reportiori.ge - ფარული ჩანაწერების ახალი სერია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 10:49
სამართალი
ფარული ჩანაწერების ახალი სერია
ავტორი:
15 ივლისი, 2013. 07:09

შინაგან საქმეთა სამინისტროში  უკანონო ფარული ჩანაწერების უკვე  17 000-ზე მეტი ფაილი ინახება. სამინისტრომ ბოლო ორი-სამი კვირის მანძილზე   5 000 ახალი ფაილი აღმოაჩინა,-ამის შესახებ გაზეთ  ,,რეზონანსის“ რედაქტორმა და   ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წევრმა ლაშა ტუღუშმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

   ტუღუში არ ფლობს ინფორმაციას თუ სად აღმოაჩინეს ფაილები, თუმცა მისი თქმით, მასალები პოლიტიკური  შინაარსისაა და  პარტიების, მათი ლიდერების, ოფისების, მოლაპარაკებების,  შესაძლო საიდუმლო საუბრების და ფინანსურ აქტივობებთან დაკავშირებულ  ინფორმაციას მოიცავს. ლაშა ტუღუშის თქმით, კომისია  ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, თომას ჰამერბერგის მიერ მომზადებულ რეკომენდაციას  ელოდება, რომელიც ერთ კვირაში დაიდება. მართალია, ჰამერბერგის რეკომენდაციებს, სავალდებულო იურიდიული ძალა არ ექნება, მაგრამ    ,,რეზონანსის“ რედაქტორი მიიჩნევს, რომ   მისი ცოდნა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია.

ამასთან, როგორც   ტუღუშმა აღნიშნა,  გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო მასალები უნდა განადგურდეს, არ შეცვლილა.

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016