reportiori.ge - ბასილ მკალავიშვილი: “ლგბტ”-ების დამცველია „ნაცმოძრაობის“ თითქმის ყველა წევრი და ისინიც, ვინც „ქართულ ოცნებაში“ მოღვაწეობენ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:57
მედია
ბასილ მკალავიშვილი: “ლგბტ”-ების დამცველია „ნაცმოძრაობის“ თითქმის ყველა წევრი და ისინიც, ვინც „ქართულ ოცნებაში“ მოღვაწეობენ!
ავტორი:
10 იანვარი, 2014. 17:11

გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ გლდანის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ეკლესიის წინამძღვართან,  ბასილ მკალავიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ის ლგბტ-ების დამცველებზე საუბრობს.

 

„მათი დამცველია „ნაცმოძრაობის თითქმის ყველა წევრი და ისინიც, ვინც ქართულ ოცნებაში მოღვაწეობენ. ყურადღებას და მზრუნველობას არ აკლებენ მათ. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ტელევიზიით გამომწვევად აცხადებდა, რომ „გეი პარადი“ მაინც ჩატარდებაო. სწორედ ამ მოწოდებამ გააღიზიანა მოსახლეობა და იმიტომ გამოვიდა იმდენი ხალხი. მისმა მეუღლემ, თინა ხიდაშელმა, ხალხს გავეშებული ბრბო უწოდა. ვეკითხები ცოლ-ქმარს - ხიდაშელ-უსუფაშვილს და ყველა მათ მხარდამჭერს: თქვენმა ვაჟიშვილმა სახლში რძლად მამაკაცი რომ მოგიყვანოთ, გვაინტერესებს, რა ჭკუაზე დადგებით? ის, რაც პირადად თქვენთვის მიღებულია, სხვასაც ნუ მოახვევთ თავს. თქვენი სავარძლები დროებითია. ხვალ მანდ სხვები იქნებიან. 17 მაისს ის მრავალრიცხოვანი მოსახლეობა 50 ზნედაცემულს კი არა, ფაქტობრივად, მსოფლიოს უზნეობას ებრძოდა.

 

ხალხნო, დაფიქრებულხართ, ვის იცავთ? ერმა აგირჩიათ თქვენ და ნდობის მანდატი მოგანიჭათ. ამართლებთ მაგ ნდობას? რაღაც მეეჭვება. მოგვიტევონ პარლამენტის იმ წევრებმა, რომლებსაც მართლაც აწუხებთ ქვეყნის ბედი და, როგორც შეუძლიათ, იბრძვიან კიდეც.

 

ახლა ვეცდები, მოკლედ შევეხო მართლაც უზნეო ბრბოს მხარდამჭერებს. ვითომ მწერლები: კოტე ყუბანეიშვილი, ლაშა ბუღაძე, რატი ამაღლობელი (მეზღაპრე), ამჟამად განათლების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი, ძმები ბერძენიშვილები, ჟურნალისტი ია ანთაძე, დავით პაიჭაძე, ეკა კვესიტაძე, ეკა ბერიძე, ელენე ხოშტარია, რუსთავი 2-ის, მე-9 არხის წარმომადგენლები საკმაო დროს უთმობენ მამათმავლებს, მათ მხარდამჭერებს, მიიწვევენ სტუდიაში და ცალსახად წარმოაჩენენ ყოველივეს. ქულებს იწერენ სოროსთან. მოგმართავთ ჟურნალისტებო! წმიდა მამები გვასწავლიან: გიყვარდეს მტერი შენი, ებრძოდე მტერს მამულისას, გძაგდეს მტერი უფლისა.

 

პრეტენზიებს აცხადებთ, ეს ჩვენთვის ღმერთის მიერ მოცემული უფლებააო. რომელ უფლებაზეა ლაპარაკი ან რომელ კონსტიტუციაზე, რომელიც სააკაშვილმა ათასჯერ შეცვალა და თავისთავზე მოირგო?

 

მივმართავთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს: ყოველგვარი ეს სიბილწე მიუღებელია ჩვენთვის. მას ჩვენი ერის საღი ნაწილი ვერ შეეგუება. გთხოვთ, თქვენი მეშვეობით წერტილი დაუსვათ ერის გადაგვარების ქმედებებს, სწორედ ამაზე ოცნებობს ამერიკა. იმ შემთხვევაში კი, თუ მთავრობა კვლავ დაუშვებს მათი სიბილწის წარმოჩენას, გარწმუნებთ, არ აგვცდება სოდომ-გომორის სასჯელი.

 

მოვუწოდებ ქართველ ხალხს, წინ აღვუდგეთ ყოველგვარ უმსგავსობას, რათა დავიცვათ ენა, მამული, სარწმუნოება“, - აცხადებს ის.

 

 

                                                                                                                                                                                                                    (მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016