საქართველოს მთავრობამ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო განრიგი და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები დაამტკიცა.
დადგენილების თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ექვსზე მეტი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა 53 ერთეულით განისაზღვრა. ხოლო, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ექვსი და ექვსზე ნაკლები თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრა 46 ერთეულით.
„რეპორტიორი" გთავაზობთ თანამდებობების დასახელებას, საშტატო ერთეულის რაოდენობას (53) და თანამდებობრივ სარგოს.
სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი (1) - 2950 ლარი;
სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველი მოადგილე (1) - 2360 ლარი;
სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოადგილე (2) - 2250 ლარი;
მდივანი-რეფერენტი (1) - 680 ლარი,
სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის აპარატი (10)
აპარატის უფროსი (1) - 1550 ლარი;
აპარატის უფროსის მოადგილე (1) - 1180 ლარი;
მთავარი სპეციალისტი (3) - 750 ლარი;
უფროსი სპეციალისტი (4 ) - 680 ლარი;
სპეციალისტი (1) - 550 ლარი;
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური (11)
სამსახურის უფროსი (1) - 1550 ლარი;
სამსახურის უფროსის მოადგილე (1) - 1180 ლარი;
მთავარი სპეციალისტი (4) - 750 ლარი;
უფროსი სპეციალისტი (4) - 680 ლარი;
სპეციალისტი (1) - 550 ლარი.
რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური (7)
სამსახურის უფროსი (1) - 1550 ლარი;
სამსახურის უფროსის მოადგილე (1) - 1180 ლარი;
მთავარი სპეციალისტი (2) - 750 ლარი;
უფროსი სპეციალისტი (2) - 680 ლარი;
სპეციალისტი (1) - 550 ლარი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (20)
სამსახურის უფროსი (1) - 1550 ლარი;
სამსახურის უფროსის მოადგილე (1) - 1180 ლარი;
უფროსი სპეციალისტი (3) - 680 ლარი;
სპეციალისტი (15) - 550 ლარი.