reportiori.ge - ედუარდ შევარდნაძე: იმ ორგანიზაციებს, ვინც ეკლესიას და პატრიარქს ებრძვის, პარლამენტში თუ მთავრობაში დასაყრდენი არ უნდა ჰყავდეთ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:44
ინტერვიუ
ედუარდ შევარდნაძე: იმ ორგანიზაციებს, ვინც ეკლესიას და პატრიარქს ებრძვის, პარლამენტში თუ მთავრობაში დასაყრდენი არ უნდა ჰყავდეთ!
ავტორი:
17 იანვარი, 2014. 18:07

- სამწუხაროა, რომ ახალი წელი ჩვენს ქვეყანაში ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ სამარცხვინო დაპირისპირებით დაიწყო. მადლობა ღმერთს, ადამიაპნთა ის მცირე ჯგუფი, ვინც ეს უდიდესი ცოდვა საკუთარ თავზე იტვირთა, სრულიად საქართველოს არ წარმოადგენს. ჩვენი პატრიარქი სიწმინდის განსახიერებაა და მებრალება ყველა, ვინც მისი ხელყოფა გაბედა.


- თვლით, რომ ის აჟიოტაჟი, რაც პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს მოჰყვა, პატრიარქის და ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული დაპირისპირებაა?

- ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება? თანაც, ყველაერი ხომ ახლა, ამ უკანასკნელი ფაქტით არ დაწყებულა. ეს ძალიან საშიში პროცესი უკვე წლებია, მიმდინარეობს და დღესაც გრძელდება, მიუხედავად იმისა,რ ომ ხელისუფლებაში აღარ არიან ის ადამიანები, ვინც ჩვენი ეროვნულობისა და რწმენის გასანადგურებლად ყველაფერს აკეთებდა. მე პირადად, პატრიარქის წინააღმდეგ გალაშქრებად აღვიქვი ის ფაქტიც, რომ ახალი წლის ღამეს „რუსთავი-2"-ის ხელმძღვანელობამ მის უწმინდესობას საშუალება არ მისცა, ქართველი ხალხისთვის დამდეგი შობა-ახალი წელი მიელოცა. ესეც არ იკმარეს და მერე თავიანთ განცხადებებში პატრიარქი პოლიტიკოსებს გაუთანაბრეს - არც მათთვის მიგვიცია პირდაპირი ეთერით მილოცვის საშუალებაო. ვფიქრობ, უფრო სწორად, ეჭვი არ მეპარება, რომ პრეზიდენტის თუ პრემიერის მილოცვა ეთერში არ გაუშვეს სწორედ იმის გამო, რომ ახალი წლის ღამეს ეთერში არ გასულიყო პატრიარქის მილოცვა. „რუსათავი-2"-ის აკრძალვა და ეპისტოლეს გარშემო ატეხილი სკანდალი - 2014 წელი პატრიარქის წინააღმდეგ არნახული შეტევით დაიწყო. ეს იმის ნიშანია, რომ ეკლესია და მისი უწმინდესობა, შესაბამისად, მთელი ერი ახლა ისეთი საფრთხის ქვეშაა, როგორც არასდროს!


- ამაზე ცოტა მოგვიანებით გკითხავთ. ახლა ისევ ეპისტოლეს დავუბრუნდეთ. ბატონო ედუარდ, როგორც იცით, ადამიანთა გარკვეული წრის, ასევე ცალკეული პოლიტიკოსების, არასამთავრობოების უკმაყოფილება ეპისტოლეს იმ მონაკვეთმა გამოიწვია, სადაც ხელოვნური განაყოფიერებისა და სუროგაციის მიუღებლობაზეა საუბარი.

- შესაძლოა, რაღაცას არ ეთანხმებოდე და ამაზე იკამათო, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ამას ვერავის აუკრძალავ. მაგრამ ის, რაც ბოლო დღეებში ხდება, აშკარა ბრძოლაა ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ. აქამდე ვიცოდით, მაგრამ მომხდარმა უფრო კარგად გამოააშკარავა ის ძალები, გნებავთ, ცალკეული პიროვნებები, ვინც, შეიძლება ითქვას, ჩვენი სარწმუნოების, ეკლესიის და პატრიარქის მტერია. ეს სიბინძურე პატრიარქს ვერაფერს დააკლებს. ვიმეორებ, სიბრალულს თავად ის ადამიანები იმსახურებენ, ვინც აგერ უკვე ერთი კვირაა, დაუღალავად ლაფს ესვრის მის უწმინდესობას!

ბავშვების დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ ადამიანს, ვინც ყველაფერი გააკეთა საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად. სწორედ მისი ინიციატივის გამო უამრავმა ოჯახმა გადაწყვტია მესამე და მეოთხე შვილის გაჩენა. იმედი მაქვს, საზოგადოება კარგად გაიაზრებს პატრიარქის ეპისტოლეს შინაარსს და არ აჰყვება იმ ადამიანების პროვოკაციას, ვინც ჩასაფრებული ელოდება მომენტს, ოღონდ პატრიარქს შეურაცხყოფა მიაყენოს. მათი მიზანია, მისი უწმინდესობის ნდობა დავკარგოთ. ამით გზა გაეხსნებათ უმთავრესი მიზნის მისაღწევად - ეს ანტიქართული და ანტიქრისტიანული ძალები მიხვდნენ, რომ, თუ ქართველი ერის განადგურება უნდათ, ჯერ პატრიარქი უნდა წააქციონ!


