ ანადგურებდნენ, მაგრამ მონებად აქცევდნენ.

უცხოელ მეწარმეებსაც დიდად არ სწყალობდნენ. ჰკითხეთ, თუნდაც, საშა მაშკევიჩს (ყაზახეთის მეტალურგიის მაგნატი, ისრაელის მოქალაქე, F№709 სიაში Forbes რეიტინგით, მისი ქონება შეადგენს $2.1 მილიარდაშშ. დოლარს - Forbes ) - საქართველოში მას აქვს პროექტი ფარმაცევტულ სფეროში. მას და მის პარტნიორებს აქ სერიოზული პრობლემები შეექმნათ. გარკვეული დროის მანძილზე მას საერთოდ არ შეეძლო საქართველოში ჩამოსვლა, ვინაიდან მისი ციხეში გაშვება უნდოდათ.

„დარჩენა - ნიშნავდა მარტოდ მარტო ომის გამოცხადებას რეჟიმისთვის და დაღუპვას პირველივე შემოტევის დროს".

- თქვენთვის როდის გახდა ცნობილი ყოველივე ამის შესახებ?

- 2008 წლის იანვარში, არჩევნების დროს. მანამდე, მე ინფორმაციას ვიღებდი მხოლოდ სააკაშვილისგან და მერაბიშვილისგან. მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი, ყველაფერი გამოვტოვე. მაგრამ ჩვენ მშვიდობიანად დავშორდით. ინაუგურაციის დღესმე მას დავურეკე და ვთხოვე, აღარასოდეს შევეწუხებინე. ამის შემდეგ მან კიდევ არაერთხელ სცადა ჩემთან შერიგება.

ამის შემდეგ, ყურადღებით ვადევნებდი თვალს მოვლენების განვითარებას. იმ დროს, დასავლეთისთვის თვალებში ნაცრის შეყრის მიზნით, მათ ორი დამოუკიდებელი არხის „მაესტროსა" და „კავკასიის" ფუნქციონირება დაუშვეს. ამ არხებზე სხვადასხვა პოლიტიკოსებს შეეძლოთ გამოსვლა. მე ვუყურებდი გადაცემებს პარტიის შერჩევის მიზნით, რომლის მხარდაჭერითაც, შესაძლებელი გახდებოდა შემდეგი არჩევნების დროს ლეგიტიმური ხელისუფლების მოპოვება.

ვაკვირდებოდი სამი წლის განმავლობაში დამიხვდი, რომ ვერავის იმედი მექნებოდა. შემდეგ გადავწყვიტე გამგზავრება, აქ დარჩენა უკვე საშიში იყო. 2010 წელს, სწრაფად დავასრულე პარიზის ახლობლად ჩემი სახლის მშენებლობა და შევუდექი გამგზავრებისთვის სამზადისს. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ისინი თვალს ადევნებდნენ ვიყავი მე, ვინაიდან ყველა დანარჩენი - მდიდარი თუ ღირიბი, ძლიერი თუ სუსტი, მათ უბრალოდ გაანადგურეს. ვერავის შეეძლო ოპოზიციის დააფინანსება. კიდევ დარჩენილი პრინციპული ადამიანები, რომლებიც ვერ დაიმორჩილეს, სრულიად გამოწურეს და სისცოცხლის ხალისი მოუსპეს. გამაჯვება რომ მოვიპოვე, ყველა მათგანი შემოვიკრიბე.

- მზადებას გამგზავრებისთვის თქვენ2010 წლის შემოდგომაზე შეუდექით, თუმცა, არსად გაემგზავრეთ 2011 წლის შემოდგომამდე.

- საბოლოო გადაწყვეტილების მიღება რთული აღმოჩნდა. ყოველივე ამის შემდეგ. ჩვენ ხომ არ ვაპირებდით მხოლოდ გასეირნებას ევროპაში, ჩვენ საქართველო უნდა სამუდამოდ დაგვეტოვებინა. დედას, რომელიც  92 წლისაა, არ სურდა საკუთარი სოფლიდან სადმე გამგზავრება. ჩემს მეუღლეს ძალიან მოსწონს პარიზი და თანახმა იყო გამგზავრებაზე.

ამიტომაც ვყოყმანობდი ერთი წელი. ამ დროის მანძილზე გავარკვიე, რომ ჩემი ჰოლდინგის, „ქართუს" პრეზიდენტი, გიგა ჩედელილი, მათი აგენტი იყო. მან უამრავი რამ იცოდა ჩემი გეგმების შესახებ და ჩემს ბიზნესზე საქართველოში. ხო და, ამ ინფორმაციას იგი სააკაშვილსა და მის გუნდს აწვდიდა.  ეს კი ამაზრზენი და, ამავდროულად, საშიშიც იყო. აქ არავის ნდობა შეიძლებოდა.

როდესაც გავაცნობიერე, რომ გიგა ჯაშუშობდა, მისი საშუალებით, დავიწყე ჩემთვის საჭირო სიგნალების მათთვის მიწოდება. მათ სურდათ, რაც შეიძლება მოკლე დროში დამეტოვებინა ქვეყანა, მეც ვუმყარებდი ამის რწმენას, რომ დღე-დღეზე გავემგზავრებოდი. 

დარჩენის ვარიანტს არ განვიხილავდი. დარჩენა - ნიშნავდა მართოდ მარტო ომის გამოცხადებას რეჟიმისთვის და დაღუპვას პირველივე შემოტევის დროს. რისკზე წასვლას არ ვაპირებდი, არ მინდოდა ჩემი ოჯახისთვის საფრთხე შემექმნა, არ შემეძლო ჩემი ოჯახის გაწირვა. თუმცა, ყოველივე, ერთ წამში გადაწყდა. ერთხელ საღამოს ჩემი მეუღლე შემოვიდა და მითხრა: „მევიცი, რომშენ იქ ვერიცხოვრებ. შენ უნდა დარჩე და სცადო დაეხმარო შენს ხალხს. მე ხომ ვხედავ, რომ შენ ეგ გსურს".

- მართალია, რომ პოლიტიკური ლიდერი თქვენი უფროსი ვაჟი, უტა, უნდა გამხდარიყო?

