reportiori.ge - რეალური მაუგლის ისტორია ფრანგ გოგონაზე (ფოტოკოლაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:34
მთავარი თემა
რეალური მაუგლის ისტორია ფრანგ გოგონაზე (ფოტოკოლაჟი)
ავტორი:
13 იანვარი, 2014. 16:40

ტიპი დეგრე 23 წლის ფრანგი გოგონაა, რომელმაც ბავშვობა აფრიკაში გაატარა. გოგონას მშობლები, რომლებიც ფოტოგრაფები არიან, გოგონას დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე გადასახლდნენ ნამიბიაში. სწორედ აქ დამეგობრდა ტიპი ლომებთან, ვეფხვებთან, სპილოებთან და ზებრებთან. საშიში მტაცებელი ცხოველების გარემოცვაში თავს ისევე მშვიდად და ბუნებრივად გრძნობდა, როგორც მაუგლი ჩვენი ბავშვობის საყვარელი ისტორიიდან. ტიპის მშობლებმა გოგონას ველურ ბუნებასთან სიახლოვეში გაზრდის გადაწყვეტილება იმ მოტივით მიიღეს, რომ ამ გზით ის უფრო თავისუფალი და ბედნიერი გაიზრდებოდა, ვიდრე სოციალურ წნეხში, სკოლებისა და საბავშვო ბაღების სტრესულ გარემოში. დროგამოშვებით ტიპი ადგილობრივ აბორიგენებთან ერთად ატარებდა დროს.


მათ ტიპის საკუთარი ენა ასწავლეს და ის წეს-ჩვეულებები, რომლებიც მათ გააჩნდათ. ტიი ხშირად ამბობდა, რომ მას არ ჰყავდა მეგობრები, რადგან იშვიათად ხედავდა ბავშვებს. „ცხოველები - ჩემი ერთადერთი და საუკეთესო მეგობრები არიან", - ამბობდა ის. იმ დროის განმავლობაში, რაც მათი შვილი ველურ ბუნებასთან ასე ახლოს ცხოვრობდა, მშობლებმა დიდი და მნიშნელოვანი რაოდენობის ფოტოები გადაიღეს, რომელიც ადამიანისა და ბუნების მჭიდრო კავშირზე მეტყველებს. „ჩვენ კარავში ვცხოვრობდით, სრულიად ველურ ბუნებაში. ტიპი მზის ამოსვლასთან ერთადიღვიძებდა და ბედნიერი იყო, რომ გვერდით მეგობრები და მშობლები ყავდა. სანამ პატარაიყო, ყოველი დღე იმის გარკვევით იწყებოდა, მოიპარა თუ არა მაიმუნმა მისი რძის ბოთლი.უფრო მოგვიანებით დღეში რამდენჯერმე მეძახდა იმისთვის, რომ ერთად გამოგვეკვება სპილომცენარეებით. გარდა ცხოველებისა, ტიპი გადასარევად მეგობრობდა აბორიგენებთან.აფრიკელებს უყვართ სტუმარი. განსაკუთრებით თეთრკანიანი ბავშვები.


ბოლოს 2006 წელსდავბრუნდით იქ, სადაც ტიპი გაიზარდა და ყველა, ადამიანებიც და ცხოველებიც უჩვეულოდგულთბილად შეხვხდნენ", - ყვება გოგონას დედა. ასეთი უნიკალური ისტორია დიდხანს ვერ დარჩებოდა საზოგადოების ყურადღების მიღმა. 1997 წელს რეჟისორმა კრისტიან კრაიმ გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ტიპი აფრიკიდან". 1998 წელს კი მშობლებმა - ალან დეგრემ და სილვია რობერტმა გამოსცეს წიგნი, მათი გოგონას აფრიკული ცხოვრების შესახებ. წიგნსაც იგივე სათაური - „ტიპი აფრიკიდან" ჰქვია. წიგნი მომენტალურად გახდა ბესტსელერი და რამდენიმე ენაზე ითარგმნა. ისტორიამ რეალური მაუგლის შესახებ იმხელა პოპულარობა მოიპოვა, რომ რამდენჯერმე „ჰარი პოტერსაც" კი გაუსწრო რეიტინგში.


გოგონა აფრიკის შემდეგ მადაგასკარში ცხოვრობდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდა ოჯახში საფრანგეთში საცხოვრებლად. პარიზში დაბრუნებისას ტიპი 10 წლის იყო. როგორც მისი მშობლები იხსენებენ, მას ძალიან გაუჭირდა ქალაქური ცხოვრების წესზე გადასვლა. მშობლების თქმით, მას მეგობარი ცხოველები ძალიან ენატრებოდა. 2004 წელს ის დაბრუნდა აფრიკაში, რათა გადაეღო ფილმი „Around the World with Tippi" არხ „დისქავერისათვის". 2005 წელს გამოიცა მისი წიგნი „ჩემი წიგნი აფრიკაზე", სადაც მასთან წიგნის წერაში მონაწილეობას მისი მშობლებიც იღებდნენ. ტიპი, ახლა უკვე დიდი გოგოა, პარიზში ცხოვრობს და სორბონის უნივერსტეტშიკინემატოგრაფიას სწავლობს. ხატავს, წერს და ოცნებობს დაბრუნდეს მშობლიურ აფრიკაში და მასზე დოკუმენტური ფილმი გადაიღოს.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016