- ზემოთ თქვით, რომ ეკლესია და პატრიარქი ახლა ისეთი საფრთხის ქვეშაა, როგორც არასდროს. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლების ცვლილებამ ამ მხრივ არაფერი შეცვალა?

- ამ თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა.

მართალია, სააკაშვილი და მისი გუნდი ხელისუფლებას ჩამოშორდა, მაგრამ ისევ ძლიერები არიან ის დაჯგუფებები, ვინც საქართველოში ყოველგვარი ანტიეროვნულის და ანტიქრისტიანულის დაკანონებას ლობირებს. მათ უკან დგანან უდიდესი უცხოური ორგანიზაციები, დიდი ფულით. მას შემდეგ, რაც ამ დიდმა ორგანიზაციებმა სააკაშვილის ხელისუფლების სახით საქართველოში საიმედო საყრდენი დაკარგეს, ორმაგად გააძლიერეს ის მცირე ორგანიზაციები, ვინც საქართველოში მათი ინტერესებისთვის უნდა იბრძოლოს.

თქვენ ჩემზე კარგად იცით, რომ შემთხვევითი არ არის გაურკვეველი წარმოშობის არასამთავრობო ორგანიზაციების ასეთი მომრავლება. ისინი მით უფრო საშიშნი არიან, რომ, როგორც ჩანს, მათ იდეებს იზიარებენ პარლამენტშიც ცალკეული პოლიტიკოსები. საზოგადოებას, ალბათ, კარგად ახსოვს, არცთუ დიდი ხნის წინათ როგორი შეურაცხყოფა მიაყენა მის უწმინდესობას ერთ-ერთმა დეპუტატმა. სიტუაცია სახიფათოა და საქართველოს ხელისუფლებას გონიერება მართებს.


- როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ?

- ვფიქრობ, პირველ რიგში, თავის რიგებს უნდა გადახედოს. იმ ორგანიზაციებს, ვინც ეკლესიას ებრძვის, პარლამენტში თუ მთავრობაში დასაყრდენი არ უნდა ჰყავდეთ... კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - როგორ ფიქრობთ, ის ადამიანები, ვინც საპატრიარქოსთან აქცია გამართა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ სიტყვებს არ იშურებდა, მართლა ხელოვნური განაყოფიერების და სუროგაციის საკითხმა გაამწარა?


- ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ამბობდნენ.

- აქ სხვა რამეშია საქმე. დარწმუნებული ვარ, მათი განრისხების რეალური მიზეზი საშობაო ეპისტოლეს ის ნაწილი იყო, სადაც პატრიარქმა კატეგორიულად დაგმო ერთსექსიანთა ქორწინება და ასეთი წყვილისთვის შვილის აყვანის  უფლების მინიჭება. ცხადია, ის ადამიანები, ვინც ბავშვს ერთსექსიანი წყვილის შვილობისთვის იმეტებს, ბავშვების უფლებების დამცველებად ვერ გამოდგებიან. აქედან გამომდინარე, დასკვნა ერთია - ის გაავებული ბრბო საპატრიარქოსთან არა ბავშვებს და მათ უფლებებს, არამედ ცისფერებს, ლესბოსელებს, ერთსექსიანთა ქორწინებას და სხვა ყოველგვარ უზნეობას იცავდა. ხომ ნახეთ, იქ აქციაზე იგივე სახეები ჩანდა, ვინც არცთუ დიდი ხნის წინათ ასეთივე თავგამოდებით რუსთაველის პროსპექტზე გეი-აღლუმის ჩატარების აკრძალვა გააპროტესტა.

ვფიქრობ, ამ ანტიქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ასეთი გაღიზიანების დამატებითი ფაქტორი გახდა პატრიარქის ეპისტოლეზე ევროკავშირის გამოხმაურება, სადაც წერია, რომ ევროკავშირი ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას კავშირის წევრობისთვის აუცილებელ პირობად არავის უყენებს. ეს გამოხმაურება კიდევ ერთხელ ნათელს ხდის, რა დიდი ძალა აქვს ჩვენი პატრიარქის სიტყვას. ჩვენი პატრიარქი ჩვენი ქვეყნის სიძლიერის გარანტია, ამიტომაც ერჩიან. საბედნიეროდ, იმდენად ძლიერია, რომ ამ შეტევასაც გაუძლებს. თუმცა, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ახლა მის უწმინდესობას მთელი ერის მხარდაჭერა!

მეც, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, კიდევ ერთხელ ვულოცავ მის უწმინდესობას ახალ წელს და ვუსურვებ დიდხანს და ჯანმრთელად ყოფნას ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე!


ესაუბრა ნონა ბენდელიანი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016