- არა, ეს ყოველივე მხოლოდ ინსცენირება იყო. ჩემს განცხადებამდე სამი დღით ადრე (2011 წლის 7 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ აპირებს შექმნას ახალი ოპოზიციური პარტია, რომელიც მიიღებს მონაწილეობას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში.  Forbes ), ოჯახში  სპეკტაკლი გავითამაშეთ, თითქოს -ჩემი უფროსი შვილი აპირებდა ჩამოსვლას პარიზიდან, რათა ბრძოლა გამოეცხადებინა რეჟიმისთვის. ამის შესახებ არავისთვის მითქვამს, თქვენ პირველს გიყვებით. 

- რატომ დაგჭირდათ ინსცენირება?

- მათ რომ სცოდნოდათ ჩემი განცხადების შესახებ, საშუალებას არ მომცემდნენ გამომექვეყნებინა, იმწამსვე მომკლავდნენ, სახლს ამიფეთქებდნენ ან რაიმე მსგავს მოიმოქმედებდნენ. მე მჭირდებოდა საკუთარი სიკვდილის დევალვირება. მათ უნდა სცოდნოდათ, რომ ჩემი მოცილების შემთხვევაში, ჩემს ადგილს ჩემი უფროსი ვაჟი დაიკავებდა. აუცილებელი იყო დამერწმუნებინა ისინი, რომ უტა - მებრძოლია და გააჩნია უნარი გახდეს ლიდერი. თუ ვინარისუტა, აქ არავინაიცოდა - იგიპარიზშიცხოვრობსდა სწავლობს ეკონომიკას უნივერსიტეტში. უტა მშვიდია, ბუზსაც არ აწყენინებს, ბერასგან განსხვავებით (ივანიშვილის მეორევაჟი, საქართველოში მოღვაწე პოპულარულირეპერი. -  Forbes). ბერას ისინი კარგად იცნობდნენ, იგი სტადიონებზე 100,000 ადამიანის შეკრებას ახერხებს, რეჟიმის წინააღმდეგ მრავალი სიმღერა შექმნა. მას ემუქრებოდნენ, მაგრამ არაფრის ეშინოდა, ძალიან გამბედავია, მისთვის არაფერია შეუძლებელი. უტა ძმაზე უფრო გამბედავი და ძლიერი ეგონათ. ამიტომაც, დაიჯერეს, რომ იგი შეძლებდა აქტიურ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართვას.

სანდო ადამიანების საშუალებით, მე და ჩემმა მეუღლემ გადავუგზავნეთ უტას ჩემი განცხადების ასლი და სცენარი, რომლის მიხედვითაც იგი ზუსტად გეგმის მიხედვით  უნდა მოქცეულიყო. ყოველი შემთხვევისთვის, თუ მე ვერ შევძლებდი განცხადების გაკეთებას საქართველოში, მას საინფორმაციო სააგანტოები გააჟღერებდნენ პარიზში და შვეიცარიაში.
სცენარის მიხედვით, უტამ დამირეკა და მითხრა, რომ თუ მე არ ვაპირებ პოლიტიკაში ჩართვას,  ის თავად დაბრუნდება პარიზიდან და ჩაერთვება ბრძოლაში. მე ვუყვიროდი, რომ ის სულელია, ვცდოლობდი გადამერწმუნებინა, ვთხოვდი არ ჩამოსულიყო, ვეუბნებოდი, რომ მალე ჩავიდოდი პარიზში და იქ დაველაპარეკებოდი ამის შესახებ. მან მიპასუხა, რომ არც კი დამხვდებოდა პარიზში და არც დამელაპარაკებოდა საერთოდ თუ ქვეყანას დავტოვებდი და გავემგზავრებოდი. „სირცხვილია - მეუბნეოდა - ჩვენ თბილისში უნდა შევხვდეთ". რა თქმა უნდა, ჩვენი ყველა საუბარი ისმინებოდა. 

მეორე დღეს მე შევჩივლე გიგას, რომ შვილს ვერაფერს ვუხერხებ, რომ ის ჭკუიდან გადავიდა, სულ წავიდა ხელიდან, რომ პარიზში გამგზავრებას მიკრძალავს. გიგას ჩვენთვის უკვე თვითმფრინავის ბილეთები ჰქონდა დაჯავშნილიც და გადახდილიც. შემდეგ, თითქოს შემთხვევით ვუთხარი, რომ დიდი ხნის წინ ჩემს შვილს დაახლოებით $500 მილიონ აშშ. დოლარამდე გადავურიცხე, რომლის განკარგვა მას თავისუფლად შეუძლია. თუმცა, სინამდვილეში, არაფერი მსგავსი არ მომხდარა.

შედეგად, საღამოს მოვილაპარაკეთ, რომ გიგა გაფრინდებოდა პარიზში ჩემს მაგივრად და ჩემი შვილის ანგარიშებს დაბლოკავდა ჩემს მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე. მე კარგად ავუხსენი თუ სად იყო განთავსებული ეს ანგარიშები. მახსოვს, რომ იქ ფიგურირებდა Societe Generale და Credit Lyonnais. ყოველივე ეს ძალიან ბუნებრივად გავითამაშეთ. იმავე დღეს გიგამ მოახერხა ვიზის აღება და აპირებდა საფრანგეთში გამგზავრებას.

ამ დროს თამაშში ჩემი მეუღლეც ჩაერთო - მან დაურეკა შვილს და გაბრაზებულმა შეატყობინა, რომ მე ვაპირებდი მისი საბანკო ანგარიშების დაბლოკვას. მან უთხრა: „მამაშენი საბოლოოდ დაბერდა, ყველაფრის ეშინია, ვიღაც ნაძირალას ანდო მინდობილობა შენი ანგარიშების დახურვაზე. ჩამოდი, მე მხარს დაგიჭერ. მეც ისევე შემიძლია ანგარიშების განკარგვა, როგორც მამაშენს". ჩემს მეუღლეს ნამდვილად აქვს ჩემი ანგარიშების განკარგვის უფლება და გიგამ ეს ფაქტი მშვენივრად იცოდა. 

მე დავურეკე გიგას და ვუთხარი, რომ პრობლემა შემექმნა, შვილის ანგარიშების დაბლოკვას აზრი აღარ აქვს, რომ ჩემმა ოჯახმა ჩემს წინააღმდეგ გაილაშქრა, ყველაფერი დამთავრდა და არსად არ მივემგზავრები, დაველოდები ჩემი შვილის ჩამოსვლას.

