reportiori.ge - გვიან ვახშამი ნუღარ შეგაშინებთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:32
სხვადასხვა
გვიან ვახშამი ნუღარ შეგაშინებთ
ავტორი:
22 იანვარი, 2014. 00:09

მრავალი წლის განმავლობაში გამეფებული წარმოდგენის მიუხედავად, თანამედროვე დიეტოლოგები გვიან ვახშამს ჯანმრთელობისთვის საზიანოდ აღარ მიიჩნევენ და გვამცნობენ, რომ თუ დავიცავთ ექვსიოდე წესს, შეგვიძლია, მშვიდად ვივახშმოთ, რა დროც არ უნდა იყოს.


გაირკვა, რომ 19.00 საათის შემდეგ ჭამაზე უარის თქმა მისაღები იყო ჩვენი ბებიებისა და ბაბუებისთვის, რომლებიც დღეში საშუალოდ 5-6 საათს შრომობდნენ, მერე მშვიდად ამზადებდნენ ვახშამს, მიირთმევდნენ და დასაძინებლადაც საკმაოდ ადრე წვებოდნენ. თანამედროვე ადამიანი გვიანობამდე შრომობს, მანამდე კი მთელი დღის განმავლობაში შიმშილობს ან მშრალ საკვებზე გადაივლის, ამიტომ მისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ვახშამი.


უსაფრთხო ვახშმის წესები

ჭარბი კილოგრამები ყოველი ვახშმის შემდეგ ტვირთად რომ არ დაგაწვეთ, დაიცავით შემდეგი წესები:


წესი 1-ელი: სწორად შეარჩიეთ პროდუქტები

ბევრს ჰგონია, რომ ვახშამი აუცილებლად უნდა იყოს მშრალი და ცივად საჭმელი. სინამდვილეში ტემპერატურასა და კონსისტენციას მნიშვნელობა არ აქვს. მშვიდად შეგიძლიათ მიირთვათ ქათმის მოხარშული ხორცი, ჩაშუშული ბოსტნეული, მოხარშული თევზი ან მსუბუქი წვნიანი. ასეთ მენიუს ნაწლავებიც უფრო უკეთ გადაამუშავებენ, ვიდრე მშრალ ლორიან, ყველიან და კარაქიან ბუტერბროდს. ბევრი ცდილობს, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ თავი რამე გემრიელით დაისაჩუქროს - ლუდით, ნაყინით, ნამცხვრით... ეს პროდუქტები ვახშმად ნამდვილად დამღუპველია.


წესი მე-2:  ნუ მიეძალებით ხილს

ბევრს რატომღაც მიაჩნია, რომ საღამოს შეგიძლია მიირთვა იმდენი ხილი, რამდენიც გინდა - არ გაგასუქებს. სულაც არ არის ასე! ხილსაც შეუძლია, წონა შეგმატოთ, რადგან მდიდარია ნახშირწყლებით.  უმჯობესია, ხილი მიირთვათ დღის განმავლობაში - დილით და შუადღისას, სადილის შემდეგ. ყველაზე საშიშია ბანანი, მანგო, ყურძენი და ზოგიერთი ჯიშის ვაშლი. გარდა ამისა, ღამით ხილი იწვევს აირების დაგროვებას ნაწლავებში, რაც დაძინებას უშლის ხელს.


წესი მე-3: მიირთვით მაკარონი

დიახ, დიახ, მაკარონი! იგი, გავრცელებული შეხედულების საწინააღმდეგოდ, წელის ზომას ნამდვილად არაფერს ავნებს. მთავარია, სწორად შეურჩიოთ სოუსი. მაიონეზი, არაჟანი და ნაღები არ შეიძლება, აი, ჩვეულებრივი ტომატის წვენით კი შეგიძლიათ მშვიდად მიირთვათ.


წესი მე-4: აიყვანეთ თავი ხელში

თუ შინ ვახშმობას გეგმავთ, ეს მთელი დღის განმავლობაში გახსოვდეთ, რომ მუცელში ვახშმისთვის ადგილი დაიტოვოთ. მთავარია, დღის განმავლობაში ნებადართული კალორიების რაოდენობას არ გადააჭარბოთ. შეგიძლიათ, ვახშმად მიირთვათ ნებადართულ კალორიათა ნახევარი, მეორე ნახევარი თანაბრად გაანაწილოთ საუზმესა და სადილზე.


წესი მე-5: ივახშმეთ დაწოლამდე 3 საათით ადრე

თუ დაძინებამდე 3 საათით ადრე ივახშმებთ, ჭარბი კალორიები დაწვას მოასწრებს და ძილიც მშვიდი და ჯანსაღი გექნებათ, მას არც მუცლის ყურყური დაგირღვევთ, არც მისი შებერვა და სხვა უსიამოვნო სიმპტომები.


წესი მე-6: ვახშმად ყოველგვარი სალათა არ გამოდგება

მიჩნეულია, რომ სალათები წონას არ გვმატებს. არც ეს არის სიმართლე. სალათა სხვადასხვანაირია. თუ იგი შეიცავს მაიონეზს, არაჟანს, ძეხვს, მწვანე ბარდას და ხორცს - დიდი ზომის ტანსაცმლის შესაძენად მოემზადეთ. ვახშმად განკუთვნილ სალათაში უნდა დომინირებდეს ყველი, პომიდორი, სხვა ბოსტნეული, კვერცხი, მწვანილი. შეაზავეთ მცენარეული ზეთით ან ლიმნის წვენით.


გაითვალისწინეთ რჩევები და ნოყიერი ვახშამი ჯანმრთელობას ვერაფერს დააკლებს, წონას კი არაფერი შეემატება.





(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016