reportiori.ge - მფლანგველი მერის დასჯა რატომ არ შეიძლება, დოკუმენტებში „არჩეული“ რომ უწერია?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:49
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
მფლანგველი მერის დასჯა რატომ არ შეიძლება, დოკუმენტებში „არჩეული“ რომ უწერია?
24 იანვარი, 2014. 18:18

ბევრ მანკიერებასთან ერთად, ჩვენში, კარგა ხანია, ერთი მავნე ჩვევაა დამკვიდრებული. პოლიტიკური მოტივებითა და შორს გამიზნული მოსაზრებების მომიზეზებით, ისეთ დარიგებებს ვისმენთ ვიღაც-ვიღაცეებისგან, რომ ნორმალურ ქვეყანაში თქმას გაგიბედავდნენ კი არა...

 

ერთი სიტყვით, ჩვენი ევროპელი ჭკუის დამრიგებლების ჯარს ევროკავშირის რეგიონთა კომიტეტის თავმჯდომარე რამონ ლუის ვალკანსელ სისოც დაემატა.

 

„...გვსურს გამოვხატოთ ჩვენი წუხილი 2013 წლის 18 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად ქ. თბილისის არჩეული მერის, ბატონ გიგი უგულავას გადაყენებასთან დაკავშირებით...“

ასეთი გახლავთ ამონარიდი მისი ამ ორიოდე დღის წინანდელი საგანგებო განცხადებიდან.

 

ახლა ამ კაცს სად ვდიო, დაგვამუნათა და როგორც ბევრი – უგულავას გადადგომით, თუ მერაბიშვილის დაჭერით შეშფოთებული მისი წინამორბედი, ისიც, როგორც ჩამოვიდა, ისევე წავიდა. ასე იყო, ასეა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, მომავალშიც ბევრი, ასეთი შეშფოთებულ-შეწუხებული წავა-წამოვა ისე, რომ სიტყვას გზაშიც ვერ დავაწევთ. ჩვენი ბედი, სასამართლომ უგულავას წინასწარი პატიმრობა არ მიუსაჯა, თორემ მარტო შეშფოთებას ვინ გვაკმარებდა.

თემა ცნობილი და გაცვეთილია; ყოველ შემთხვევაში იმდენად მაინც, რომ ამ ფაქტის ყურიდან ყურში გატარებით იქნებ არც არაფერი შეცვლილიყო, მაგრამ შეურაცხყოფილი ქართველი საზოგადოების მოსარჩლე რომ არავინ არის ამას რა ვუყოთ...

გავბედავ და ისე, ცნობისმოყვარეობის გამო ვიკითხავ: აგვიხსენით, ეს კაცი (რამონ ლუის ვალკანსელ სისო) ევროკავშირის რეგიონთა კომიტეტის თავმჯდომარეა, თუ - საქართველოში მეფისნაცვალი.

 

პირველ რიგში თავი ვინ უნდა იგრძნოს უხერხულად მაშინ, როცა ევროპელი მაღალჩინოსანი, ათეულობით მილიონი სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვისთვის პასუხისგებაში მიცემული ქალაქის მერის, სასამართლოს მიერ გადადგომის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს?

 

როგორ და რომელ ზეწოლებზეც არ უნდა იყვირონ „ნაცებმა“, მე პირადად, ყველა ჩემი წინაპარი რომ გააცოცხლო, ისინიც ვერ დამაჯერებენ, რომ დღევანდელი ხელისუფლება მოძალადე და ტერორისტია, მაგრამ იმდენად მაინც ხომ უნდა შეწუხდე ადამიანი (ხელისუფლებას ვგულისხმობ) რომ ბრალდებაზე პროტესტის გრძნობა გაგიჩნდეს?!   რომელ ბრალდებაზე? რომელზე და ორიდან ერთია! ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ უგულავას შემთხვევაში, ბატონი სისო ან სასამართლოზე ზეწოლისაკენ მოგიწოდებთ, ან პირიქით, იქით გთვლით, გადადგომის შესახებ, სასამართლოს გადაწყვეტილების თანაავტორად.

 

რაც შეეხება არჩეულ მერს – უგულავა როგორი არჩეულიცაა, ეს თბილისელებზე უკეთ ვინ იცის, მაგრამ თუნდაც ყველაზე ობიექტური არჩევნებით მოსულიც რომ იყოს, მფლანგველი მერის დასჯა ვითომ რატომ არ შეიძლება, იმიტომ რომ დოკუმენტებში არჩეული უწერია?

რა ვქნა, ბაზარში ნაყიდი კიტრი მწარე რომ გამოდგეს, რადგან ჩემი ამორჩეულია, ბოლომდე უნდა ვჭამო?

 

ამომრჩევლის სახელით გაცხადებულ ამ დემაგოგიურ ბრალდებებს მე და ჩემნაირები უნდა ვპასუხობდეთ თუ ხელისუფლება? თუმცა, რატომ მარტო ხელისუფლება – მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრიც. ასეთ დროს დუმილი ნაცმოძრაობის დამნაშავე ჩინოვნიკებისადმი სოლიდარობის ტოლფასი ხომ არ არის? მაშინ, როცა დუმილის შედეგიც სახეზეა! ამას წინათ, სატელევიზიო ანძა სწორედ გადაყენებული უგულავას მითითებით გამორთეს!  ამდენი ცინიზმით გულგასიებული და ნერვებდაწყვეტილი ქართველი ხალხი ვინმეს ხომ უნდა ედარდებოდეს და ეცოდებოდეს!

სულაც არ ვართ იმ ჭკუაზე, ევროპული დემოკრატია დავიწუნოთ, ან მისი ფასი არ ვიცოდეთ. ამიტომაც ქართველ პოლიტიკურ ელიტასთან კიდევ ერთი შეკითხვა გვაქვს და მეტად აღარ შეგაწუხებთ.

როგორ თვლით და მიგაჩნიათ, წარამარა   ჩვენთვის ფსევდოევროპული თითის ქნევების ფონზე, გვქვია კი სუვერენული სახელმწიფო, ან – საერთოდ სახელმწიფო?

როგორც ჩანს, ამ შეკითხვის პასუხზეც ჩვენ უნდა ვიფიქროთ.

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016