მეორე დღეს, დილით მოვამზადე დაცვა, გავუშვი ირაკლი ღარიბაშვილი, 2013 წლის 20 ნოემბერიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც იმ დროს ჩემი ჩემი საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი იყო, ჩემი ჰოლდინგის „ქართუს" პრესმდივანთან - რომელსაც კონტაქტები ჰქონდა საინფორმაციო სააგენტოებთან. ირაკლიმ სთხოვა მას გადაეგზავნა ჩემი განცხადება სააგენტოებისთვის. პრეს-მდივანმა უარი განუცხადა იმ მიზეზით, რომ აუცილებლად უნდა შეეთანხმებინა საკითხი თავის უფროსთან - ჰოლდინგის პრეზიდენტთან, ანუ გიგასთან. მაშინ ირაკლიმ დამირეკა და ტელეფონი გოგონას გადასცა. მე ვუთხარი მას, რომ მე უნდა დამმორჩილებოდა, ვინაიდან ჰოლდინგის მფლობელი მე  ვარ. გოგონამ ცრემლები ვერ შეიკავა. ჩემი ვარაუდით, შესაძლებელი იყო მას პრობლემები შეექმნა, ვინაიდან გოგონა გიგას თანამშრომელი იყო და მხოლოდ მის ბრძანებებს  ასრულებდა უსიტყვოდ. მას შეეძლო რაიმე მოემიზეზებინა და თავიდან აეცილებინა თხოვნის შესრულება, ან რაიმე საიდუმლო ხერხი ეხმარა ან კიდევ სხვა რამ. თუმცა, საბედნიეროდ გოგონა ტვინის გამჭროახობით არ გამოირჩეოდა. მან ჩემი მოთხოვნა შეასრულა. სააგენტოებმა მიიღეს ჩემი განცხადება და დაუყოვნებლივ გამოაქვეყნეს.

„მათგან განსხვავებით, მე სრულიადაც არ ვიყავი დარწმუნებული რომ გავიმარჯვებდი"

- თქვენ გეშინოდათ, რომ მოგკლავდნენ, თუმცა, დღემდე არ არსებობსარანაირი მტკიცებულება იმისა, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი დაკავშირებულია საქართველოში მომხდარ მკვლელობებთან. კერძოდყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას, მკვლელობასთან...

- თქვენ თავად ნახავთ ბევრი მკვლელობის გახსნას. რაც შეეხება ჟვანიას შემთხვევას, დიდი ვარაულია იმისა, რომ გამოძიება საერთოდ არ ჩატარებულა. ის მხოლოდ ახლა იწყება. გამოძიება არ ჩატარებულა აგრეთვე ახალგაზრდა ბიჭთან - ბანკირთან დაკავშირებით, რომელიც უბრალოდ მოკლეს ყველას თვალწინ (საუბარია სანდრო გირგვლიანზე, რომელიც მოკლეს 2006 წელს. - Forbes). სტრასბურგის სასამართლოს ჩანაწერებში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი [ვანო მერაბიშვილი] და პრეზიდენტი [სააკაშვილი] კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ და ხელს უშლიდნენ გამოძიებას.

მერაბიშვილი უკვე ციხეშია და ბანკირის მკვლელობა ერთ-ერთი მუხლია, რომლითაც მას ადანაშაულებენ. ჟვანიას საქმე ჯერ უბრალოდ არ დასრულებულა.  საქმე შესაძლოა წლობით დებულიყო თაროზე. თქვენ ვერც წარმოიდგენთ, თუ რა ხდებოდა აქ სინამდვილეში. ზოგიერთი ამერიკელი და ევროპელი ხვდებოდა თუ რა მოხდა რეალურად, თუმცა, უმეტეს ნაწილს, სჯეროდა, რომ საქართველოში დემოკრატია შენდებოდა  - სააკაშვილი უზარმაზარ თანხებს ხარჯავდა პიარზე ამ მიმართულებით.

- განცხადების გაკეთების შემდეგთქვენ დამშვიდდით? აღარ გეშინოდათ, რომ მოგკლავდნენ? 

- პირველი თვის განმავლობაში, ყოველდღე, როდესაც რიგით დემონსტრაციაზე მივდიოდი, დაცვის უფროსი ძალიანღელავდა, მაწვდიდა „რეალურ მტკიცებულებებს" იმის შესახებ, რომ დღეს ან ხიდთან აგვაფეთქებდნენ, ან სახურავზე მოკალათებული სნაიპერების ტყვიას ვემსხვერპლებოდით. მას სპეციალურად უგზავნიდნენ ცრუ განგაშიშს სიგნალებს, მეტად რომ გვენერვიულა. მე მას ვამშვიდებდი, თუმცა,  საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობდა. ომი ომია. ყოველთვის, როდესაც სახლიდან გავდიოდი, ჩემს მეუღლეს თითქოს სამუდამოდ ვემშვიდობებოდი.

- როგორ აფასებდით საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მოგების შანსებს ერთი წლის შემდეგ?

- მათგან განსხვავებით, მე სრულიადაც არ ვიყავი დარწმუნებული რომ გავიმარჯვებდი. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ გაიმარჯვებდნენ. ისინი ხომ ყველაფერს აკონტროლებდნენ. ამერიკელებსაც და ევროპელებსაც ბოლო წუთამდე ეგონათ, რომ სააკაშვილი გაიმარჯვებდა. მათი ვარაუდით, სააკაშვილის პარტია ხმების 60 %-ს აიღებდა.

