reportiori.ge - "დინამო ბათუმს" ახალი დირექტორი ჰყავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 06:44
სპორტი
"დინამო ბათუმს" ახალი დირექტორი ჰყავს
ავტორი:
30 ივლისი, 2013. 12:44

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, "დინამო ბათუმის" ხელმძღვანელად ახალი დირექტორი აირჩიეს. კლუბის დირექტორობის თანამდებობაზე ვახტანგ ქორიძე და ოთარ ფედიჩკინი იყვნენ წარდგენილნი. საკრებულოს დეპუტატებმა ბიულეტენების საშუალებით ღია კენჭისყრაზე 13 ხმით ოთარ ფედიჩკინი აირჩიეს, ხოლო 6 ხმა ვახტანგ ქორიძემ მიიღო.  27 წლის ოთარ ფედიჩკინი "დინამო ბათუმის" ფეხბურთელი იყო. ის ასევე თამაშობდა უკრაინულ და თურქულ კლუბებში.  ფედიჩკინის განცხადებით, ის პირველ რიგში კლუბის ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს.
"მრავალი წელი გამიტარებია ჩემს გუნდში, ახლა ხელმძღვანელის თანამდებობაზე ამირჩიეს და ბედნიერი ვარ. გულშემატკივრებს ვპირდები, რომ გუნდი წინ წაიწევს და უფრო მეტი მაყურებელი მოვა საგულშემატკივროდ. პირველ რიგში კლუბის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით დავიწყებ", - აღნიშნა ოთარ ფედიჩკინმა. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016