თუმცა, არჩევნების წინა დღეებში, უკვე ნათლად სჩანდა, თუ ვის მხარეზე იყო ხალხი. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, სააკაშვილმა ვერ მოახერხა ხალხის მიტინგზე შეკრება, ერთი სტადიონიც კი ვერ გაავსეს.  ხალხის „შეკრების" იდეა მე მივაწოდე. ერთხელ, ჩემს ერთ-ერთ მომხრესთან ტელეფონზე საუბრისას, მე განზრახ ვთქვი  „რაიდიოტია, საარჩევნო კამპანია დასასრულს უახლოვდება, მას კი აზრადაც არ მოსვლია ადამიანების მიტინგზე შეკრება". ისინი გვისმენდნენ და გადაწყვეტეს მიტინგი ჩაეტარებინათ. ეს სრული ჩავარდნაიყო. ამ დროს, 28 სექტემბერს,  ჩვენს მიტინგზე თითქმის მთელი ქალაქი გამოვიდა, 800 000 კაცი. ასეთ შემთხვევაში არჩევნების გაყალბება მათვის ბევრად უფრო რთული ამოცანა იყო- ყველამდაინახა, თუვისმხარეზეახალხი. (საპარლამენტოარჩევნებიჩატარდა 2012 წლის 1 ოქტომბერს, ივანიშვილის პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 13%-ნი სხვაობით გამარჯვება მოიპოვა. - Forbes.)

- როგორ ფიქრობთ, რატომ დაგიჭირათ თქვენ ხალხმა  მხარი?

- ხალხი მე ადრე არ მიცნობდა, თუმცა, იცოდა ჩემს შესახებ. არასდროს მისაუბრია  ჩემს მიერ გაკეთებულ საქმეებზე, მაგრამ ინფორმაცია მაინც ჟონავდა. 20 წლის მანძილზე ვეხმარებოდი ჩემს ქვეყანას, როგორ დაიმალებოდა ეს ამბავი. ასობით კილომეტრი დაგებული ასფალტის გზა, იმ ადგილებშიც კი, სადაც სატვირთო მანქანებსაც არ შეეძლოთ გავლა. სხვა მრავალი საქმეც გავაკეთე.

- რა თანხა გაქვთ დახარჯული მსგავსი პროექტების დაფინანსებაზე?

- მთელი პერიოდის განმავლობაში 3 მილიარდა აშშ დოლარზე მეტი, მათ შორის, სახელმწიფოს დახმარებაზე, რომელიც ოფიციალურად არ გაფორმებულა, აგრეთვე, მეგობრების და ნათესავების დახმარებაზე. ჩემს ოჯახის წევრებზე და საკუთარ თავზე წელიწადში არაუმეტეს 5 მილიონ აშშ დოლარს ვხარჯავ.

არჩევნებზე ჩვენ თითქმის არაფერი დაგვიხარჯავს. საშუალება არ მოგვცეს. ჩვენ არანაირი რეკლამა არ გვქონია.  რეკლამა მხოლოდ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ეძღვნებოდა, როგორც ოდესღაც საბჭოთა კავშირში კომუნისტურ პარტიას, ჩვენთანაც მსგავსი რამ ხდებოდა. მე ჩემი შვილი ბერაძალიან დამეხმარა - მან რეგიონებში თავის კონცერტებზე ათიათასობით ადამიანი მოიზიდა სტადიონებზე. 

ჩემი მხრიდან, უამრავი ეშმაკური ხერხი გამოვიყენე, რამაც საბოლოო ჯამში, გამარჯვება მოგვიტანა. კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან. პარტიის შექმნის შესახებ ჩემი განცხადებიდან სამი დღის შემდეგ, სააკაშვილმა  მოქალაქეობა ჩამომართვა. ამერიკელებსა და ევროპელებს ეს არ მოეწონათ. საარჩევნო კამპანიის დროს მას სურდა ჩემთვის წართმეული მოქალაქეობა დაებრუნებინა, რაც ნამდვილად ლამაზი ნაბიჯი იქნებოდა მისი მხრიდან. ჩვენ აუცილებლად უნდა აგვეცილებინა მსგავსი ნაბიჯი. ერთ-ერთ მიტინგზე მე ხმამაღლა გამოვაცხადე: „აბა გაბედოს და არ დამიბრუნოს ჩემი მოქალაქეობა!" და ასე შემდეგ. დარწმუნებული ვიყავი, რომ საწინააღმდეგოს მოიმოქმედებდა. ის საკმაოდ პრიმიტიული კაცია. ასეც მოხდა. მოქალაქეობა არ დამიბრუნეს, და, შესაბამისად, უცხოელებისთვის ეს კოზირი მე დამრჩა. მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკის ცოდნის გათვალისწინებით, მისთვის ბევრი მსგავსი ტიპის ფოკუსი მაქვს მოწყობილი.

„ბოლოერთი წლის განმავლობაში, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვამტკიცებდით, რომ ქვეყანას დამნაშავეები მართავდნენ"

- არჩევნების შემდეგ, თქვენ გახდით პრემიერ-მინისტრი, ანუ პირველი პირი ქვეყანაში. თუმცა სააკაშვილი პრეზიდენტად რჩებოდა. როგორ ახერხებდით მუშაობას ასეთ პირობებში?

- მთელი წლის განმავლობაში, ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევდნენ. ნებისმიერი დაპატიმრება ან, თუნდაც, უმნიშვნელო საბუთების გამოთხოვებაც კი აღიზიანებდა ამერიკას და ევროპას. ახლა ისინი დამშვიდდნენ. ამ დროს, და მთელი ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ გვიწევდა ნაბიჯ-ნაბიჯ იმის დამტკიცება, რომ ქვეყანას დამნაშავეები მართავდნენ. ჩვენ დავაპატიმრეთ პრემიერი [ვანო მერაბიშვილი], თავდაცვის მინისტრი [ბაჩოა ხალაია]. ეს იყო მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შევძელით. გენერალური პროკურორი [ზურაბ ადეიშვილი] გაიქცა 1 ოქტომბერს, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე.

- პარტიის სახელიქართულიოცნება" ვისი მოფიქრებულია?

- იდეა ბერას ეკუთვნის. ეს მისი სტუდიის სახელია - ქართული ოცნება. ბერა ძალიან დამეხმარა, ჩემს გამო ორი წელი დაკარგა, ახლა კვლავ ბრუნდება ამერიკაში. ბერა ახალი ამერიკული პროექტის დაწყებას აპირებს. მას ბევრი სიმღერა აქვს, არა მხოლოდ ქართულ ენაზე, არამედ ინგლისურ და ფრანგულ ენებზეც.

- როდესაც თქვენ გაიმარჯვეთ, რა უპორველესი ამოცანები დაუსახეთ საკუთარ თავს? 

- მნიშვნელოვანი იყო სწორი დანიშნულებები. ახლა გარანტიას გაძლევთ, რომ ჩვენი გუნდი და ჩვენი მთავრობა არაფრით ჩამოუვარდება ნებისმიერი ევროპული ქვეყნის მთავრობას. კორუფცია არ არსებობს, ისინი პროფესიონალები არიან და კეთილსინდისიერად მუშაობენ ხელფასზე. მათ შორის არიან სუსტებიც - დაახლოებით 20 %, მაგრამ ისინიც ასევე კარგად მუშაობენ. მე ვფიქრობ, რომ ერთ წელიწადში ჩვენ სასწაული შევძელით.

- რითი შეიძლება იამაყოთ დღეს?

- პირველ რიგში იმ ფაქტით, რომ პოლიცია, რომელიც ადრე ხალხის წინააღმდეგ მოქმედებდა, სრულიად შეიცვალა და სავსებით ევროპული გახდა. ახლა ხალხი ენდობა პოლიციას.

- მაგრამ პოლიციას ყოველთვის სააკაშვილის დამსახურებად მიიჩნევდნენ ...

- ამ შემთხვევაში, საქმე პოლიციაში კორუფციას უკავშირდება. ამას ვეთანხმები და ჩვენ ვიყენებთ ამ მიღწევას. თუმცა, კორუფცია ზედა ეშელონებში რჩებოდა, ე.წ. ელიტარული კორუფცია. მან ყველაფერი გააკეთა იმისათვს, რომ თავად შეეგროვებინა ფული.

- თუმცა, მან შექმნა ხისტი სისტემა. ყველამ შეწყვიტა ქრთამის აღება, რადგანაც ეშინოდათუ ერთ მშვენიერ დღეს აღარ შეეშინდებათ, მაშინ რა მოხდება?

- ამჟამად ხისტი სისტემა აღარ არსებობს, ამასთან ყველა პატივს სცემს კანონს.

- და ეს როგორ მოახერხეთ?

- ქართველები კულტურული და თავისუფლების მოყვარული ერია. სააკაშვილი ფეოდალურ ეპოქაში  ცდილობდა ქართველების დაბრუნებას. ის რეალურად დემოკრატიკი არ არის, ფეოდალია. მასაქვს რვა საპრეზიდენტო რეზიდენცია. ეს ხდება იმ ქვეყანაში, სადაც ნებისმიერ წერტილში შეიძლება ვერტმფრენით ნახევარ საათში ჩაფრინდეთ ან ორ-სამ საათში მანქანით ჩახვიდეთ. მთელს მსოფლიოში ვერ იპოვით ასეთ პრეზიდენტს. მას აქვს ორი თვითმფრინავი, ორი ვერტმფრენი და კიდევ სამი შეუკვეთა. ამისათვის დამატებით საჭიროა 80 მილიონი აშშ დოლარი (თავად ივანიშვილს მხოლოდ ოთხი სახლი აქვს - თბილისში, სოფელ ჭორვილაში, ზღვისპირა ადგილას ურეკში და სათხილამურო კურორტ ბაკურიანში. მას აქვს ერთი, Eurocopter-მარკის ვერტმფრენი, რომლის ღირებულება დაახლოებით 7 მილიონ ევროს შეადგენს. - Forbes.)

სანამ პოლიტიკიდან წამოვიდოდი, ყველა მეკითხებოდა ერთსა და იგივეს დაიჭერენ თუ არა სააკაშვილს. მე ვპასუხობდი, რომ არ ვიცი, რადგანაც სამართალი უკვე ამოქმედდა. ამავდროულად, ყველამ კარგად იცის, რომ არსებობს შეკითხვები სააკაშვილთან. რითი დასრულდება  ეს არ ვიცი.

- კიდევ რისი გაკეთება მოახერხეთ ერთწელიწადში?

- ჯანდაცვა. ახლა თითოეულ მოქალაქეს აქვს დაზღვევა, კომპლექსური ოპერაციებიც კი ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. მანამდე, მსგავსი რამ არ მომხდარა. საბჭოთა სისტემა დაინგრა, მაგრამ ახალი არ აშენებულა. ციხეებშიც, აგრეთვე, უფასოდ ვმკურნალობთ ადამიანებს.

- ამას თქვენ არ აფინანსებთ?

- არა, ბიუჯეტიდან ხდება დაფინანსება. ჩვენ დავზოგეთ თანხები  ვერტმფრენების ხარჯზე (უარი ვთქვით სამი ახალის შეძენაზე), აღარ ვაშენებთ აგარაკებს მაღალჩინოსნებისთვის. აღნიშნულზე და სააკაშვილის სხვა კაპრიზებზე უარის შედეგად, დავზოგეთ 1 მილიარდზემეტი ლარი(580 მილიონი აშშ დოლარი).

მეორეს წარმოადგენს - სოფლის მეურნეობას. მცირე ფერმერებსა და გლეხებს დაურიგდათ უფასო სასუქი და განხორციელდა მათი მიწის ნაკვეთების მოთოხნა. ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება. ამ შემთხვევაში, თანხები იხარჯებოდა, მათ შორის, ჩემი ფონდიდანაც, ვინაიდან ბიუჯეტით გამოყოფილი თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა. 

მესამე წარმოადგენს - განათლებას. 800-ზე მეტი სკოლა გარემონტდა, დამონტაჟებულ იქნა ნორმალური გათბობა. ამ საქმეს ზუსტად ამჟამინდელი პრეზიდენტი უძღვებოდა [გიორგიმარგველაშვილი] - მას განათლების მინისტრის თანამდებობა ეკავა. ძალიან კარგად მუშაობდა. განათლებაზე ნაკლებ თანხებს ვხარჯავდით, თუმცა, იმავე დონის ეფექტურობას ვიღებდით, როგორც ჯანდაცვასა და სოფლის მეურნეობის შემთხვევაში. გიორგი თავად იძიებდა სადღაც რეზერვებს, მისი წყალობით სახელმძღვანელოებიც უფასოდ დარიგდა. გიორგი არაჩვეულებრივი მენეჯერია.

„თუ თქვენ თავად ხართ პატიოსანი, თქვენს გარშემოც პატიოსანი ადამიანები შემოიკრიბებიან"

- როგორ მოახერხეთ „ელიტური კორუფციის" დამარცხება?

- თევზი თავიდან ყარსო ამბობენ. თუ თქვენ თავად ხართ პატიოსანი, თქვენს გარშემოც პატიოსანი ადამიანები შემოიკრიბებიან. ჩემს გუნდში დემოკრატია დავნერგე და სრულ ნდობას მივაღწიეთ. თითოეულ წევრს შეუძლია მეკამათოს საკუთარი აზრის დასაცავად. ამავდროულად, ყველა მშვენივრად ხვდება, რომ სიცრუე მიუღებელია. მაგალითად, ერთმა ჩემთან დაახლოებული ადამიანმა, რომელსაც იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა და ამავდროულად ჩვენი პარტიის შტაბს ხელმძღვანელობდა, შეცდომა დაუშვა და შედეგად, მასზედ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

იგი უშიშროების სამსახურს ხელმძღვანელობდა (ჩვენთან აღნიშნული სამსახური შსს-ს შემადგენლობაშია). ამ სამსახურმა  სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, საქართველოში სხვადასხვა ცნობილ ადამიანებზე მაკომპრომეტირებელი მასალების უზარმაზარი ვიდეოთეკა შეაგროვა. მასალები მოიცავდა პირადი ცხოვრების ამსახველს კადრებს 40 000 მეტ ადამიანზე. მსგავსი გადაღებების ორგანიზაციაზე, ჩვენი გათვლებით, დახარჯულ იქნა არანაკლებ ამ 100 მილიონი აშშ დოლარი. ხო და, აღნიშნული ვიდოთეკა გამოყენებულ იქნა ერთ-ერთი ჩვენი წევრის, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მიერ: შურისძიების მიზნით მასზედ გამოქვეყებული რაღაც ბინძური მასალის გამო. მან ინტერნეტში განათავსა პირადი ხასიათის კადრები ადამიანზე, რომელიც მისი ვარაუდით, პუბლიკაციის ავტორი იყო. გამოქვეყნებული მასალა მოიცავდა გარკვეულ სექსუალურ სცენებს, რომლებიც  მეტყველებდა ამ ადამიანის განსხვავებულ სექსუალურ ორიენტაციაზე.  შედეგად, ჩვენ, საჯაროდ ჟურნალისტების თანდასწრებით სრულად გავანადგურეთ „ვიდეოთეკა", ხოლო, ჩვენი წევრი დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით. 

მეორე მაგალითი - სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელიც ჩემს  ერთ-ერთ ყველაზე უახლოეს ადამიანად მიმაჩნდა. მისმა ხელქვეითებმა რაღაც სხვა ტიპის ტრაქტორები შეიძინეს. ამჟამად უცნობია, ჰქონდა თუ არა ამ შემთხვევაში ადგილი კორუფციას, მიმდინარეობს გამოძიება.

- თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენს მიერ დატოვებული გუნდი თქვენი წასვლის შემდეგაც აბსოლუტურად სწორად იმოქმედებს?

- ნებისმიერი აცნობიერებს, რომ ჩვენ შეცდომებს არ ვპატიობთ. სხვა არაფერია საჭირო. დაინახეს მიმართულება და ჩამწკრივდნენ შესაბამისად. საქართველო - პატარა ქვეყანაა. ადამიანების შერჩევისას, მე მათ ვეუბნებოდი: „შენ შესაძლოა მომატყუო ერთხელ, ორჯერ,  მაგრამ მესამედ ტყუილი მაინც გამომჟღავნდება".

საქართველოში კორუფციას ადგილი აღარასდროს ექნება. ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ, ცალკეული გამონაკლისი შემთხვევების გარდა, რა თქმა უნდა. ისევე, როგორც ევროპაში ხდება. მაგრამ, გამორიცხულოია, რომ მთავრობის მთელი შემადგენლობა კორუმპირებული გახდეს, მსგავსი რამ არასდროს მოხდება. ასპროცენტიან გარანტიას გაძლევთ. მე ხალხს პატიოსანი სიტყვა მივეცი.

- როგორია ამჟამად თქვენი მინისტრების ხელფასები?

- ხელფასი შეადგენს დაახლოებით  1250-2500 ევროს  და იგივე ოდენობის პრემიაა. მათ აქვთ პირადი ავტომობილები მძღოლებით და კიდევ მცირეოდენი დამატებითი პრივილეგიები.

- თქვენ ამბობთ, რომ შეასრულეთ ყველაფერი რაც  ხალხს შეპირდით. მაგრამ, ამბობენ, რომ შეპირდით ბენზინის ფასის განახევრებას, თუმცა, ეს არ მომხდარა ...

- არა, ფასის განახევრებაზე არაფერი მითქვამს. ჩემი სიტყვები დაამახინჯეს. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ არ მიყვარს პოლიტიკა. იმიტომაც არ მიყვარს, რომ მეტწილად პოლიტიკა შეპირებებისგან შედგება მხოლოდ. პირველივე დღიდან ძალიან სიტყვაძუნწი ვიყავი დაპირებების მიმართულებით. ყველაფერი, რაზედაც ვსაუბრობდი, შევასრულე. ბენზინი ნამდვილად გაიაფდა 10-20%. ჩვენთან, ბუნებრივ აირზეც და ელექტროენერგიაზეც შემცირდა ფასი.

- თავის დროზე, ხალხმა თქვენ მოგცათ ხმა და არა თქვენს პარტიას. რა მოხდება თქვენი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ? შეძლებს „ქართულიოცნება" თქვენს გარეშე შემდეგ არჩევნებში გამარჯვების მოპოვებას?

- ეს შეკითხვა არაერთხელ გაჟღერდა. მევფიქრობ, რომ შეძლებს. ახლა ჩვენ მერის არჩევნები გველოდება. ვფიქრობ, რომ არავის ეპარება ეჭვი ჩვენი კოალიციის გამარჯვებაში. ყველაზე საინტერესო არჩევნები (საპარლამენტო) გაიმართება 2.5 წლის შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ არანაირი საშინელება არ მოხდება, ღარიბაშვილი გაიმარჯვებს. მას სუფთა ხელები აქვს. ის პროფესიონალია, სორბონის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. სტუდენტობის წლებში რესტორნებში ჭურჭელის მრეცხავად მუშაობდა, აგრეთვე, მიმტანად. თავისუფლად ფლობს ინგლისურ და ფრანგულ ენებს. რუსულ ენასაც, თუმცა არც ისე კარგად. ახალგაზრდებმა საქართველოში სამწუხაროდ რუსული ენა ნაკლებად იციან.

„ბორჯომის" და ღვინის გამო ვერ შევრიგდებით"

რუსეთის ბაზრებზე ქართული ღვინისა დაბორჯომის" დაბრუნებას თქვენ უნდა გიმადლოდეთ?

- ის ფაქტი, რომ [მიხეილ] ფრიდმანმა შეიძინა „ბორჯომი" - ჩემი დამსახურება არ არის. ვიცოდი გარიგების შესახებ და შინაგანად ვეთანხმებოდი. თუმცა, ჩემი აზრის გამოთქმას არავინ მთხოვდა.

-ღვინოზე რას იტყვით?

- ვფიქრობ, რომ ასეა. ჩვენ მაინც შევცვალეთ რიტორიკა. ჩვენ ვეცდებით სავაჭრო ურთიერთობების დალაგებას რუსეთთან. რა თქმა უნდა,  ღვინისა და მინერალური წყლის ექსპორტი ვერ ამოქაჩავს საქართველოს ეკონომიკას, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ჩვენთვის სასარგებლოა. დასაწყისისთვის კარგია, მაგრამ საკმარისი არ არის.

- როდის შეიძლება ველოდოთ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას?

- ამჟამად ბურთი რუსეთის მოედანზეა. ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები, თუმცა, ჯერჯერობით ეს შეუძლებელია. იმ დრომდე, სანამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია. ამ ტერიტორიების გამოყოფა რუსეთის დახმარებით მოხდა. და ახლა, ჩემის აზრით, ეს საფრთხეს უქმნის თავად რუსეთის უსაფრთხოებას. ვიმედოვნებ, რომ ამას რუსეთშიც გააცნობიერებენ. ჩრდილოეთკავკასია - რთული რეგიონია. ჩრდილოეთ კავკასიის უმეტესი ნაწილი რუსეთის ტერიტორიას განეკუთვნება და, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ თუ რა ტიპის ყოველდღიური პრობლემებია ამ რეგიონში.  ვიმედოვნებ, რომ კრემლი გააცნობიერებს, რა საშინელებაც მოხდა. და არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ თავად რუსეთისთვისაც. თუ რუსეთში ამას ვერ გაიგებენ, ძალზედ რთული და პრობლემატური იქნება მეგობრული ურთიერთობების აღდგენა. ჩვენ „ბორჯომისა" და ღვინოს გამო ვერ შევრიგდებით.

ჩვენთვისაფხაზეთიდასამხრეთოსეთი - უბრალოდ ტერიტორია არ არის, ეს არის იქ მცხოვრები ადამიანები. იქ ჩვენი ძმები ცხოვრობენ  - ოსები და აფხაზები. ყოველთვის ვამბობ - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უნდა დაბრუნდეს და ამისათვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ ნიშნავს  რაიმე საომარ მოქმედებებს. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ისინი [აფხაზები და ოსები]. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ჭეშმარიტად ევროპული ქვეყანა გახდეს, რათა მათთვის საინტერესო იყოს ჩვენთან ერთად ცხოვრება. იმისათვის, რომ ისინი მიხვდნენ, რომ ჩვენთან ცხოვრება უკეთესია, ვიდრე ჩვენს გარეშე. მხოლოდ ამ გზით გვსურს მათთან ურთიერთობების  აღდგენა, არანაირი ძალადობა.

რუსეთის პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს ჩარევას და, რომ ხალხებმა თავად უნდა შეძლონ გარკვევა. პირადად ჩემთვის, ეს განცხადება იმედისმომცემია.

- ნანობთ, რომ ვერ მოასწარით პუტინთან შეხვედრა?

- შანსი არ მოგვეცა. მე მზად ვიყავი. ხელისუფლება ახლაც მზად არის შეხვდრისთვის. მაგრამ ამისათვის ბაზა არ არსებობს.

- დავოსში მედვედევთან როგორღაც მოახერხეთ შეხვედრა. რაზე საუბრობდით?

- ჩვენი საუბარი ძალიან მოკლე იყო, უბრალოდ გავიცანით ერთმანეთი.

- მიიღებს საქართველო მონაწილეობას ოლიმპიადაში?

- რა თქმა უნდა, მივიღებთ მონაწილეობას! ძველ საბერძნეთში, ოლიმპიური თამაშების  დროს ომები წყდებოდა. ჩვენთან ამ თემასთან დაკავშირებით ერთი ამბავი ატყდა. პატარა გუნდია, მაგრამ მთავარია, რომ მონაწილეობას მივიღებთ. ეს შერიგებისთვის კარგი გზაა.

- თავად აპირებთ დასწრებას?

- არა. მიუხედავად იმისა, რომ გავერიდე საჯაროობას, მაინც ძალიან არ დავშორებულვარ მას. ვფიქრობ, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობს. დასწრებისთვის რაიმე მიზეზი უნდა არსებობდეს. არა მგონია, რომ ამჟამად ეს მნიშვნელოვანი იყოს - შეიძლება არასწორად გაიგონ აქაც და რუსეთშიც.

- ხალხი რას ფიქრობს საქართველოს გუნდის გამგზავრებაზე ოლიმპიურ თამაშებში  მონაწილეობის მისაღებად?

- ყველას განსხვავებული აზრი გააჩნია. ჩემი მთავარი მიზანია - სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების დაწყება. ამჟამად ჩვენარ გვაქვს ცენტრი, რომელზეც ორიენტირებას მოახდენდა თითოეული მოქალაქე. არ არსებობს მკვეთრად გამოხატული აზრიც. საქართველოსთვის დღეს ეს საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეულია.  ყველა იმას ამბობს, რაც სურს, ხალხი დაბნეულია, ვერ გარკვეულა. ოლიმპიადის საკითხთან დაკავშირებით, მე ნამდვილად გავლენა მოვახდინე საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე. ორი წლის განმავლობაში, სერიოზულად ვიმუშავე ამ მიმართულებით.

„ჩემიწვლილი - 1 მილიარდი დოლარია"

- საქართველოს ეკონომიკის დახმარების მიზნით, თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება                           6 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის „თანამშრომლობისსაინვესტიციოფონდის"  დაარსების თაობაზე. რა პრინციპით იფუნქციონირებს  ფონდი?

- ეს არის პირდაპირი ინვესტირების ფონდი, მთლიანად კომერციული ფონდი. ფონდის შემოსავალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 15 % წელიწადში. ფონდის მენეჯერები შეარჩევენ საინტერესო პროექტებს საქართველოში, რათა განახორციელონ პროექტებში თანხების ინვესტირება.

- სად შეიძლება საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტირება, იმ შემთხვევაში, თუ საკითხი არ ეხება სოციალურ პროექტებს?

- ეს არის პრობლემა. მთელი ჩვენი ჯგუფი მუშაობ სამ საკითხებზე. ჩვენ უკვე შევარჩიეთ პროექტები მილიარდ დოლარზე. პროექტები მოიცავენ ჰიდროელექტროსადგურების, სასტუმროების მშენებლობას, აგრეთვე, რიგი პროექტებისა უკავშირდება სოფლის მეურნეობის სფეროს. ბიზნესი გააქტიურდა - ვინაიდან გამოჩნდნენ ინვესტორები. ადამიანები მზად არიან წამოიწონ   მნიშვნელოვანი პროექტები, რომლების განხორციელება ადრე შეუძლებელი იყო არასაკმარისი თანხების გამო. დარწმუნებული ვარ, რომ რამოდენიმე თვეში, ჩვენ შევძლებთ ამ 6 მილიარდი აშშ დოლარის ათვისებას.

- თქვენს გარდა, ვინ აპირებს ინვესტირება სამ ფონდში?

- ფონდს სულ ცხრა ინვესტორი ჰყავს: პირადად მე, მაშკევიჩი, პატარკაციშვილის ოჯახი, ორი კომპანია არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ["Dhabi Group" და"RAK Investment Authority"], აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო ფონდი, ყაზახეთის „ყაზტრანსოილი", თურქული კომპანია "Calik Holding AS" და ჩინურიკომპანია "Milestone". თითოეული მონაწილე განახორციელებს ინვესტირებას რამდენიმე ასეული მილიონი დოლარიდან 1 მილიარდ აშშ დოლარამდე კაპიტალის ოდენობით. ჩემი პირადი შენატანი წარმოადგენს 1 მილიარდ აშშ დოლარს.

- ფონდი მხოლოდ მსხვილ პროექტებს განიხილავს?

- არა, ერთ პროექტში მინიმალური საინვესტიციო თანხა განისაზღვრება 5 მილიონი აშშ. დოლარის ოდენობის კაპიტალით. რაც შეეხება უფრო მომცრო ინოვაციურ პროექტებს, ჩვენ ვაყალიბებთ სპეციალურ ვენჩურულ ფონდს. ეს მცირე ფონდი მოიცავს - მაქსიმუმ 30 მილიონი დოლარის კაპიტალს.

- ვინ ახორციელებს ამჟამად თქვენი პირადი ქონების მართვას?

- როგორც ისევე, როგორც მანამდე - დასავლეთის ბანკები და ჰეჯ-ფონდები.

„მე არვაპირებ არსად გამგზავრებას ან რაიმეზე თვალის დახუჭვას"

- დაგიბრუნეს საქართველოს მოქალაქეობა?

- მე ჯერ კიდევ საფრანგეთის მოქალაქე ვარ. მე ვიყავი პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის მოქალაქეობით. იმ პერიოდში ჩემთვის რომ საქართველოს მოქალაქეობა დაებრუნებინათ, უფლება არ მექნებოდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობდა დამეკავებინა. ასე დაამახინჯა სააკაშვილმა ჩვენი კონსტიტუცია. ამჟამად უზენაესი სასამართლო განიხილავს მოქალაქეობის საკითხს საკითხსდა ვიმედოვნებ, რომ დეკემბრის ბოლოსთვის შევძლებ აღვიდგინო საქართველოს მოქალაქეობა.

- რუსეთის მოქალაქეობის დაბრუნებას ხომ არ აპირებთ?

-  ჩემს მთელ ოჯახს აქვს მიღებული რუსეთის მოქალაქეობა. მე შემიძლია დავიბრუნო რუსეთის მოქალაქეობა, თუ ამის აუცილებლობა იქნება. მაგრამ ასეთი აუცილებლობა არ არსებობს.

- რამდენად გაემიჯნეთ პოლიტიკას?

- დიახ, მხოლოდ ერთი თვე გავიდა. მე მხოლოდ ცოტაოდენი გამოძინება მოვახერხე. ძალიან ბევრს ვმუშაობდი იმ დროს. ახლა შეძლებისდაგვარად გავაგრძელებ საქმიანობას. ამჟამად ვფოქრობ, თუ როგორ შეიძლება აღმოვუჩინო დახმარება ქვეყანას. მე შევპირდი ხალხს, რომ მივიღებ აქტიურ მონაწილეობას სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაში, ვასწავლი ადამიანებს თუ როგორ უნდა აკონტროლონ მთავრობა, აკრიტიკონ იგი და ა.შ.

- დარწმუნებული ხართ, რომ არასოდეს დაბრუნდებით პოლიტიკაში?

- დიახ, დარწმუნებული ვარ. მე სიტყვა მივეცი და ვაძლევ გარანტიას იმისა, რომ მთავრობა, რომელიც მე არ დავტოვე, ააშენებს ჭეშმარიტად დემოკრატიულ ქვეყანას და არასდროს გახდება კორუმპირებული. თავად ნახავთ.

- არ გეშინიათ, რომ საკმარისია თვალი მოარიდოთ ან სადმე გაემგზავროთ, ეს ყოველივე  არ დაინგრევა?

- მე არ ვაპირებ არსად გამგზავრებას და თვალის დახუჭვასაც არ ვაპირებ. მე ყოველთვის საზოგადოების აქტიურ წევრად დავრჩები. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016